ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პროზა
27 სექტემბერი, 2009


სხვისი წერილები(გაგრძელება)

      დავით  უპირველესად  მოგიკითხავ. ისე მოხდა, რომ ვერ დაგემშვიდობე და ამდენი  ხანი წერილიც ვერ მოგწერე. სასწრაფოდ მომიწია პეტერბურგში მომიწია წასვლა  (ჩემი აქაური მეგობრების  დაჟინებულ თხოვნას დავთანხმდი, ხომ იცი მანდ როგორც ვიყავი) და უკვე მეოთხე თვეა აქ ვარ . დიახ , რაღაც საქმეების გაგრძელებას ვაპირებ. იცი შენ თავის დროზე აქ დავიწყე საქმე და საკმაოდ წარმატებულადაც  და აი ამდენი ხნის შემდეგ კვლავ იმ ქალაქში დავბრუნდი, ამდენი    ხანი მოგონებას რომ ვეძახდი.  მართლა ძალიან  ლამაზია , ხომ გახსოვს ძველი პიტერი, რა საოცარი იყო.  წარმოიდგინე ის ყველაფერი აყვანილი N+1 ხარისხში. თუმცა აქაურ ჩემ ამბებს მერე მოგიყვები, გაგიხარდება "ვსიო იდიოტ პო პლანუ",  ჩემი ძმები დღეს ის ხალხია, ვისაც  აქ სიტყვა ეთქმის "ტაკ ჩტო"...
  წარმოგიდგენია , წამოსვლისას ჩემ ნივთებს რომ ვალაგებდი.  ჩვენი ძმის წერილები გამეჩითა, ერთად მეწყო  მთელი დასტა  "შკატულკაში" სწორი როგორაა, ზარდახშა?  ხოდა მანდ მედო პასპორტთან,  დაბადების მოწმობასთან  და მსგავს საბუთებთან . შენ არ  იცი , რა მაგარი საქმე ვქენი რომ წამოვიღე. ხომ  ყველაფერი კარგადაა , აქაური ძმები არ მტოვებენ და
მოსაწყენად თითქოს არ მცალია, მაგრამ მაინც რაღაც  ანდამატი აქვს მანდაურ იდიტობას , ალბათ თქვენ და თქვენი სიყვარული , თორემ დანარჩენის... მიხოსავით  გამომივიდა .
        მიხო პამიდორი გიყვარსო? და ამან კიდევ:  საჭმელად კი  თორემ ისე მაგის დედაცო. "ვობშემ"  მომაწვება სევდა და გადმოვრეკავ მანდეთ. ხან ვის დაველაპარაკები , ხან ვის.  შენ კიდევ რა გჭირს  აიღე რა ეგ  დედადავიწყებული ტელეფონი, რა ჯანდაბად გინდა, თუ არ აიღებ.  ამ სიგრძე ნომერი რომ იწერება მაგ ტელეფონზე , ვერა ხვდები რომ მევალეები არ იქნებიან?    თუ აქაც ვინმეს ვალი გაქვს შე ოხერო?    დაგიწერ ნომერს ჩემი    აქაური მობილურის და აიღე აწი. ხო, მივედ მოვედები.  რა ვქნა  ესე ვარ რა, როცა თქვენ  გელაპარაკებით ვეღარ ვჩერდები.
      რას ვამბობდი? აა, ამის წერილები,  როგორ მეხმარება აზრზე არა  ხარ. ეგრევე ეგ შტერი წარმომიდგება თვალწინ და ვხალისდები.  ისე რა ყვარებია ეგ გოგო , გაყვეს რა ცოლად. მერე რა რო გიჟია , სამაგიეროდ კარგი გიჟია, ჩვენებური. მაგრამ ეგ  , თუ არასდროს  ეტყვის მაგ საწყალ გოგოს,  რომ ამ წერილებს ეგ წერდა და ვიცი ეხლაც აგრძელებს,  რა უნდა ქნას მაგანაც.  იქნებ შენ დაელაპარაკო მაგ  გოგოს და უთხრა ესაა ის იდიოტი რომ უყვარხარ , გაგიჯდა და არაფერი ეშველება შენ თუ რამე არ უშველე,  მაგრამ  დაგვხოცავს  ეგ შობელძაღლლი,  რომ გაგვიგოს.  იქნებ მაგასტან შეათანხმო? მოსინჯე ,კარგი?
      ეხლა კი, როგორც ვშვებოდით ისევ ისე, რაც შემხვდება პირველი იმას ვიღებ  და გიგზვნი.  გამოგზავნილები  წითელი  ჯვარს  ვუკეთებ. ვითომ    წითელი  ჯვრის  თანამშრომლები ვართ.  ხო მაგარი ვარ? დავიწყე...
