 | ავტორი: *ლილე* ჟანრი: პოეზია 20 ნოემბერი, 2009 |
მე აღარ ვეტრფი აღარც ღამეს, აღარც ყვავილებს- ღამე ბნელია და ყვავილიც… როგორ გამიგებს?! მე აღარ ვეტრფი ალიონს და ნიავის ქროლას_ დილა გვაფხიზლებს, ნიავი კი როგორ ჰგავს ბოდვას....
მე აღარ ვეტრფი არც შხაპუნა, არც თავსხმა წვიმას- ყელზე მოდებულ ჯაჭვს გვაჩვენებს ბრჭყვიალა მძივად. მე აღარ ვეტრფი პეპელას და ჩიტების ჟივჟივს- ერთი მოკვდება, მეორემ კი დაგვიფრთხო ძილი.
მე აღარ ვეტრფი აღარც ზამთარს და აღარც ზაფხულს- ზამთარი გვყინავს, ზაფხული კი გვავიწყებს წარსულს. მე აღარ ვეტრფი არც გაზაფხულს, არც შემოდგომას- ეს ჩერჩეტია, ის ჩამოჰგავს ბოროტ მათხოვარს.
მე აღარ ვეტრფი მეგობრების სითბოს და ალერსს- უბოდიშოდაც დაგვტოვებენ, უცრემლოდ წავლენ. მე აღარ ვეტრფი ბაგეებზე გაჩენილ ღიმილს- გაიყინება წამის მერე, გახდება ცივი.
მე აღარ ვეტრფი გულწრფელობას და ძალაც ნდობის- ან რა ეშხი აქვს თანადგომის ცრემლების ლოდინს?! მე აღარ ვეტრფი ერთგულებას, სიყვარულს წმინდას- ჯერ რა არის და მერე ეგაც დროს რომ თან მიაქვს!..
მე აღარ ვეტრფი აღარაფერს, მე აღარ ვეტრფი... ძველი ტრფობისგან არც კი დარჩა მცირედი ფერფლიც. მე აღარ ვეტრფი... ჰო, არ ვეტრფი, მე მჯერა ამის... აღარ კი არა... ვეტრფი უფრო, რაც წლები გადის...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მადლობაა :) მადლობაა :)
13. მე აღარ ვეტრფი მეგობრების სითბოს და ალერსს- უბოდიშოდაც დაგვტოვებენ, უცრემლოდ წავლენ. მე აღარ ვეტრფი ბაგეებზე გაჩენილ ღიმილს- გაიყინება წამის მერე, გახდება ცივი. ყველაზე მეტად ..!!! ( y )
წარმატებები... : )))) მე აღარ ვეტრფი მეგობრების სითბოს და ალერსს- უბოდიშოდაც დაგვტოვებენ, უცრემლოდ წავლენ. მე აღარ ვეტრფი ბაგეებზე გაჩენილ ღიმილს- გაიყინება წამის მერე, გახდება ცივი. ყველაზე მეტად ..!!! ( y )
წარმატებები... : ))))
11. ლან,როგორ არ შეიძლება,ბოლო ხაზია მთავარი მანდ:) ლან,როგორ არ შეიძლება,ბოლო ხაზია მთავარი მანდ:)
10. ასე არ შეიძლება :) ასე არ შეიძლება :)
9. წარმატებები ლილ არის რაღაც ადგილები რაც მომეწონა ძალიან :* წარმატებები ლილ არის რაღაც ადგილები რაც მომეწონა ძალიან :*
8. წარმატებები. წარმატებები.
6. ბევრი ვეტრფია...დამღლელი.XX ბევრი ვეტრფია...დამღლელი.XX
5. მოვტრიალდი... უი,ახალი ყოფილხარ,წარმატებებს გისურვებ,თუ დამწყები ხარ,კარგიც არის... :) მოვტრიალდი... უი,ახალი ყოფილხარ,წარმატებებს გისურვებ,თუ დამწყები ხარ,კარგიც არის... :)
4. ამ ლექსს ვერ ვეტრფი რაღაც.. იზვინიტე! :) ამ ლექსს ვერ ვეტრფი რაღაც.. იზვინიტე! :)
3. მე მომეწონა. არის რაღაც ამ ლექსში :)
5 მე მომეწონა. არის რაღაც ამ ლექსში :)
5
2. მართლაც, ვეთანხმები პირველ კომენტარს... მართლაც, ვეთანხმები პირველ კომენტარს...
1. მე ვეტრფი სამაგიეროდ თბილისის ჰავას:) გრეხია?:)
წარმატებები:) არ მევასა:)
მე ვეტრფი სამაგიეროდ თბილისის ჰავას:) გრეხია?:)
წარმატებები:) არ მევასა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|