ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Oscar Kempff
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

ღამის სიზმარი და ოცნება

ვიცი რომ ეხლა შენ ტკბილად გძინავს,
დაცურავ ოცნების კამკამა წყალში..
თუ გადავურჩი ამ ღამე გრიგალს ,
მე დავიხრჩობი შენს გაშლილ თმაში

მთვარე გეხება გიკოცნის თვალებს,
სანთელი ცეკვავს ვარიდს ტუჩებზე
ოჰ ეს სურნელი ჩემ გულში ღელავს,
სისხლი მასკდება მტკივან გუგებზე

შენს სასთუმალთან დაჩოქილს მხედავს
დამცინის ხელით მთელი სამყარო …
ჩუმად ბუტბუტებს და რისხვით ელავს
მეძახის - ’’ღირსი არ ხარო’’!!

ღირსი არა ხარ მისი შეხების
ტუჩები გითრთის ჰგავს სინანული
მარილიანი ცრემლი ჩამომდის
კივის , იხრჩობა შიგ სიხარული

საწოლზე არხევს ამ წმინდა სხეულს
ღამე მოსული ნაზი ნიავი…
და მხოლოდ თმებს , ხანდახან ხვეულს
გამოაცურებს სიცოცხლის ნავი

ვიცი რომ ეხლა შენ ტკბილად გძინავს
დაცურავ ოცნების კამკამა წყალში
თუ გადავურჩი ამ ღამე გრიგალს
მე დავიხრჩობი შენს გაშლილ თმაში

და ყოველ ღამე ეს მეორდება
ვეღარ გავუძლებ მე გავფრინდები
შენ მონატრებას გული მიჰყვება
და საბოლოოდ დავიბინდები


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები