სწრაფად გაირბინა ორმა დღემ. თეო ლოდიდან პირდაპირ წყალში გადახტა და გაცურა. სწრაფად მიცურდა წყალვარდნილთან და მის ქვეშ დადგა. საოცარი რაღაც ხდებოდა: რაც უფრო დიდხანს რჩებოდა თეო ამ წყლის ქვეშ, მით უფრო მატულობდა მისი აურის სიბრწყინვალე. იდგა თეო და სულაც არ აპირებდა ამ წყლის ნაკადიდან გამოსვლას. - რას აკეთებ, თეო? – მოესმა ნაცნობი ხმა. - ამ წყლის ენერგიით ვივსები, გიორგი! - და რა იცოდი, რომ წყლის ენერგიით უნდა ავსებულიყავი? მე ხომ ამის სათქმელად მოვედი ახლა?! - შენი ხმა შემომესმა... აი, აქედან, - თეომ ყიფლიბანდზე დაიდო ხელი, - მეუბნებოდი, “იქ, სადაც მიდიხარ, ენერგიით სავსე თუ არ წახვედი, დაიღუპებიო”... ასე საშიშია ლოტზე გამგზავრება? - არა, თეო, საშიში არ არის... შორია ლოტამდე... გზა დაგღლის! - შორია ლოტამდე... – თეომ ჯერ დაღუნა თავი და შემდეგ სწრაფად აიხედა მაღლა, დიდი, წყლიანი თვალები შეანათა გიორგის, - დედამიწამდეც შორია, გიორგი! - არ მინდა გული დაგწყვიტო, მაგრამ... შენ იქ, დედამიწაზე არავინ გელოდება, თეო! იქ არ იციან, რომ შენ აქ ხარ! კიდევ უარესსაც გეტყვი, - შენი დაბრუნების შემდეგ ძალიან ბევრი ვერ დაიჯერებს იმას, რომ შენ აქ იყავი, თაია კი – შენში... - რატომ? რატომ ვერ უნდა დაიჯერონ? ეს ხომ სიმართლეა?! - იმიტომ, რომ ასეთი რამ ხდება მხოლოდ ძაააალიან იშვიათად! და ისინიც, ყველანი, იმ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორც გითხარი! ხუთი მათგანი ცეცხლში დაწვეს... მათ შორის ერთ-ერთი ჯორდანო ბრუნო იყო... მას ისიც კი არ დაუჯერეს, რომ თქვა დედამიწა მრგვალია და ბრუნავსო... - და მე კი დამიჯერებენ? - ნაწილობრივ! შენს შემდგომ აქ მოსულს – უფრო მეტს დაუჯერებენ, ვიდრე შენ... იმის შემდეგ მოსულს – კიდევ უფრო მეტს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ სრულ ინფორმაციას არ მიიღებენ გეას მცხოვრებნი! - საოცარია... კი, მაგრამ... თავიდანვე რატომ არ ჩაუდეს თავში ეს ცოდნა? ვინაა ამაში დამნაშავე? - რელიგია! - რომელი? – თვალები გაუფართოვდა თეოს. - ნებისმიერი!... არც ერთი რელიგია არ იძლევა სამყაროს მოწყობის სრულ სურათს! ახლა კი საქმეზე: თეო, ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვრო, რა ხდება სხვა პლანეტებზე! - რატომ? - იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ მოყვები შემდგომში შენს მიერ ნანახის შესახებ. მოემზადე, ხვალ წახვალ... - დიდი ხნით, გიორგი? - მინიმუმ 15 წლით, ან მეტითაც... არ შეგეშინდეს, იქაური 15 წელი აქ მალე გაივლის. აქ ყოფნის 25 წელიწადში შენ 150 წელი მაინც უნდა ჩატიო! - ჩემი დაბნევის მეტი საქმე არაფერი გაქვს, მგონია! – გადაიკისკისა თეომ, - იცი, ახლა რაზე ვფიქრობდი? მე და შენ, უბრალოდ, დროსა და სივრცეში ავცდით ერთმანეთს... რა მოხდებოდა, დედამიწაზე რომ შევხვედროდით? გინდა III და გინდა XX საუკუნეებში... - და რატომ გგონია, რომ ან III საუკუნემდე და ან მერეც არ შეგვეძლო შეხვედრა? ან იქნებ შევხვედრივართ კიდეც? - არაააა, არ შევხვედრივართ! მე შენს თვალებს ვერასოდეს დავივიწყებდი, გიორგი! საოცარი თვალები გაქვს, უძირო!... - მართალი ხარ, თეო... არასოდეს შევხვედრივართ! დედამიწაზე, რა თქმა უნდა... კარგი, წავალ ახლა. მოემზადე ხვალისთვის.
