 | ავტორი: სტიქია2 ჟანრი: პოეზია 6 ოქტომბერი, 2009 |
ჩააქრე ფარები! გაჩერდი! დუმილი! სიბნელე! ტორტმანებს გვირაბი და რელსებს ფერი აქვთ სიკვდილის. ვაგზლის მოედნამდე გაწვდილი ხელები გაკვირვებს, ვაგზლის მოადნიდან მოგონილ სიბრმავეს იბრალებ. გაოფლილ ხელისგულს აღარ შეუძლია შენახვა ხურდის და დრო გადის. დრო გადის. დრო გადის, აბსურდულ სპეკტაკლად, როგორც, რომ ვაგონი ნასვამი კაცით და ბიძგებით მიდის და მიათრევს სადგურზე არშემდგარ პაემანს. ცირკთან ფეხგაწვდილი ქალები დგებიან პანელზე მიწისქვეშ მოლარემ საკინძის შეხსნისკენ გიბიძგა. რაა სიყვარული, თუ არა ამინდის პროგნოზი ოჯახში სიმშვიდე. ქუჩაში- ნადავლი. დაზვერვა. ეს მაშინ, როდესაც ფეხბურთის მატჩისას ეკრანზე ქრებიან. ჩნდებიან პოლიტ თუ შავ-თეთრი კადრები. ეს მაშინ როდესაც ქალაქი ჩამოჰგავს ესკადრონს და შენ, შემოდგომა ქვეით ასეულად შეკრიბე. ოთხდღიან გამოსვლას გარეთ უწესებენ პატიმრებს, შენ ჯდები კაფეში და ფსონს დებ ერთ ჭიქა მარტინზე. ეს მაშინ, როდესაც ღილებად ჩაწყობილ ნაღმებზე დედააფეთქებულ ქვეყანას ვერაფრით ვერ შველი, ეს მაშინ, როდესაც რესტორანს სავსე აქვს ფაშვი და გიყურებს სურათი ახლად გათხოვილი სიღნაღის. რაა სიყვარული, თუ არა გზები და მიწები, ხელების დაბანა და გრანტზე ტუჩების შეწვდენა. და როცა ვაგონი ნასვამი კაცით და ბიძგებით ტორტმანებს და რელსებს ედებათ ელფერი სიკვდილის მიწისქვეშ მიყვები ზიზღისგან გაკვალულ სტრიქონებს ტორტმანებს გვირაბი. ჩააქრე ფარები! სიბნელე. რაა სიყვარული, თუ არა "ნახალკის შეტენვა" თავის დამარხვა და ერთი საიდუმლოს მოტივი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ოთხი კომენტარი და ერთი ღიმილი ღიმილმა გადაწონა :) ოთხი კომენტარი და ერთი ღიმილი ღიმილმა გადაწონა :)
4. ხოო ძლიერი ლექსია და თან რა კაცური:D
ხოო ძლიერი ლექსია და თან რა კაცური:D
3. უმაგრესი.................... უმაგრესი....................
2. სულაც არ არის შესაცვლელი ;)
ჩაგეხუტე სულაც არ არის შესაცვლელი ;)
ჩაგეხუტე
1. "ნახალკის შეტენვა" ამას თუ შეცვლი,ძალიან მაგარ ლექსს მივიღებთ,სიამოვნებით ვკითხულობდი და ბოლოში გატეხა...+2საც დაგიწერ სიამოვნებით "ნახალკის შეტენვა" ამას თუ შეცვლი,ძალიან მაგარ ლექსს მივიღებთ,სიამოვნებით ვკითხულობდი და ბოლოში გატეხა...+2საც დაგიწერ სიამოვნებით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|