 | ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: პროზა 11 ოქტომბერი, 2009 |
ნამეტანი მომივიდა წუხელ. იმ სიცხეში ცივი დუ იაქე ( ორი ბოთლი შამპანური+1 ბოთლი ღვინო ), თავიდან კი გვესიამოვნა და ამიტომაც გავიმეორეთ სამმა, ოთხჯერ. ორ გაჭყლეტილ კონიაკს კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ის ჭაჭის არაყი რაღა შავ ქვად გვინდოდა, ნეტავ? რამაზას ბრალია ყველაფერი! - ვინც ეს ჭაჭა ბოლომდე არ დალიოს, ის იყოს პ--ჭი!!! - გაკიოდა მთელი ღამე. პირიქით კი ახდა. დათოს არ დაულევია და კაცს გავს დღეს, მე და რამაზა კი, პ--ჭებს. ოხ, რამაზ შენი!.. ხოა ღირსი მთლიანად ვაკისრებინო ,,პახმელიაზე" გამოსვლა? ჩემ ფეხებს იკისრებს... დავურეკავ... - ჩამოეთრიე ბაღში... - ჩამოვდივარ...
ათ საათზე უნივერსიტეტის პარკში შევხვდით ერთმანეთს. ორ გასიებულ თავს და ვადაგასულ გამომეტყველებას, იქვე, ანალოგიური ფიზიონომიის, სამიც შემოგვიერთდა - ბიძინას, წიპას და ნოდარის სახით. ფული მხოლოდ ამ უკანასკნელს აღმოაჩნდა. სამაგიეროდ, ყველას სამყოფი. - მწვანე ველში წავიდეთ. - წამოაყენა წინადადება ხაზინადარმა. იყო ასეთი ვეგეტარიანული რესტორანი ვაკეში, შამპანური ჰქონდათ ყოველთვის. - ხო არ გაგიჟდი? ლობიო ვჭამოთ?! ხინკალი, მწვადი, არაყი და ლუდი! - ამოვიღნავლეთ ერთხმად. - მე დიეტაზე ვარ და მწვანე ველში მივდივარ, ვისაც არ უნდა, ნუ წამოვა. - მოჭრა მოკლედ. ვინ იყო ხმის ამომღები? ზლაზვნით გავუყევით ჭავჭავაძის გამზირს. - შენ სად გამოსკდი გუშინ? - ვეკითხები ბიძინას. - ამ შტერს ავყევი - ვხვდები წიპაზეა ლაპარაკი. - ოპერაში წავიდეთ, ბუფეტში მაგარი შამპანური აქვთ და მაგარი ნაშებიც ეძრობიანო. - რაზე კოჭლობს? ბალერონებმა ხომ არ გალახეს შეჩემა? - ვცდილობ გავიღიმო, მაგრამ ვერ ვახერხებ. იგივე ბიძინასაც სურს, მაგრამ ვერც ის ახერხებს. - რაღაც სირული პრემიერა იყო ოპერაში. ოცი წუთი ძლივს გავძელით და ბუფეტში ჩავედით. შამპანური ავიღეთ. ორი ბოთლი რომ დავლიეთ, წიპამ ახლავე მოვალო და სადღაც წავიდა. მალე ზარიც დაირეკა და მაყურებლებიც გამოვიდნენ დარბაზიდან. ვინც მოასწრო ყველამ ბუფეტში ამოყო თავი. ნაშები მართლა ბლომად გაეძრენენ. თიკა, ნატა, ლიკა და მაგის სასტავი, ეკა, თავის გოგოებით, მარიკა, ლალი, მოკლედ მთელი ნაშობა იქ იყო. წავიდა პაჩი-პუჩი, ერთმანეთის მოკითხვა, იმ იდიოტობის გარჩევა. იასნია, ყველა - აუუუ, რა მაგარია გაიძახდა. ერთი მაგიდა, იქაურ ,,ზავსეგდატი" პედერასტებს ეკავათ. ხო აზრზე ხარ ვინც არიან? - მეკითხება იმ დროინდელი ცისფერი ბო მონდის წევრებზე. დავეთანხმე, თითებზე ჩამოსათვლელი მეტრაკე დადიოდა იმ დროს მორცხვად ქალაქში და ვინც იყვნენ ყველამ ზეპირად ვიცოდით. - მოკლედ მე ენით ზურგს ვიფხან, გოგოებს ვებაზრები. ქეთიც ჩვენთანაა. ჰო, ის ქეთი, წიპა რომ ,,უპადხოდებს" და ჩემი ფეხები გამოსდის. ანტრაქტის დამთავრების ერთი ზარი დარეკეს, წიპა არ ჩანს. არადა ვიცი ქეთის სანახავად წამომათრია ოპერაში. გაისმა მეორე ზარის ხმაც, შემცირდა ხალხი და უცებ რას ვხედავ - ბუფეტში ჩამოსასვლელი კიბის თავში დგას წიპა, თეთრი ვარდებით ხელში. სიფათი აქვს დაყენებული, მიმიქარავს ალ კაპონე. დაგვალივერა, მოგვწვა სადაც ვდგავართ და დაეშვა კიბეზე, ა ლა ბელმონდო. ორი საფეხური ჩამოიარა, დაუსხლტა ფეხი, იმ ჩემისას და სულ გორვა-გორვით შეუვარდა პიდარასტებს მაგიდის ქვეშ. თეთრი ვარდები სულ ფეხებქვეშ გადაუფინა. მთელი ოპერა ხარხარებდა, კინაღამ ჩავიფსი შეჩემა. იქ რომ ყოფილიყავი, მოკვდებოდი. ამის კომპლექსები ხომ იცი? კიდევ ეს უნდოდა ამ გაჭირვებულს. მთელი ღამე ,,ს გორია" ვსვამდით. ლაპარაკ-ლაპარაკით ,,მწვანე ველში" მივედით. რესტორანი თითქმის ცარიელი დაგვხვდა. მხოლოდ დარბაზის ბოლოში მდგარ მაგიდას მისხდომოდა, ორი... მანდილოსანი. მანდილოსანს ვამბობ, თორემ 80-ან წლებში, დილით, რესტორანში შესულ კაცი, წითელი ღვინით შემთვრალ ორ ქალს რომ დაინახავდი, არ მგონია, მათი მანდილის უმწიკვლოებაზე მტკიცე აზრი ჩამოგყალიბებოდა . ქალი, დილის თერთმეტის ნახევარზე , რესტორანში რომ იქნება და თან უკვე მთვრალი, ვერაა კარგი სანახავი, თუმცა, აიტანს კაცის თვალი, მაგრამ შესახედავადაც თუ შენზე უარესია და შენც ამ დროს, ვერაფერი დედის შვილი ხარ, ესაა აუტანელი, მითუფრო - ,,პახმელიაზე. ამიტომაც: - კარგი რა ნოდარ, რა გვინდა ამ საბანძეთში?! წამო სხვაგან წავიდეთ! - ავხმაურდით ერთხმად. - ვისაც არ მოსწონს, წავიდეს. - ფუჰ შე ჩათლახო! მოიცა, ჩვენც გვექნება ფული! - ვსხდებით ბუზღუნ-ბუზღუნით. - ჯერ ხუთი შამპანური, სალათი, ფხალი, ლობიო, ყველი, სოკო, ხაჭაპური. დანარჩენი მერე.. - მისცა შეკვეთა, დამპატიჟებელმა.
( დასაწყისის დასასრული)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. აი ახლა გაგრძელებას წავიკითხავ:) ჩამითრია:) 5 აი ახლა გაგრძელებას წავიკითხავ:) ჩამითრია:) 5
25. წიპა რა სანახავი იქნებოდააა თეთრი ვარდებით... სულმოუთქმელად გაგრძელებას ველიიი წიპა რა სანახავი იქნებოდააა თეთრი ვარდებით... სულმოუთქმელად გაგრძელებას ველიიი
24. აბა, დასაწყისის დასასრულის გაგრძელებას ველოდები :) აბა, დასაწყისის დასასრულის გაგრძელებას ველოდები :)
23. რაღაც კარგს გვიმზადებთ ,ბატონო კახა....სახალისოს და საფიქრალს ერთად.... ვატყობ მე აქ საქმეს და .... წარმატებები თქვენს ახალ წამოწყებას და მე თქვენი ერთგული მკითხველი.... ;) რაღაც კარგს გვიმზადებთ ,ბატონო კახა....სახალისოს და საფიქრალს ერთად.... ვატყობ მე აქ საქმეს და .... წარმატებები თქვენს ახალ წამოწყებას და მე თქვენი ერთგული მკითხველი.... ;)
22. მელოდიამ სრულიად ვეთანხმები ნაპერწკალსო :P :)))) 5 მელოდიამ სრულიად ვეთანხმები ნაპერწკალსო :P :)))) 5
21. ყველაფერი ყოველთვის რამაზის ბრალი როგორ უნდა იყოს :)) :)) :)) ?