გიორგი წავიდა, თეომ კი სწრაფად გამოცურა ლოდისკენ.
დიდხანს ემშვიდობებოდა თეო ლოდს... ლოყით ეხუტებოდა მის ქვიშისფერ ზედაპირს, ცრემლიან თვალებს უკოცნიდა... იცოდა, რომ საკმაო ხნით ემშვიდობებოდა იქაურობას. მერე კარგად მოეწყო ლოდის სარეცელზე და ტკბილად დაიძინა.
გათენდა. თეომ თვალები გაახილა და... ლოდის ზედაპირზე პატარა ქვა შენიშნა... ქვა, რომელიც ზუსტად იმეორებდა ლოდის მოხაზულობას. კარგა ხანს ათვალიერებდა თეო ქვას. - ნიი, შენ გგავს... - შენთვის არის ეს ქვა, თეო... თუ გაგიჭირდება რამე, ამ ქვას უთხარი. ისევე დაგეხმარება, ვითომ მე ვყოფილვარ შენს გვერდით! - გმადლობ, ნიიი... შენ ძალიან კეთილი ხარ!. - მშვიდობით გევლოს, თეო... - მშვიდობით დამხვდი, ნიიი... მე დავბრუნდები... აუცილებლად დავბრუნდები შენთან.
თეო ლოდის ზედაპირზე დადგა, ხელები დაუშვა, თავი ასწია და ისარივით აიჭრა ზევით. სინათლის ანგელოზი წინ მიუძღოდა და სავალ გზას უნათებდა.
საკმაო ხანი მიფრინავდნენ. შორიდანვე დაინახეს ლურჯ საბურველში გახვეული მწვანე პლანეტა. - რატოა მწვანე? აკი ლოტზე მიფრინავო? - ლოტია... ტყეების გამო ჩანს მწვანედ. ახლა ლოტელთა წარმოდგენით ცივა, ამიტომაც არის ყველაფერი მწვანე... ზაფხულში მოშიშვლდება ნაწილი მწვანით დაფარული ადგილებისა... - როგორ, უკუღმა მოხდება? - უკუღმა რატო? აქ ძალიან ცხელა ზაფხულში. ფოთლები იწვება და ცვივა. ამიტომ ხეებიც შიშვლდება. მალე შენით ნახავ ყველაფერს... და დაბადებას სად ისურვებდი? - როგორ თუ სად? ლოტზე არ მივდივარ? - კი, მაგრამ... მთაში, ბარში, ტყეში, ველზე, დიდ ზღვასთან, პატარა ტბასთან... ამოირჩიე... - და არ შეიძლება, ნაზავი რომ იყოს? - როგორ? - ჩვეულებრივად: ზღვის ნაპირას ტყე იყოს... ტყე ღია ველზე გადიოდეს... იქვე, ახლოს ტბაც იყოს და მთაც იქვე იყოს აღმართული... - რაო, საქართველო მოგენატრა, თეო? - ჰო, ალბათ!... - აქაც არის ერთი ასეთი ადგილი... მხოლოდ ტბის ნაცვლად მდინარე ჩამოუდის. იქ მიგიყვან.
მალე მიფრინდნენ უჩვეულო ჯიშის ხეებით მდიდარ ტყესთან. თეომ უცნაური არსებები დაინახა... ზოგი ოთხ ფეხზე იდგა, ზოგი – ორზე... ზოგს გასაბერი ბუშტის ფორმის მუცელი ჩაებღუჯა დამატებითი ხელებით... ეს უცნაური არსებები უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ.
თეოს ყურადრება ერთმა ახალგაზრდა არსებამ მიიქცია, რომელიც საოცარი სიმარჯვით მიცოცავდა ხეზე ნაყოფის მოსაწყვეტად. - ნახე, რა ყოჩაღია? მაგრად დაცოცავს ხეებზე... საინტერესო იქნებოდა მასთან... - გინდა მისი შვილი იყო? - შეიძლება? - კი, რა თქმა უნდა... - მინდა...
- ლუუუუ, - შემოესმა ძახილი თეოს. - აქ ვარ, ხეზეეეე, - ჩასძახა ლუმ. - ჩამოდიიიიი...