      გალუმპული ,გათანგულიული ამოვბობღდი ნაპირზე.    ჰო ამოვბობღდი, ეტყობა წყალში ხელების ქნევამ და და ყვირილმა  ძლიერ დამღალა. საოცარ სისუსტეს ვგრძნობდი,  აღარაფერი მონდოდა.  იქვე ნაპირზე, პირქვე დავემხე  და თუმც ვცდილობდი სისუსტის დამამცირებელი  გრძნობა  დამეძლია, არაფერი  გამომდიოდა.  წამოდგომის  თავი აღარ მქონდა.    მკვდარივით ჩამეძინა . გაღვიძებით ლეონმა გამაღვიძა.    დარბაზში, რომ ვერ  მნახა,    ჩემ საძებნელად წამოსულა. დამეხმარა და ძალისძალ  წამოვდექი.    იმდენად აბნეულად და დაუკავშირებლად ვუყვებოდი მომხდარს,  რომ  გაჭირვებით მიხვდა რასაც ვეუბნებოდი.  ვეუბნებოდი,    რომ ერთადერთი მშველელი ის იყო, მხოლოდ მას შეეძლო ჩვენი, ჰო ჩვენი შველა. დამპირდა და გულზე    მომეშვა.  მჯეროდა მისი , ვიცოდი ძალღონეს არ დაიშურებდა.
    სახლამდე მიმაცილა.    მთელი გზა მაწყნარებდა.    მეუბნებოდა, რომ აუცილებლად გიპოვნიდი თუნდაც სხვა პლანეტაზე გამხდარიყავი საძებნი.  სახლში მისულს დიასახლისმა სასწრაფოდ ცხელი ჩაი    დამალევინა.  ცხელი აბაზანა მიმაღებინა.    საშინლად მციოდა, თავს ვერ ვიკავებდი და კბილსკბილზე ვაცემინებდი, ცოტაოდენი , სპირტზე დაყენებული მოცვის და მაყვლის ნაყენიც დავლიე.    ძალიან მიყვარდა, მაგრამ, მაშინ, ძლივს შევსვი პატარა სირჩით.    ყველაფერი ამაო გამოდგა.    იმ ღამეს სიცხემ ამიწია და მთელი ათი დღე საწოლში , ბოდვასა და კოშმარულ სიზმრებში გავატარე. ვცდილობ, მოკლედ მოგიყვე ყველაფერი.ამიტომ არაფერს გეტყვი  იმ    ხილვებზე  რაც დამამახსოვრდა და  ეხლაც შიშით ვიგონებ.    როგორც იქნა გამოვჯანმრთელდი. თავს კვლავ სუსტად ვგრზნობდი  და  იმასღა  ვახერხებდი ,  რომ    დიასახლისთან ერთად ეზოსი    ჩავსულიყავი.    ხომ გახსოვს რა  მყუდრო და გასაოცარი სურნელით სავსე იყო მისი ბაღი, ვისხედით ასე და ვუსმენდით , ჩიტების ჟღურტულს.  ის    მიყვებოდა ქალაქის , თავის ახალგაზრდობის ამბებს და ცდილობდა გავერთე , რადგან შენი გახსენება საოცარ ტკივილს იწვევდა . ტირილი მინდებოდა , მინდოდა გავქცეულიყავი , დამემსხვრია გარშემო ყველაფერი.  ყველაზე ცუდი , უსუსურობის შეგრძნება იყო.      არ ვიცოდი სად მეძებნე.    ერთ დღესაც ლეონი , მოვიდა გახარებული( ლეონი, მთელი  ჩემი    ავადობის ჟამს    თავს მევლებოდა, დიასახლისთან ერთად    მივლიდა.  გადმომცა წერილი, რომელიც უნდა მიმეტანა    გემ    "რემუშის " კაპიტანთან,    ერთი კვირის თავზე,  კაპიტანი მისი ძველი  მეგობარი  ყოფილა. 
      გემი  3-4 დღეში  შემოვიდოდა პორტში , ლეონი  მაგ დროს    ქალაქში აღარ იქნებოდა.    სწორედ ამიტომ  , ვერც ჩემთან ერთად  წამოვიდოდა.    თუმც ,  დამპირდა რომ საჭირო დროს  მომაგნებდა და  ჩემთან ერთად იქნებოდა.  ვიცოდი,  ის სიტყვებს ქარს არ ატანდა . დავმშვიდდი.  წერილში  კაპიტნისთვის საჭირო მითითებები იყო.
        ძლივს გავიდა წლად გაწიმული 7 დღე.    დავემშვიდობე ჩემს კეთილ, მოხუც დიასახლის , რომელმაც ცრემლი ვერ შეიკავა გამოთხოვებისას და მეც მატირა. გამარჯვება მისურვა,  მიტხრა რომ ყოველდღე  ილოცებდა ჩემთვს .    დავპირდი რომ აუცილებლად  დავბრუნდებოდი და ვინახულებდი  კვლავაც ,  უკვე შენთან ერთად.
.... აი , უკვე გემბანზე ვდგვარ და გავცქერი პატარა , ლამაზ ქალაქს სადაც ამდენი    რამ გადამხდა თავს.
  გემი კი  მიცურავდა , ოკეანის თუ ზღვის უსაზღვრო სივრცეში დაკარგული , პატარა წერტილი.      წარმოდგენაც კი  არ მქონდა საით ჰქონდა გეზი. არც მაინტერესებდა , თუმც შემეძლო გამეგო, მაგრამ რა აზრი ჰქონდა , მე მაინც გავყვებოდი საითკენაც არ უნდა წასულიყო ,  რადგან ვიცოდი რომ ყოველი გაცურული მილი შენთან მაახლოებდა.
      გემზე,  კაიუტაში , მარტო ვიყავი და თავს კარგად ვგრძნობდი.    არავითარი სურვილი არ მქონდა ვინმეს გავცნობოდი    და მიტუმეტეს ვერ გავუძლებდი უაზრო საუბრებს, რომლის ბოლოს აღმოჩნდება , რომ მიუხედავად ასეთი განსხვავებისა , წარმიდგინეთ და  ნათესავები ან უარეს შემთხვევაში საერთო მეეგობრების იმდენად ახლო  წრე გვყოლია, რომ დღეიდან შენობითაც  კი  შეიძლება ერთმანეთს მივმართოთ    და გულითადობის დასტურად  თავშიც კი  წავუტყაპუნოთ ერთმანეთს .მართალი გითხრა , მე ვინმესთვის ხელის წამორტყმის სურვილი  არ მემჩნეოდა  და მითუმეტეს არავითარ სიამოვნებას არ მომანიჭებდა საკუთარი თავი გამეხადა მსგავსი მოქცევის ასპარეზად.    გემბანზეც კი იშვიათად გავდიოდი. ვერიდებოდი ისეთ  ადგილებში    ხანგრძლივად ყოფნას სადაც      შენდაუნებურად იძულებული    ხდები  ვიღაცეების    უაზრო ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილო. მე თავად არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა რომ გემს მივყავდი გაურკვეველ  სადღაცში.
    როგორც გითხარი , უმეტესად კაიუტაში ვიჯექი და შენ  გაუჩინარებაზე ვფიქრობდი. ყველაფერი იმდენად საოცარი და დაუჯერებელი ჩანდა,  რომ ის ქალაქიც , მეჯლისიც, ეს გემიც  და მითუმეტეს შენ ,  ჩემი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი მეგონა. არა , მართლაც  და რატომ უნდა მერწმუნა შენი  არსებობა ? იმიტომ რომ გხედავდი, გიყურებდი?  აბსურდია. მე ყოველტვის ვხედავ,    ვგრზნობ იმას,    რაზეც ან ვისზეც ვფიქრობ  და რაც მინდა რომ არსებობდეს,  მე ბევრჯერ მიხაროდა და ვწუხდი იმათთან ერთად,  ვისი არსებობაც არავინ ჩემს გარდა არ იცოდა.  მე მიხაროდა მათი გამარჯვება და ვაწყნარებდი როცა ვხედავდი მათ დამარცხებულს.  სწორედ ამიტომ , მჯერა რომ შენ    არსებობ ჩემში,  ჩემით და სწორედ ამიტომ    მჯერა შენი ნახვისა და კვლავ შეხვედრისა .როგორც ყველა,შენც  დაუბრუნდები  იმ საუფლოს სადანაც იშვი, შენ    უნდა დაბრუნებულიყავი ჩემთან,  რადგან ყველა ვისი ყოფნავ ძლიერ მინდოდა ბრუნდებოდა.    დაძინებისას , თვალდახუჭულს ერთ სტროფი ამეკვიატებოდა:
იცინე , გოგონი იცინე .
უამრავ ყვავილებს გიძღვნიან მხედრები.
შენ თვითონ მოხვალ, წავედი ვიძინებ
არავის ვებრძვი და არავის ვედრები.
მერე მეძინებოდა.
