 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 17 ოქტომბერი, 2009 |
წამო, ღრუბლებზე გავიაროთ, გაზაფხულია! იქ, ჩვენს მინდორზე ალბათ ბიბინებს მწვანე ბალახი, და ყვავილებიც გაიშლებოდნენ. წამო, წავიდეთ, გავიხსენოთ ძველი თამაში: ამ სარკით - შენი ნაჩუქარით, ჩემი ერთგულით მზე მოვიტაცოთ და ხელისგულზე ავიბრჭყვიალოთ, ავიყირაოთ სარკით სამყარო, გავუყვეთ ლაჟვარდს და მერე, როცა მივესვენებით ფთილა-ღრუბელზე, ისევ კალთაში ჩამიდე თავი!
ვიწვეთ მიწაზე, ჩვენი თავი ცაში გვეგონოს.
ასე ყოფილა სიყვარული: თითქოს ჩვენია, თითქოს მივწვდით, ჩვენ აქ ვზეიმობთ გამარჯვებას, ის კი - იქ რჩება და ჩვენთვის მხოლოდ ანარეკლებს გამოიმეტებს.
მაგრამ ხომ არის რაღაც ხიდი, რაღაც ერთობა. ცოტაა განა? მეტი გვინდა? რისთვის? იმისთვის, რომ მოვიჩვიოთ სიყვარული, მერე გავხედნოთ, დავჭედოთ ყოველდღიურობით და მერე, როცა მოვიგუნებებთ, როცა მოვიცლით, მაშინ ავუშვათ?
თუმცა გვეყოფა, რა დროს ესაა, გამოდი გარეთ, გარეთ გამოდი, გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი ა !!!
1987
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. უზარ,აზარი ემოცია მოაქვს ამ ლექსს, ძალიან მომეწონა და ვეთანხმები წინა დამპოსტველს:) უზარ,აზარი ემოცია მოაქვს ამ ლექსს, ძალიან მომეწონა და ვეთანხმები წინა დამპოსტველს:)
11. აუჰ რეიტინგზე ვიკაიფე ამას აქვს 16 და სხვა დანარჩენს, ოღონდ ლიჟბი ცნობადი სახე იყოს + 900 უწერენ
ვაი ვაი ვაი აუჰ რეიტინგზე ვიკაიფე ამას აქვს 16 და სხვა დანარჩენს, ოღონდ ლიჟბი ცნობადი სახე იყოს + 900 უწერენ
ვაი ვაი ვაი
10. რა ახალია!! რა ახალია!!
9. როცა მივესვენებით ფთილა-ღრუბელზე, ისევ კალთაში ჩამიდე თავი!
კარგია როცა მივესვენებით ფთილა-ღრუბელზე, ისევ კალთაში ჩამიდე თავი!
კარგია
8. სიყვარული ხომ უასაკოა, მარად მოყვავილე და გაუხუნარი....უჩინმაჩინი ქალბატონი. სიყვარული ხომ უასაკოა, მარად მოყვავილე და გაუხუნარი....უჩინმაჩინი ქალბატონი.
7. ასე ყოფილა სიყვარული: თითქოს ჩვენია, თითქოს მივწვდით, ჩვენ აქ ვზეიმობთ გამარჯვებას, ის კი - იქ რჩება და ჩვენთვის მხოლოდ ანარეკლებს გამოიმეტებს. ასე ყოფილა სიყვარული: თითქოს ჩვენია, თითქოს მივწვდით, ჩვენ აქ ვზეიმობთ გამარჯვებას, ის კი - იქ რჩება და ჩვენთვის მხოლოდ ანარეკლებს გამოიმეტებს.
5. ქალბატონო ნინო, ნუ ვიდავებთ რომელი უფრო ხიბლიანია - შემოდგომის გაზაფხული, თუ გაზაფხულის შემოდგომა :) ქალბატონო ნინო, ნუ ვიდავებთ რომელი უფრო ხიბლიანია - შემოდგომის გაზაფხული, თუ გაზაფხულის შემოდგომა :)
4. +2. ლამაზი ლექსია. +2. ლამაზი ლექსია.
3. ...მაგრამ ლექსი ხომ დარჩა და პოეზიამ დრო და ასაკი რომ არ იცის?......;) ...მაგრამ ლექსი ხომ დარჩა და პოეზიამ დრო და ასაკი რომ არ იცის?......;)
2. ე-ეჰ,მათე ძვირფასო! რაღა დროს ჩემი ეგეთებია! ბებერ ძვლებს ბუხართან ვითბობ. ეს ლექსი 1987 წელს არის გამოქვეყნებული, ჯერ ’’ლიტერატურულ საქართველში’’ ,მერე კრებულში. ე-ეჰ,მათე ძვირფასო! რაღა დროს ჩემი ეგეთებია! ბებერ ძვლებს ბუხართან ვითბობ. ეს ლექსი 1987 წელს არის გამოქვეყნებული, ჯერ ’’ლიტერატურულ საქართველში’’ ,მერე კრებულში.
1. აი,ეს მიყვარს...როს შემოდგომას გაზაფხულია.. და ყველაფერი პოეტურად თავყირა დგება......;) მოკითხვა ქალბატონ ნინოს.... ;) აი,ეს მიყვარს...როს შემოდგომას გაზაფხულია.. და ყველაფერი პოეტურად თავყირა დგება......;) მოკითხვა ქალბატონ ნინოს.... ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|