- რა ენაზე ლაპარაკობენ, მე რომ მესმის? ეს ხომ ქართული არ არის? - რა თქმა უნდა, არ არის... მაგრამ შენ აქ მოხვდი და ამდენად ეს ენა შენთვის მშობლიურად იქცა. ამიტომ გესმის ყველაფერი. - დედა შევარჩიე და... მამა ვინ იქნება? - რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? მამაშენი ვიღაცის დედა იქნება უკვე... - ხო, ვიცი... გიორგიმ გამაფრთხილა. ისე, რა საშინელებაა, არა? - რა არის საშინელება? - აი, ქალი ქალთან რომ არის. ერთდროულად, კაცია კაცთან და... ერთი - ქალის ფუნქციას ასრულებს და მეორე – კაცისას... - ხო, მართალი ხარ...
ამასობაში ლუ დაბლა ჩაცოცდა და თან ჩაიტანა რაღაც უცნაური ფორმის ნაყოფი. დაბლა მდგარ არსებას გაუწოდა ერთი ცალი. მან სწრაფად მოაცილა კანი და ნაზი ვარდისფერი ნაყოფი გემრიელად ჩაკბიჩა. - მაარ... აი, აქ მინდა... – უთხრა ლუმ და მარის ხელი მუცელზე დაიდო. - შენ გინდა, რომ მე გაგხსნა? - მინდა... - მე არასოდეს გამიხსნია ვინმე. - მე ვიქნები პირველი... არ მითხრა უარი. თუ გინდა, კიდევ მოგცემ ნაგუას... აჰა, ჭამე... - ნაგუა მომეცი, მიყვარს... მაგრამ... კარგი, ვცდი.
თეო თვალმოუცილებლად შეჰყურებდა ლუს და მარს. მარს რაღაც გამოეზარდა მუცლიდან... ეს რაღაც ძალიან გრძელი იყო, თავად მარის სიგრძისა. სპილოს ხორთუმს ჰგავდა, მხოლოდ უფრო წვრილი იყო და გაცილებით გრძელი. “ხორთუმს” თავის ერთი ნაწილი წაწვეტებული ჰქონდა. მარმა ეს წვეტი ლუს მიუტანა მუცელთან და ფრთხილად გაუსვა სხეულის უბალნო ზოლს. შემდეგ რაღაც წერტილს მიაგნო, ამ წერტილს დააწვა და ჩაჩხვლიტა.
ლუს თვალები გაუფართოვდა. - გეტკინა? – მზრუნველი ხმით ჰკითხა მარმა და “ხორთუმი” შეაჩერა. - ცოტა!... არ გაჩერდე... გავუძლებ...
მარმა “ხორთუმს” ხელიც შეაშველა და მთელი ძალით გაქაჩა ლუს კანი. მეორე მცდელობაზე ლუმ წამოიყვირა და მიწაზე ჩაჯდა. - მორჩა, ლუ... ახლა აღარაფერი გეტკინება. გავაგრძელო? - ჰო... მოიცადე, ავდგები... – ლუმ ხელი გაუწოდა მარს და ფეხზე წამოდგა.
მარმა ლუს გადახსნილ კანთან მიიტანა “ხორთუმი” რაღაცას მიაჭირა. ლუს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ მარის “ხორთუმი” მის სხეულს შეეწება. მარმა ფრთხილად დაიწყო თავისი “ხორთუმის” გამოწევა და თან რაღაც სხვაც გამოიყოლა. ეს “რაღაც სხვა” დასაკეცი ჭიქასავით იხსნებოდა და თითო-თითო რგოლით გრძელდებოდა.
და აი, ლუს “ხორთუმიც” ბოლომდე გამოიჭიმა. ეს “ხორთუმი” ზუსტად ლუს სიგრძისა იყო. მარს ლუს “ხორთუმი” თავისაზე ჰქონდა შეწებებული და ასევე დარჩა კიდეც, როცა ლუს “ხორთუმის” სიღრმეში დაიწყო შესვლა. ეს პროცესი ჰგავდა ერთი მილის მეორე მილში ჩასმას, მხოლოდ ის მეორე მილი რბილი და ძალიან ელასტიური იყო, იმდენად, რომ ზუსტად შუაწელამდე შეიკეცა თავისსავე სიღრმეში.
