ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: kofso
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2009


მე ჩემი მიწის სუნთქვა მაცოცხლებს

ჩემს ტყეებზე და ლამაზ ჭალებზე,
ვერ ვნახავ ვერსად ძვირფასს.
არ გაგიკვირდეთ,მე რომ კვლავ ვიტყვი
ჩემი სამშობლო მიყვარს.
    განა რამეა მასზე ძვირფასი?!!
    სადაც აიდგავ ენას.
    რომ გადაიწერ პირჯვარს ხატებთან,
    და ჩაისახავ რწმენას.
მე ჩემი მიწის სუნთქვა მაცოცხლებს
ცა მიყვარს ხანდახან რომ იქუხებს.
ეს მიწა მიყვარს,საზრდოს რომ გვაძლევს
და ბოლოს,საზრდოდ,გულში გვიხუტებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები