| ავტორი: khergo ჟანრი: პოეზია 5 ოქტომბერი, 2009 |
ამქვეყნად რჩება მხოლოდ სახელი, დრო დაუნდობლად ყველაფერს წაშლის, მივდივარ, აქ კი ცოდვებს გამხელილს, წიგნადა ვტოვებ ყველასთვის გაშლილს...
ჩემი ცოდვები ვინანე ბოლოს, ჩამომაგორდა ღაწვზე კურცხალი, უფალმა იცის, რასაც ვგრძნობ მხოლოდ, სამსჯავროზე, კი მე გამოვცხადდი...
ჭინკებმა პინა ჩემი ცოდვებით აავსეს, მოჰყვნენ ხარხარს და ხითხითს, ვიცი, არავის შევეცოდები... ჯოჯოხეთის გზას გავყვები, მივხვდი...
და იმ დროს როცა, ჩამჭიდეს ხელი, როცა დავკარგე ყველა იმედი, ტარტაროზი კი პირღია მელის, მგონია უკვე ცეცხლთან მივედი...
ცრემლი დაეცა მეორე პინას, მფარველ ანგელოზს მოუტანია, იმ ცრემლში ალალ სინანულს სძინავს, ხო, იმ კურცხალში ჩემი გზანია...
ცოდვების მხარე გადაიწონა, თურმე რა მცირეს მოითხოვს ღმერთი, სინანულს დიდი ჰქონია წონა, ჩვენ კიდე მაინც ბოროტი გვერჩის...
გიორგი ხერგიანი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ჩვენ კიდე მაინც ბოროტი გვერჩის... 5 ჩვენ კიდე მაინც ბოროტი გვერჩის... 5
9. აუუ ისევ ეს იასამნისფერი არსებაა.. :( :D რაა უნდაა..? :D აუუ ისევ ეს იასამნისფერი არსებაა.. :( :D რაა უნდაა..? :D
8. იმდენად ღრმაა, რომ....
ძალიან ძლიერიაა....
:):):):) იმდენად ღრმაა, რომ....
ძალიან ძლიერიაა....
:):):):)
7. უბრალოდ, აღვნიშნე. უბრალოდ, აღვნიშნე.
6. თეა ზომას რამე მნიშვნელობა აქვს?! მე ყოველთვის სათქმელს ვამბობ და რამდენ სტროფში ჩავტევ არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის პირადად... ;) თეა ზომას რამე მნიშვნელობა აქვს?! მე ყოველთვის სათქმელს ვამბობ და რამდენ სტროფში ჩავტევ არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის პირადად... ;)
5. აქ ისევ მცირე ზომის ლექსს ველოდი და გამიკვირდა უცებ:)
კარგია! აქ ისევ მცირე ზომის ლექსს ველოდი და გამიკვირდა უცებ:)
კარგია!
4. თურმე რა მცირეს მოითხოვს ღმერთი, სინანულს დიდი ჰქონია წონა,
თურმე რა მცირეს მოითხოვს ღმერთი, სინანულს დიდი ჰქონია წონა,
3. ცრემლი დაეცა მეორე პინას, მფარველ ანგელოზს მოუტანია, იმ ცრემლში ალალ სინანულს სძინავს, ხო, იმ კურცხალში ჩემი გზანია...
ჰო...სინანულს დიდი წონა აქვს.. :) ცრემლი დაეცა მეორე პინას, მფარველ ანგელოზს მოუტანია, იმ ცრემლში ალალ სინანულს სძინავს, ხო, იმ კურცხალში ჩემი გზანია...
ჰო...სინანულს დიდი წონა აქვს.. :)
2. ცოდვების მხარე გადაიწონა, თურმე რა მცირეს მოითხოვს ღმერთი, სინანულს დიდი ჰქონია წონა, ჩვენ კიდე მაინც ბოროტი გვერჩის...
55555 ცოდვების მხარე გადაიწონა, თურმე რა მცირეს მოითხოვს ღმერთი, სინანულს დიდი ჰქონია წონა, ჩვენ კიდე მაინც ბოროტი გვერჩის...
55555
1. სინანულს დიდი ჰქონია წონა, ჩვენ კიდე მაინც ბოროტი გვერჩის...
ჰოო სინანულს დიდი ჰქონია წონა, ჩვენ კიდე მაინც ბოროტი გვერჩის...
ჰოო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|