- მორჩა? – ჰკითხა ლუმ და მარს მიაჩერდა თავისი დიდი, ბრიალა თვალებით. - კიდევ ცოტა მოითმინე, ლუუ...
მარმა თავისი “ხორთუმით” ლუს სიღრმეში მიაგნო პატარა ხვრელს და ჯერ მის გარშემო წაუსვა თავისი ხორთუმიდან გამოყოფილი სითხე, მერე კი ამ სითხის მეშვეობით ლუს “ხორთუმი” მიაწება. ამის შემდეგ თავისი წაწვეტებული ნაწილით ჩახსნა იმ ხვრელის დამცავი აპკი და ცოტა მიეხმარა კიდეც, რომ ხვრელიდან პატარა ვარდისფერი ბურთი გადმოვარდნილიყო ორად ჩაკეცილი “ხორთუმის” შიდა სივრცეში. მერე ამ ბურთზე თავისი ხორთუმიდან გამონადენი სითხე გადაასხა და სწრაფად დატოვა ლუს “ხორთუმი”.
- თეო, სწრაფად, შედი ამ “ხორთუმში”... მერე ვეღარ შეხვალ! - წავედი... – თეო ძალზე სწრაფად გაუჩინარდა ლუს “ხორთუმში”.
როგორც კი მარის “ხორთუმი” ლუს მოკეცილი “ხორთუმიდან” ამოვარდა, ამ მოკეცილი “ხორთუმის” ნაპირები შეიკრა და ნელ-ნელა დაიწყო შეკუმშვა. მალე ამ გრძელი “ხორთუმის” ნაცვლად ლუს სხეულზე პატარა ბურთი დარჩა, დაახლოებით 15 სმ დიამეტით, რომლის სიღრმეშიც თეო იჯდა.
- მე შვილი მეყოლება. მამობა მარს ვთხოვე. – ამაყად განუცხადა ლუმ მისი თემის წევრებს. - კარგია... შენ უკვე ცამეტი გაზაფხულის ხარ... უკვე შეიძლება!... – ეს თემის წინამძღოლმა უთხრა ლუს და ცალკე ქოხის აგების უფლება მისცა.
- თეო, მალე გავა 7 თვე და ისევ სითბოში მოევლინები ლოტს! – ჩაესმა გიორგის ხმა და... შეწყდა კიდეც კონტაქტი გარე სამყაროსთან.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. ბუციტა, გეჩქარება სადმე? :)))) ბუციტა, გეჩქარება სადმე? :))))
37. ეს რაღაც დაუსრულებელი ნაწარმოებიიია.... ეს რაღაც დაუსრულებელი ნაწარმოებიიია....
36. დეტალები არ გამოგრჩეს-ხოლმე... :)) 5 დეტალები არ გამოგრჩეს-ხოლმე... :)) 5
35. ეჭოჭებაო და ა.შ :)
რავო ეტყობა შევცდი, (ისევე როგორც აქამდე )
წარმატებები :) ეჭოჭებაო და ა.შ :)
რავო ეტყობა შევცდი, (ისევე როგორც აქამდე )
წარმატებები :)
34. უუჰ, არა, გუდა... არც მიფიქრია! საიდან მოიტანე? უუჰ, არა, გუდა... არც მიფიქრია! საიდან მოიტანე?
33. ვიგულისხმე ხალხის მიმართ განაწყენება :)
არადა პიკასოს თუ ვერ გებულობს ვიღაც, უნიჭოაო პიკასო ვეტ იტყვი :)
ვიგულისხმე ხალხის მიმართ განაწყენება :)
არადა პიკასოს თუ ვერ გებულობს ვიღაც, უნიჭოაო პიკასო ვეტ იტყვი :)
32. მე და ჩხუბი? გეჩვენება, გუდა! :)))))))))))))))) მე და ჩხუბი? გეჩვენება, გუდა! :))))))))))))))))
31. მეჩვენება თუ ჩხუბობ თამარ? :)
მეჩვენება თუ ჩხუბობ თამარ? :)
30. გუდა, ყველას გასაგებ ენაზე ვწერ და თუ ვინმეს ფანტაზიაში ეჭოჭება, ეს მისი პრობლემაა, ჩემი კი არა? თუ არა და, მე მკითხონ, რაც არ ესმით, უფრო უპრიანი არაა? გუდა, ყველას გასაგებ ენაზე ვწერ და თუ ვინმეს ფანტაზიაში ეჭოჭება, ეს მისი პრობლემაა, ჩემი კი არა? თუ არა და, მე მკითხონ, რაც არ ესმით, უფრო უპრიანი არაა?
29. უშრეტი ფანტაზია გაქვთ მართლაც :)
მაგრამ მე მაინც გეას ამბები უფრო მხიბლავდა, თუნდაც ჯაბას ტყლარჭვებიანი :)) :)) უშრეტი ფანტაზია გაქვთ მართლაც :)
მაგრამ მე მაინც გეას ამბები უფრო მხიბლავდა, თუნდაც ჯაბას ტყლარჭვებიანი :)) :))
28. დავიძაბე... დავიძაბე...
26. (დღეს მარხვა დამერღვა.)
ახლა თავიდან წავიკითხე და ძაან მაგარი რამეა , მარა რაღაც მომდევნო ნაწილი აგვიანებს , (ნეტა ხო კარგადაა? :))
ვიღაცებმა მითხრეს, ვერ ვგებულობ და როცა წავიკითხავ არ ვაკომენტარებო.
(სქოლიო რაა?) (დღეს მარხვა დამერღვა.)
ახლა თავიდან წავიკითხე და ძაან მაგარი რამეა , მარა რაღაც მომდევნო ნაწილი აგვიანებს , (ნეტა ხო კარგადაა? :))
ვიღაცებმა მითხრეს, ვერ ვგებულობ და როცა წავიკითხავ არ ვაკომენტარებო.
(სქოლიო რაა?)
25. მოგიკითხე, წავიკითხე, შევაფასე, მომეწონა, წავედი.:) მოგიკითხე, წავიკითხე, შევაფასე, მომეწონა, წავედი.:)
24. აუ, რა თავი გამომპარვია....................................... მაგრამ რატომღაც მეგონა წაკითხული მქონდა. აუ, რა თავი გამომპარვია....................................... მაგრამ რატომღაც მეგონა წაკითხული მქონდა.
23. აი მესმიის! ასე დაწვრილებით როგორ დაიმახსოვრე ყველაფერი? :) აი მესმიის! ასე დაწვრილებით როგორ დაიმახსოვრე ყველაფერი? :)
21. მართლა დიდი ფანტაზიაა და თან დიდი ნიჭი :) მართლა დიდი ფანტაზიაა და თან დიდი ნიჭი :)
20. ძალიან საინტერესოა, თუმცა დიდად აღფრთოვანებული არა ვარ თავად გმირებით...... მართალი რომ ვთქვა, ჯერჯერობით არ მომეწონა ლოტი და ლოტელები.....რაღაც მომეჩვენა, რომ უფრო ხორციელ რობოტებს ჰგავნან, ვიდრე მოაზროვნე მაღალგანვითარებულ, გრძმობათა მქონე სულიერ არსებებს..... თამარს მოკითხვა.... უსაზღვროა შენი წარმოსახვა და ჭვრეტა...... გატაცებით ვკითხულობდი.....;) ;) :) ძალიან საინტერესოა, თუმცა დიდად აღფრთოვანებული არა ვარ თავად გმირებით...... მართალი რომ ვთქვა, ჯერჯერობით არ მომეწონა ლოტი და ლოტელები.....რაღაც მომეჩვენა, რომ უფრო ხორციელ რობოტებს ჰგავნან, ვიდრე მოაზროვნე მაღალგანვითარებულ, გრძმობათა მქონე სულიერ არსებებს..... თამარს მოკითხვა.... უსაზღვროა შენი წარმოსახვა და ჭვრეტა...... გატაცებით ვკითხულობდი.....;) ;) :)
19. საოცარია... კი, მაგრამ... თავიდანვე რატომ არ ჩაუდეს თავში ეს ცოდნა? ვინაა ამაში დამნაშავე? - რელიგია! - რომელი? – თვალები გაუფართოვდა თეოს. - ნებისმიერი!... არც ერთი რელიგია არ იძლევა სამყაროს მოწყობის სრულ სურათს!
ღმერთო ჩემო , ამ მძიმე მარხვაში
ეს რამოდენა მკრეხელობაა...
უფალო შეგვიწყალენ ! საოცარია... კი, მაგრამ... თავიდანვე რატომ არ ჩაუდეს თავში ეს ცოდნა? ვინაა ამაში დამნაშავე? - რელიგია! - რომელი? – თვალები გაუფართოვდა თეოს. - ნებისმიერი!... არც ერთი რელიგია არ იძლევა სამყაროს მოწყობის სრულ სურათს!
ღმერთო ჩემო , ამ მძიმე მარხვაში
ეს რამოდენა მკრეხელობაა...
უფალო შეგვიწყალენ !
18. თამარს სიცოცხლე!!! თეისაც ჯანი და სიმტკიცე!!! გაიხარე შენა!!! კარგი ხარ!!! ყოჩაღ!!! თამარს სიცოცხლე!!! თეისაც ჯანი და სიმტკიცე!!! გაიხარე შენა!!! კარგი ხარ!!! ყოჩაღ!!!
17. 14. მე მჯერა...რომ შენ იქ იყავი... ია-ია. 2009-11-30 21:35:31
გაიხარე,ძლივს არ მივაგენი რა უნდა მეთქვა? გმადლობ ია!მთელი დღე ვიჯახირე....:) 14. მე მჯერა...რომ შენ იქ იყავი... ია-ია. 2009-11-30 21:35:31
გაიხარე,ძლივს არ მივაგენი რა უნდა მეთქვა? გმადლობ ია!მთელი დღე ვიჯახირე....:)
16. ჰარირამა, ჯერ ეს პლანეტა გვაქვს ასათვისებელი ბოლომდე! თეო ხომ უნდა დაიბადოს და გაიზარდოს? :)))))))))))))) ჰარირამა, ჯერ ეს პლანეტა გვაქვს ასათვისებელი ბოლომდე! თეო ხომ უნდა დაიბადოს და გაიზარდოს? :))))))))))))))
15. დამეჭირა ხელი ვერ დავამთავრე, მოუთმენლად ველი სხვა პლანეტების ამბებს, :) დამეჭირა ხელი ვერ დავამთავრე, მოუთმენლად ველი სხვა პლანეტების ამბებს, :)
14. მე მჯერა...რომ შენ იქ იყავი... მე მჯერა...რომ შენ იქ იყავი...
13. თამარ , რასაც მიწაზე 50 თავი ველოდეთ , აგვინაზღაურდა და პლანეტარულ აქტებში , მოვღონიერდით:) ტAMAღ თამარ , რასაც მიწაზე 50 თავი ველოდეთ , აგვინაზღაურდა და პლანეტარულ აქტებში , მოვღონიერდით:) ტAMAღ
12. თბილი მოკითხვა კარგია. თბილი მოკითხვა კარგია.
11. ამ საქმის ასე დეტალურ ცოდნაში...55555555555 ამ საქმის ასე დეტალურ ცოდნაში...55555555555
10. ლოტელების განაყოფიერებაში გავნათლდით... ვნახოთ კიდევ რას გვიმზადებ?... ლოტელების განაყოფიერებაში გავნათლდით... ვნახოთ კიდევ რას გვიმზადებ?...
9. მომნატრებიხარ უზომოდ! მომნატრებიხარ უზომოდ!
8. დღეს ფრიად უცნაური დღეა ურაკზე... :) მოგიკითხე თამარ,სიმართლე გითხრა მოკვდავი თეს ისტორიები უფრო მომწონდა.. ამათ ვერ ვუგებ ბოლომდე... :-S დღეს ფრიად უცნაური დღეა ურაკზე... :) მოგიკითხე თამარ,სიმართლე გითხრა მოკვდავი თეს ისტორიები უფრო მომწონდა.. ამათ ვერ ვუგებ ბოლომდე... :-S
7. გაიხარე თამარ :)2+ გაიხარე თამარ :)2+
6. ტაშის სმაილის დაწერა მინდოდა და ვერ დავწერე :( ტაშის სმაილის დაწერა მინდოდა და ვერ დავწერე :(
5. ძალიან საინტერესო თავი იყო ქალბატონო თამარ...ცოტა ეს ლოტელები არ "მესიმპათიურებიან" :D ისეთი ფანტაზია გაქვთ,რომ აღფრთოვანებას ვერ ვმალავ... (clap) ძალიან საინტერესო თავი იყო ქალბატონო თამარ...ცოტა ეს ლოტელები არ "მესიმპათიურებიან" :D ისეთი ფანტაზია გაქვთ,რომ აღფრთოვანებას ვერ ვმალავ... (clap)
4. მოკითხვა :) მოკითხვა :)
3. მოკითხვა თამარს. მოკითხვა თამარს.
2. კარგია თამარ! +2 კარგია თამარ! +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|