 | ავტორი: ნეკერა ჟანრი: პოეზია 5 დეკემბერი, 2009 |
რა უცნაურად მშობიარობს დედამიწა თქვენზე, ხეებო - წიაღის გარეთ გაჭრილებსაც ჭიპლარით გეკვრით, რომ გამოგვკებოთ ძველებურად, ფესვების გავლით. დედის სხეულთან მიბმულები ყმაწვილდებით, დაოჯახდებით, მერე შვილებსაც ზედვე აჩენთ - ზოგი ფოთლად, ზოგი ნაყოფად. ადგახართ ასე დაბერებულს, გაბებიებულს, სისხლს და სითბოს სწოვთ, დრო მოდის და ზედვე აკვდებით. ბრუნავს მოხუცი, მრგვალ მუცელზე ხელებმოჭდობით, ყრუ ტკივილებს უხმოდ რომ ყლაპავს, ზედ კიდია უთვალავი მიცვალებული, მილიონი ფესვის ჭიპლარით ამდენივე ცოცხალ შვილს კვებავს, თვითონ კი მუდამ ბრუნავს და ბრუნავს, და შვილმკვდარი, დარდებმრავალი გაჩენას წყევლის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. კარგა ხანია ასე ორიგინალური და ასე ავტორისეული ხედვა არ წამიკიტხავს ძალიან მომეწონა გაიხარე ვისიამოვნე ღრმა და დამაფიქრებელი ლექსია კარგა ხანია ასე ორიგინალური და ასე ავტორისეული ხედვა არ წამიკიტხავს ძალიან მომეწონა გაიხარე ვისიამოვნე ღრმა და დამაფიქრებელი ლექსია
36. ვერაფერს ვამბობ :|
ვერაფერს ვამბობ :|
35. რადგან ამ ლექსის მიმართ შენიშვნები ძირითად სათაურზე ჩნდება, ვუცვლი სახელს და (დიდი მადლობა ოთარ ცისკაძეს) "ბებერ გეას" ვარქმევ :) რადგან ამ ლექსის მიმართ შენიშვნები ძირითად სათაურზე ჩნდება, ვუცვლი სახელს და (დიდი მადლობა ოთარ ცისკაძეს) "ბებერ გეას" ვარქმევ :)
34. უცნაური... რაზე აღარ ფიქრობ ხოლმე, მოკლედ, გადარევ კაცს! უცნაური... რაზე აღარ ფიქრობ ხოლმე, მოკლედ, გადარევ კაცს!
33. ღრმა და დამაფიქრებელი .. რაღაცნაირად კარგი.. ძალიან.. ღრმა და დამაფიქრებელი .. რაღაცნაირად კარგი.. ძალიან..
32. ხედვაა კარგი. მომეწონა. ხედვაა კარგი. მომეწონა.
31. რაღაც ვერ... რაღაც ვერ...
30. რა უცნაურად მშობიარობს დედამიწა თქვენზე, ხეებო - წიაღის გარეთ გაჭრილებსაც ჭიპლარით გეკვრით, რომ გამოგვკებოთ ძველებურად, ფესვების გავლით.
:)
თვითონ კი მუდამ ბრუნავს და ბრუნავს, და შვილმკვდარი, დარდებმრავალი გაჩენას წყევლის.
უცნაურია ჰო :) ძალიან მომწონს. რა უცნაურად მშობიარობს დედამიწა თქვენზე, ხეებო - წიაღის გარეთ გაჭრილებსაც ჭიპლარით გეკვრით, რომ გამოგვკებოთ ძველებურად, ფესვების გავლით.
:)
თვითონ კი მუდამ ბრუნავს და ბრუნავს, და შვილმკვდარი, დარდებმრავალი გაჩენას წყევლის.
უცნაურია ჰო :) ძალიან მომწონს.
29. :) კაია :) 555 მოგიკითხე .. :) კაია :) 555 მოგიკითხე ..
28. საინტერესო, ფიქრიანი ლექსია. საინტერესო, ფიქრიანი ლექსია.
27. ანე, მეც იგივე დამემართა და მაგიტომ დავწერე, რა ამბავია-მეთქი:D ანე, მეც იგივე დამემართა და მაგიტომ დავწერე, რა ამბავია-მეთქი:D
26. ეს წუხელ წავიკითხე ნინაჩკა და კომენტარში "გავჭედე",ანუ ვერ მოვუყარე სათქმელს თავი ისეთი ნაწერია,უფრო მეტი უნდა გათქმევინოს თითქოს,ვიდრე მოწონება, არმოწონებაა... მარა სად შემიძლია მე მაგდენი:D
მოგეფერე საინტერესო ქალავ:-*
ეს წუხელ წავიკითხე ნინაჩკა და კომენტარში "გავჭედე",ანუ ვერ მოვუყარე სათქმელს თავი ისეთი ნაწერია,უფრო მეტი უნდა გათქმევინოს თითქოს,ვიდრე მოწონება, არმოწონებაა... მარა სად შემიძლია მე მაგდენი:D
მოგეფერე საინტერესო ქალავ:-*
25. ბრუნავს მოხუცი, მრგვალ მუცელზე ხელებმოჭდობით, ყრუ ტკივილებს უხმოდ რომ ყლაპავს,
ნეკერრრრ! უცნაური ლექსია... :))))))))))) 5 ბრუნავს მოხუცი, მრგვალ მუცელზე ხელებმოჭდობით, ყრუ ტკივილებს უხმოდ რომ ყლაპავს,
ნეკერრრრ! უცნაური ლექსია... :))))))))))) 5
23. რაღაცნაიარია რაა... რაღაცნაიარია რაა...
