ჩემი სამშობლო - საქართველო - სხვა თეატრია... ბევრი მინახავს ხეტიალში მე თეატრები... ტ. ტაბიძე
მალე აიკრავს გუდა-ნაბადს ერთი ზამთარიც... დუმილის გუნდაც მზეს თოვლივით უნდა შეადნეს... რაც თავი მახსოვს - რეკავს ზარი: - დროა, სხვა თვალით შევხედოთ ნაცნობ თეატრებს და ამფითეატრებს!..
შევხედოთ, ვიდრე თვალისჩინი სულ არ მიმქრალა და ვიდრე შავის თეთრისაგან ძალგვიძს გარჩევა!.. ბედისწერისგან ხომ ზღაპარიც ვერ დამიფარავს, ალესილია რადგან უკვე დანა საჩემო... და ჰა, ეს გულიც!.. - შეიწირე, როგორც წიქარა - განწირულ რწმენის სანაცვლოდ და გადასარჩენად!..
და რომც შემეძლოს, ვიცი, ძლიერ დამენანება უსიტყვოდ წასვლაც, ვით უომრად ბრძოლის დათმობა... ბედის უბელო ბედაურიც ცეცხლისნალება მხდალსა და უძლურს არც იკარებს მხედარს სათოფედ!..
და დაამჭლევებს ვიდრე სულმთლად გულს სიდუხჭირე და ყურმოჭრილ ყმად დაიყენებს ფუყე ყოყმანი, კვლავ, მოსაგებლად ჩემი წილი ყველა ჭრილობის, ბოლომდე გავყვე უნდა სავალს მეც ჩამომხმარი (სისხლის და ხორცის თრევა ან კი რა საჭიროა, - ზედმეტი ბარგის, შავ მიწაშიც რომ ვერ მოვიხმარ?!.)...
თუმცაღა სული - კბილებით რომ ძლივას მიჭირავს - ხმამ უხილავის რახანია უკვე მოიხმო და სადაცაა - ფარღალალა მისი ჭურჭელიც წერა გახდება სუსხიანი ქარის, გამჭოლის,
წუთისოფელიც თუმც ვაგლახად ხშირად მზებნელობს, ბილიკიც ჩემი ია-ვარდით არ ჰგავს მოფენილს... იოლი გზისა მაინც არ ვარ კვლავაც მძებნელი, და ულმობელი ამ ხვედრისაც ვარ მადლობელი!.. გული, თუმც გულქვა ბედისწერას ბევრჯერ შებმია, არ გამხდარა და ვერც გახდება ბედის მგმობელი...
ყოფას კაცისას რომ კაცური ერქვას სიცოცხლე, განაძო უნდა ლანდიც - შურის, ეჭვის, ყოყმანის!.. ღმერთო, გუმანი დამილოცე და გამიცხოვლე ნიჭი - ცნობის და გარჩევისა მტრისგან მოყვარის!..
და თუ არ ვიცი - ბრძოლის სწავლაც უნდა მაცალო (ბერწად ბერდება უბრძოლველად ბევრი ოცნება...)!.. თუკი კერაზე ჩაცხრა ცეცხლი და ჩაინაცრა, ობლის ხმიადიც, ღარიბული, ვერ გამოცხვება...
ბოლო დუელში რომ ბედითი მომელის მარცხი - მსახვრალი ხელი უხილავის რომ დამანარცხებს,
ვიცი და მაინც - ღველფზე ალი ვიდრე მიმქრალა, ვიდრე დუმილი საუკუნოდ მერგო სასჯელად, ცისკრის ზურგქარიც მექცა ვიდრე მწუხრის პირქარად და სინანულიც მაწყევლინებს ვიდრე გაჩენას, ჰა, გული ჩემი მომიგვრია როგორც წიქარა, სულის, რწმენის და სიყვარულის გადასარჩენად!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. ყოფას კაცისას რომ კაცური ერქვას სიცოცხლე, განაძო უნდა ლანდიც - შურის, ეჭვის, ყოყმანის!.. ღმერთო, გუმანი დამილოცე და გამიცხოვლე ნიჭი - ცნობის და გარჩევისა მტრისგან მოყვარის!.. ყოფას კაცისას რომ კაცური ერქვას სიცოცხლე, განაძო უნდა ლანდიც - შურის, ეჭვის, ყოყმანის!.. ღმერთო, გუმანი დამილოცე და გამიცხოვლე ნიჭი - ცნობის და გარჩევისა მტრისგან მოყვარის!..
18. ეს კაცი ჭეშმარიტად დიდი პოეტია. ეს კაცი ჭეშმარიტად დიდი პოეტია.
17. ყოფას კაცისას რომ კაცური ერქვას სიცოცხლე, განაძო უნდა ლანდიც - შურის, ეჭვის, ყოყმანის!.. ღმერთო, გუმანი დამილოცე და გამიცხოვლე ნიჭი - ცნობის და გარჩევისა მტრისგან მოყვარის!..
გაიხარეთ, ძია იმო! ძალიან მომეწონა ლექსი...
"ამფითეატრებს" _ აქ კორექტურაა. ყოფას კაცისას რომ კაცური ერქვას სიცოცხლე, განაძო უნდა ლანდიც - შურის, ეჭვის, ყოყმანის!.. ღმერთო, გუმანი დამილოცე და გამიცხოვლე ნიჭი - ცნობის და გარჩევისა მტრისგან მოყვარის!..
გაიხარეთ, ძია იმო! ძალიან მომეწონა ლექსი...
"ამფითეატრებს" _ აქ კორექტურაა.
16. ძალიან ძლიერი და ლამაზი ლექსია და ძალიან მომეწონა. ძალიან ძლიერი და ლამაზი ლექსია და ძალიან მომეწონა.
15. +2. ძალიან მაგარი ლექსია.ბრავო ავტორს! +2. ძალიან მაგარი ლექსია.ბრავო ავტორს!
14. ცისკრის ზურგქარიც მექცა ვიდრე მწუხრის პირქარად და სინანულიც მაწყევლინებს ვიდრე გაჩენას, ჰა, გული ჩემი მომიგვრია როგორც წიქარა, სულის, რწმენის და სიყვარულის გადასარჩენად!..
10-ში ურტყამ, იმედა! გაიხარე! 5 ცისკრის ზურგქარიც მექცა ვიდრე მწუხრის პირქარად და სინანულიც მაწყევლინებს ვიდრე გაჩენას, ჰა, გული ჩემი მომიგვრია როგორც წიქარა, სულის, რწმენის და სიყვარულის გადასარჩენად!..
10-ში ურტყამ, იმედა! გაიხარე! 5
13. ძალიან კარგი ! 555 ძალიან კარგი ! 555
12. თუკი კერაზე ჩაცხრა ცეცხლი და ჩაინაცრა, ობლის ხმიადიც, ღარიბული, ვერ გამოცხვება...
ზუსტი ნათქვამია. ძალიან მომეწონა. თუკი კერაზე ჩაცხრა ცეცხლი და ჩაინაცრა, ობლის ხმიადიც, ღარიბული, ვერ გამოცხვება...
ზუსტი ნათქვამია. ძალიან მომეწონა.
11. ჰა, გული ჩემი მომიგვრია როგორც წიქარა, სულის, რწმენის და სიყვარულის გადასარჩენად!.. მოგიკითხეთ კიდევ...55555 ჰა, გული ჩემი მომიგვრია როგორც წიქარა, სულის, რწმენის და სიყვარულის გადასარჩენად!.. მოგიკითხეთ კიდევ...55555
10. ძაან კაია...... ძაან კაია......
9. ძალიან კარგია მინდა გითხრათ.
+2 ძალიან კარგია მინდა გითხრათ.
+2
8. ვიცი და მაინც - ღველფზე ალი ვიდრე მიმქრალა, ვიდრე დუმილი საუკუნოდ მერგო სასჯელად, ცისკრის ზურგქარიც მექცა ვიდრე მწუხრის პირქარად და სინანულიც მაწყევლინებს ვიდრე გაჩენას, ჰა, გული ჩემი მომიგვრია როგორც წიქარა, სულის, რწმენის და სიყვარულის გადასარჩენად!..
ულამაზესი სტრიქონებია :) ჭეშმარიტი პოეტის ხელი იგრძნობა :) ვიცი და მაინც - ღველფზე ალი ვიდრე მიმქრალა, ვიდრე დუმილი საუკუნოდ მერგო სასჯელად, ცისკრის ზურგქარიც მექცა ვიდრე მწუხრის პირქარად და სინანულიც მაწყევლინებს ვიდრე გაჩენას, ჰა, გული ჩემი მომიგვრია როგორც წიქარა, სულის, რწმენის და სიყვარულის გადასარჩენად!..
ულამაზესი სტრიქონებია :) ჭეშმარიტი პოეტის ხელი იგრძნობა :)
7. მომენატრე, იმო ძიაა! მომენატრე, იმო ძიაა!
6. არაჩვეულებრივია ძია იმო!!! ვაჟკაააც!!! გაიხარე შენა!!! არაჩვეულებრივია ძია იმო!!! ვაჟკაააც!!! გაიხარე შენა!!!
5. სინანულიც მაწყევლინებს ვიდრე გაჩენას, ჰა, გული ჩემი მომიგვრია როგორც წიქარა, სულის, რწმენის და სიყვარულის გადასარჩენად!..
რაღა თქმა უნდა... სინანულიც მაწყევლინებს ვიდრე გაჩენას, ჰა, გული ჩემი მომიგვრია როგორც წიქარა, სულის, რწმენის და სიყვარულის გადასარჩენად!..
რაღა თქმა უნდა...
4. კაცი ხარ, ჩემო იმედა, კაცი! კაცი ხარ, ჩემო იმედა, კაცი!
3. ვიცი, ძლიერ დამენანება უსიტყვოდ წასვლაც, ვით უომრად ბრძოლის დათმობა... 5 ჩემი უსაყვარლესი იმედო ძია როგორაა? ,,ჩემპიიონი" მომიკითხეთ! ვიცი, ძლიერ დამენანება უსიტყვოდ წასვლაც, ვით უომრად ბრძოლის დათმობა... 5 ჩემი უსაყვარლესი იმედო ძია როგორაა? ,,ჩემპიიონი" მომიკითხეთ!
2. ძალიან მაგარია ! მოგიკითხეთ ბატონო იმო ! ძალიან მაგარია ! მოგიკითხეთ ბატონო იმო !
1. ყოფას კაცისას რომ კაცური ერქვას სიცოცხლე, განაძო უნდა ლანდიც - შურის, ეჭვის, ყოყმანის!.. ღმერთო, გუმანი დამილოცე და გამიცხოვლე ნიჭი - ცნობის და გარჩევისა მტრისგან მოყვარის!..
რა გასაკვირია ძალიან მაგარი რომ არის? +2 ყოფას კაცისას რომ კაცური ერქვას სიცოცხლე, განაძო უნდა ლანდიც - შურის, ეჭვის, ყოყმანის!.. ღმერთო, გუმანი დამილოცე და გამიცხოვლე ნიჭი - ცნობის და გარჩევისა მტრისგან მოყვარის!..
რა გასაკვირია ძალიან მაგარი რომ არის? +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|