იას დასტური ხელების აწევით ))))))) ყველაფერი ყოველთვის რამაზის ბრალი როგორ უნდა იყოს :)) :)) :)) ?
იას დასტური ხელების აწევით )))))))
20. დიდი მადლობა ყველას. რაც შეეხება მეცხრამეტე კომენტარს, გმადლობ ქალბატონო მზია. თქვენ რომ არ გეთქვათ, არც მივაქცევდი ყურადღებას პროზაში რომ იდო. რატომღაც იუმორისტულში მახსოვდა რომ ჩავდე. არაფერია, სრულ ვერსიაში, იუმორისტულ ჟანრში დაიდება. დიდი მადლობა ყველას. რაც შეეხება მეცხრამეტე კომენტარს, გმადლობ ქალბატონო მზია. თქვენ რომ არ გეთქვათ, არც მივაქცევდი ყურადღებას პროზაში რომ იდო. რატომღაც იუმორისტულში მახსოვდა რომ ჩავდე. არაფერია, სრულ ვერსიაში, იუმორისტულ ჟანრში დაიდება.
19. მანდილოსანს ვამბობ, თორემ 80-ან წლებში, დილით, რესტორანში შესულ კაცი, წითელი ღვინით შემთვრალ ორ ქალს რომ დაინახავდი, არ მგონია, მათი მანდილის უმწიკვლოებაზე მტკიცე აზრი ჩამოგყალიბებოდა . ქალი, დილის თერთმეტის ნახევარზე , რესტორანში რომ იქნება და თან უკვე მთვრალი, ვერაა კარგი სანახავი, თუმცა, აიტანს კაცის თვალი, მაგრამ შესახედავადაც თუ შენზე უარესია და შენც ამ დროს, ვერაფერი დედის შვილი ხარ, ესაა აუტანელი, მითუფრო - ,,პახმელიაზე.
იუმორისტულში უნდა დაგედოთ ჩემი აზრით.მირაკრაკებს.... მანდილოსანს ვამბობ, თორემ 80-ან წლებში, დილით, რესტორანში შესულ კაცი, წითელი ღვინით შემთვრალ ორ ქალს რომ დაინახავდი, არ მგონია, მათი მანდილის უმწიკვლოებაზე მტკიცე აზრი ჩამოგყალიბებოდა . ქალი, დილის თერთმეტის ნახევარზე , რესტორანში რომ იქნება და თან უკვე მთვრალი, ვერაა კარგი სანახავი, თუმცა, აიტანს კაცის თვალი, მაგრამ შესახედავადაც თუ შენზე უარესია და შენც ამ დროს, ვერაფერი დედის შვილი ხარ, ესაა აუტანელი, მითუფრო - ,,პახმელიაზე.
იუმორისტულში უნდა დაგედოთ ჩემი აზრით.მირაკრაკებს....
18. საინტერესო სანახავი იქნებოდით შესანიშნავი ხუთეული... სულმოუთქმენლად ველი გაგრძელების თქვენეულ ვერსიას და ჭრილობების მოშუშების შემდგომ, ალბათ ბატონ ჰარირამას ვერსიას წავიკითხავთ საინტერესო სანახავი იქნებოდით შესანიშნავი ხუთეული... სულმოუთქმენლად ველი გაგრძელების თქვენეულ ვერსიას და ჭრილობების მოშუშების შემდგომ, ალბათ ბატონ ჰარირამას ვერსიას წავიკითხავთ
17. კახა! "დაჟე" მწვანე ველზე ვარ თანახმა! გამოჩნდი...შეიძლება მომისწრო. კახა! "დაჟე" მწვანე ველზე ვარ თანახმა! გამოჩნდი...შეიძლება მომისწრო.
16. აი , რამაზაც მოსულა, მაგრამ რად გინდა ნამცეციც აღარ დარჩენილა გუშინდელი სუფრიდან:) არადა მესიამოვნებოდა ლობიო, კაი მწნილი და კაი ცივი ღვინო, ამოკალული მაქვს არყის ნასმი და დაამებდა:) მაშ აბდალასავით დაგჭყიოდი , ვინც არ დალიოსო? :) გამომაჭენე და აცინებ დუნიას ჩემზე?, კაი შე აბდალო ბაღანავ, მაცალე პაწახანს მოვიშუშებ ჭრილობებს და დასამტავრებელი მაქვს , კახური ამბები.., გაჩვენებ სეირებს:) აი , რამაზაც მოსულა, მაგრამ რად გინდა ნამცეციც აღარ დარჩენილა გუშინდელი სუფრიდან:) არადა მესიამოვნებოდა ლობიო, კაი მწნილი და კაი ცივი ღვინო, ამოკალული მაქვს არყის ნასმი და დაამებდა:) მაშ აბდალასავით დაგჭყიოდი , ვინც არ დალიოსო? :) გამომაჭენე და აცინებ დუნიას ჩემზე?, კაი შე აბდალო ბაღანავ, მაცალე პაწახანს მოვიშუშებ ჭრილობებს და დასამტავრებელი მაქვს , კახური ამბები.., გაჩვენებ სეირებს:)
15. რამაზი სადააა რამაზიიიიი????? შენ გაიხარე კახაბერ შენ გაიხარე!!! ჯიგარო კაცო შენა!!! რამაზი სადააა რამაზიიიიი????? შენ გაიხარე კახაბერ შენ გაიხარე!!! ჯიგარო კაცო შენა!!!
14. შენ გაიხარე კახაა!!!! სიხარული შემოგაქვს საიტზეეე :-* :)) შენ გაიხარე კახაა!!!! სიხარული შემოგაქვს საიტზეეე :-* :))
13. - ჯერ ხუთი შამპანური, სალათი, ფხალი, ლობიო, ყველი, სოკო, ხაჭაპური. დანარჩენი მერე...
აბა, აქ გაჩერება იქნებოდა?!. სუფრის გაშლა მაინც მოსწრებულიყო და მერე ჩვენც მივხედავდით საქმეს, მე და მოცარტი... - ჯერ ხუთი შამპანური, სალათი, ფხალი, ლობიო, ყველი, სოკო, ხაჭაპური. დანარჩენი მერე...
აბა, აქ გაჩერება იქნებოდა?!. სუფრის გაშლა მაინც მოსწრებულიყო და მერე ჩვენც მივხედავდით საქმეს, მე და მოცარტი...
12. ძალიან დაღლილი ვარ,ეს ესაა დავბრუნდი მაჭახლობიდან.ხვალ დილით წავიკითახავ.იმედია, უყურადღებობაში არ ჩამომართმევთ ძალიან დაღლილი ვარ,ეს ესაა დავბრუნდი მაჭახლობიდან.ხვალ დილით წავიკითახავ.იმედია, უყურადღებობაში არ ჩამომართმევთ
11. გაიხარე ჩემო კახა! :)
ისე წერ რომ რო არ გინდოდეს დალევას მოანდომებ კაცს! :) გაიხარე ჩემო კახა! :)
ისე წერ რომ რო არ გინდოდეს დალევას მოანდომებ კაცს! :)
10. კაია...........კაია კაია...........კაია
9. +2!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! +2!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
7. ქალბატონ ჟადენს ვეთანხმები....მომწონს თქვენი იომორშერეული წერის სტილი :) ქალბატონ ჟადენს ვეთანხმები....მომწონს თქვენი იომორშერეული წერის სტილი :)
6. ქალბატონ ჟადენს ვეთანხმები....მომწონს თქვენი იომორშერეული წერის სტილი :) ქალბატონ ჟადენს ვეთანხმები....მომწონს თქვენი იომორშერეული წერის სტილი :)
4. რა კეთილად და უბრალოდ წერთ... ასე მგონია,ხმა მესმის ხოლმე,კი არ ვკითხულობ... რა კეთილად და უბრალოდ წერთ... ასე მგონია,ხმა მესმის ხოლმე,კი არ ვკითხულობ...
3. რამაზას ბრალია ყველაფერი! ყველაფერს მას ნუ დააბრალებ, ....55555555555 რამაზას ბრალია ყველაფერი! ყველაფერს მას ნუ დააბრალებ, ....55555555555
2. გაიხარე,წყაროს წყალივით მირაკრაკებს! გაიხარე,წყაროს წყალივით მირაკრაკებს!
1. ოხ, რამაზ შენი!.. ხოა ღირსი მთლიანად ვაკისრებინო ,,პახმელიაზე" გამოსვლა? ჩემ ფეხებს იკისრებს...
მასთეა ვითამ საქმე? :)))))))))))))))))))) 5 ოხ, რამაზ შენი!.. ხოა ღირსი მთლიანად ვაკისრებინო ,,პახმელიაზე" გამოსვლა? ჩემ ფეხებს იკისრებს...
მასთეა ვითამ საქმე? :)))))))))))))))))))) 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|