22. საინტერესოა... :) +2 საინტერესოა... :) +2
21. ძალიან მომეწონა! ძალიან მომეწონა!
20. მომეწონა მე, მაგრამ შენი თუ იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდი, ნამდვილად... რაღაც, უფრო სხვანაირს გხედავ.
მიყვარხარ, მამიდა... :)
მომეწონა მე, მაგრამ შენი თუ იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდი, ნამდვილად... რაღაც, უფრო სხვანაირს გხედავ.
მიყვარხარ, მამიდა... :)
19. კარგია, ნეკ, ძალინ შენებური ხედვაა და ახლა ისე ძალიან ახლოა ჩემთან კარგია, ნეკ, ძალინ შენებური ხედვაა და ახლა ისე ძალიან ახლოა ჩემთან
18. ბებერი გეა +2!!! ბებერი გეა +2!!!
17. კარგია ნი ნეკ კარგია ნი ნეკ
16. ეს, იქაც ძალიან მომეწონა, ძალიან საინტერესო სახე, კარგად დანახული:) ეს, იქაც ძალიან მომეწონა, ძალიან საინტერესო სახე, კარგად დანახული:)
15. მაგარი ლექსია, მაგრამ მე მგონი სათაური , მტლად ზუსტი ვერაა, რადგან ქვრივი არ არი , შვილმკვდარია, და იქნებ სათაური ეგრე უფრო(შვილმკვდარი) სჭორი იყოს? მაგარი ლექსია, მაგრამ მე მგონი სათაური , მტლად ზუსტი ვერაა, რადგან ქვრივი არ არი , შვილმკვდარია, და იქნებ სათაური ეგრე უფრო(შვილმკვდარი) სჭორი იყოს?
14. ნეკერონე,რა ვთქვა ახლა?! ნუ ძაან ლექსია ეს ...:) ნეკერონე,რა ვთქვა ახლა?! ნუ ძაან ლექსია ეს ...:)
11. კარგია ნეკერ... +2 კარგია ნეკერ... +2
10. რა ამბავი ემოციაა!.. რა ამბავი ემოციაა!..
8. საინტერესოა :) საინტერესოა :)
7. უცნაური ხედვაა და ასეთივე უცნაური ემოციაა ...
საინტერესოა და ვისიამოვნე :) უცნაური ხედვაა და ასეთივე უცნაური ემოციაა ...
საინტერესოა და ვისიამოვნე :)
6. ხშირად ხარ ასეთი.
საინტერესო და შელოცვასავით საშიში თუ ტკივილიანი ზევსის დაქალი ხშირად ხარ ასეთი.
საინტერესო და შელოცვასავით საშიში თუ ტკივილიანი ზევსის დაქალი
5. რომელიღაც ცხოვრებაში ქურუმი ქალი იყავი ნინ........
რა ზუსტად დაგიწერა მაიმ. თქვენ ორს ყველაზე მეტად გბალეშიკობდით.არ საწყენად ეს არავის.
სასწაულ ლოცვის ან წყევლის ლექსს დაწერ როდისმე. და გამიხსენე მაშინ......... რომელიღაც ცხოვრებაში ქურუმი ქალი იყავი ნინ........
რა ზუსტად დაგიწერა მაიმ. თქვენ ორს ყველაზე მეტად გბალეშიკობდით.არ საწყენად ეს არავის.
სასწაულ ლოცვის ან წყევლის ლექსს დაწერ როდისმე. და გამიხსენე მაშინ.........
4. უი, ზევს, შენ გაიხარე, ეგ ლექსი სულ არ მახსოვდა და წიგნისთვის ფაილში არ ჩამიდევს :)
ვეცე, თუ ვიპოვე :) უი, ზევს, შენ გაიხარე, ეგ ლექსი სულ არ მახსოვდა და წიგნისთვის ფაილში არ ჩამიდევს :)
ვეცე, თუ ვიპოვე :)
3. ვაჰ წაერითმა მგონი ჩემი ფრაზა :D რა პოეტურია ;;) ვაჰ წაერითმა მგონი ჩემი ფრაზა :D რა პოეტურია ;;)
2. შენებური ღრმა, ტკივილიანი, თბილიც... და საერთოდაც უყვარხარ ირის :-* შენებური ღრმა, ტკივილიანი, თბილიც... და საერთოდაც უყვარხარ ირის :-*
1. ,მაგიჟებს შენი ხედვა,კარგო.მოგიკითხე კეთილი სურვილებით
ბრუნავს მოხუცი, მრგვალ მუცელზე ხელებმოჭდობით, ყრუ ტკივილებს უხმოდ რომ ყლაპავს, ზედ კიდია უთვალავი მიცვალებული, მილიონი ფესვის ჭიპლარით ამდენივე ცოცხალ შვილს კვებავს, თვითონ კი მუდამ ბრუნავს და ბრუნავს, და შვილმკვდარი, დარდებმრავალი გაჩენას წყევლის.
,მაგიჟებს შენი ხედვა,კარგო.მოგიკითხე კეთილი სურვილებით
ბრუნავს მოხუცი, მრგვალ მუცელზე ხელებმოჭდობით, ყრუ ტკივილებს უხმოდ რომ ყლაპავს, ზედ კიდია უთვალავი მიცვალებული, მილიონი ფესვის ჭიპლარით ამდენივე ცოცხალ შვილს კვებავს, თვითონ კი მუდამ ბრუნავს და ბრუნავს, და შვილმკვდარი, დარდებმრავალი გაჩენას წყევლის.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|