      როცა იმ ფიქრებს და განწობას ვაანალიზებ,  ვრწმუნდები რომ ეს ყველაფერი იყო  რეაქცია ჩემი გონებისა ,    როგრმე თავი დაეცვა, ამ ფიქრებით და    რწმენით  ეპასუხა შენი გაუჩინარებით გამოწვეულ შოკისტვის . ეტყობა განცდილი იმდენად მძაფრი იყო , ყველა სხვა შემთხვევაში    სიგიჟე არ ამცდებოდა.
      ალბათ მეტნაკლებად ლაბილური    ტვინი თუ გონება , ასე ცდილობდა გადარჩენას , აბა რას მივაწერო    ეს ფიქრები, თუ გინდ ის სტროფი აკვიატებული,  ეს რაღაც შურსძიების მაგვარიც იყო, ალბათ. თუმცა ეს ყველაფერი სისულელეა და გადახვევები და ვარიაციებია თავისუფალ თემებზე.
    აი, დაახლოებით ასეთ  ფიქრებში გადიოდა დღეები  და ჩემი უმიმართულებო მოგზაურობა.
          ერთ დღესაც გემბანზე გამოსულმა სევამჩნიე რომ რაღაც შეცვლილიყო. შორს მაგრამ მაინც მოსჩანდა ნაპირი , ხმელეთი. თანაც ორი მხრით. ეს ნიშნავდა რომ გემი მდინარეში აპირებდა შესვლას,    მართლაც რამდენიმე საათის შემდეგ    მდინარეში შევედით. არავის არაფერს შევკითხვივარ  რა ჩემი საქმე იყო.  უნდოდა მდინარეში , უნდოდა ოკეანეში ეცურა , მთავარია არ ჩაძირულიყო.    შენ ჯერ კიდევ სანახავი მყავდი.  ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ კაპიტანთან მიხმეს. მან  მაცნობა,  რომ ჩემი მოგზაურობა დასასრულს უახლოვდებოდა და მთხოვა გავმზადებულიყავი, რადგან დაახლოებით  შუა დღისთვის წერილში მითითებულ ადგილას მივაღწევდით.  რა გამზადება  მჭირდებოდა ფაქტიურად მთელ ჩემს ავლადიდებას ჩემი  ტანსაცმელი რომელიც მეცვა და ცოტაოდენი ლეონის დანატოვარი თანხა იყო, რომელიც გამომშვიდობებისას გადმომცა.    მართლაც ორიოდ საათში ხმელეთზე ვიყავი, რომლამდეც ნავით მიმიყვანეს.    გემმა კი გზა განაგრძო.
  გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი . ვიდექი ნაპირზე  მარტო , ჩემთვის უცნობ ადგილას,  არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ინტუიციას უნდა მივნდობოდი.  სად  წავიდოდი სულერთი იყო.  გადავჭყვიტე  მდინარიდან პირდაპირ მევლო.    სადმე ხომ მივიდოდი..
ვიარე ბევრი,    ან შეიძლება ცოტა. შორს ქალაქის გალავნის კარიბჭე დავლანდე,  თან უცნაურად ჩაცმულ კაცსაც  შევხვდი , რომელმაც მირჩია მასთან ერთად მევლო  რადგან ისიც ქალაქში ეპირებოდა. მისგანვე გავიგე , რომ დღეს ღამე,  იწყებოდა დიდი დღესასწაული  გაზაფხულის დადგომისა,  რომელიც სამ  დღე ღამეს გაგრძელდებოდა.    გავიგე რომ ქალაქს მფარველობდა ქალღმერთი ინანა,  რომელიც  ღვთიურ მელამს ფლობდა.ვსაუბრობდით ძალიან ლამაზ ხმოვან ენაზე, რომელზეც უწინ სიტყვაც კი  არ მითქვამს  და  რატომღაც ეს არ მაკვირვებდა.  ეტყობა მივეჩვიე უცნაურობებს. ამ საუბარში ქალაქის გალავანსაც მივაღწიეთ. ქალაქს ერქვა ურუქ.

ხედავ ჩემო დავით,  რა ამბები გადაუტანია,  სად არ უმოგზაურია ჩვენ მეგობარს. რა  უწვალია.  ჩვენ კიდევ ხანდახან დასაცინადაც ვიმეტებდით.  აბა , გემშვიდობები და ველი შენს პასუხს.    ისე შეგიძლია  დამირეკო  კიდევაც . თუმცა არ გინდა მაგაზე ფულს ხარჯვა, მე დავრეკავ შენ ოღონდ აიღე ტელეფონი.    აბა , მომვალ წერილამდე.  ის შტერიც მომიკითხე უთხარი რომ ძალიან მენატრებით.
თქვენი ძმა რ.ლ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები