* * * და ფოთლებს იის ახურავთ ქოხი, ქალწულის დარად ფეთქავს იელი, დაფენილია ფერადი ნოხი, ცას სოსნისფერი ადევს იერი.
გზაწვრილზე გარბის გოგო ნინველა, სხეულში ჩადის ხვევნით ისხარი, ბლის ტოტზე მოჩანს მტრედი მზისყელა, აუკენკიათ ჩხართვებს ცისკარი... *** ბაღი უსმენდა ჩიტების მორზეს, დღე ირეოდა, როგორც მორევი, იწვა ღრუბელი ცის ფერად ნოხზე, ცალფა მზის სხივით ნაამბორევი.
ქარი ვარცხნიდა მზეკაბა იას, ნისლებმა მთებზე დასცეს კარავი, ტყე იმალავდა უბეში ნიავს, თუმცა რა ჰქონდა მოსაპარავი... *** თოვს... გაგიჟებული ფანტელები მხრებით ეხლებიან კარ-მიდამოს, ისეთი დელგმაა, ავფერები, ქარმა არ იქნება, არ იდაოს.
ფიქრები, როგორც თვლები ავკინძე, ჰგავს ეს სამყარო დაღლილ ცხენს _ ოჩანს, თითქოს შეხსნია მთვარეს საკინძე და ცალი ძუძუ თეთრად მოუჩანს...
*** უწყინარი მოწყინარი ოწინარი, წყარო მდუმარ ველზე მდორედ მომდინარი, მთაზე თეთრად მნათობარი თუთარჩელა, თბილ ჩეროში მოჩურჩულე ჩუმი ჩელა...
გოგო მისდევს წყაროს ბილიკს ცივ სურათი, გრილ მდელოზე ბალახი თვლემს მუნჯი, მხატვარი ხარ?! გადმოხატე ეს სურათი, თუ არა და არ დაღალო ფუნჯი...
* * * და აბელს უჩანს ჭრილობა ღია, და ერთად ლაღობს კაენი ყველა, და ლოდის ქვეშაც ამოდის ია, ღაწვზე დაბნეულ ცრემლების ხელა.
ზღვაც ღელავს, ზვირთებს რისხვით ჰყრის ცამდე, /მზე თუნდაც ერთი საათით რად ღირს!/, კაცი ხარ, ახლა შეები ტალღებს, და მერე მიწვდი იქიდან ნაპირს... ... უმადური ხარ, სიკვდილო, რიყისა მრუდე ქვა ხარო, გინდა დღე გაამინდილო, ვარდი უმზეოდ ჩახარო.
მე სიცოცხლისა ვარ ღვინო, მიწა განძისა სალარო, შენ როგორ შეგაჭმევინო, ჩემი შექმნილი სამყარო... ... ბავშვობა ხელში შემრჩა ფიფქივით, თქვი ეს და იგრძენ წამში გასრულდა, დრო - გაცრეცილი ბინდში ნისლივით , დრო - მეომარი შუბი წარსულთან.
სისხლი წვეთ - წვეთად დაგდის მაჯაზე, ღამის ცა ღრენით ხევ - ხევ ყიალობს, დააბი ხსოვნა ყრმობის ბაგაზე და ნუ გაუშვებ სახეტიალოდ... *** ვსუნთქავ ამ ლექსით, რომელსაც წუხელ წამოვაყოლე ვნებებად ლავა, ნასიზმრალ ფიქრსაც ვერავის ვუმხელ, უძეკაცეო ტრამალზე ვდგავარ.
ვერ გავთქვამ სურვილს ფერმცხრალ მთვარესთან, თუმც ჟინი წადილს აოთხებს თბილა, დღე თეთრ საწოლზე წვება ღამესთან, რომ დაიბადოს სამოთხე დილა... . . . ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი და მომაგნებდი თოვაში გვიან, დგას დეკემბერი თეთრი ქარებით და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.
და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ვსუნთქავ ამ ლექსით, რომელსაც წუხელ წამოვაყოლე ვნებებად ლავა, ნასიზმრალ ფიქრსაც ვერავის ვუმხელ, უძეკაცეო ტრამალზე ვდგავარ.
ვერ გავთქვამ სურვილს ფერმცხრალ მთვარესთან, თუმც ჟინი წადილს აოთხებს თბილა, დღე თეთრ საწოლზე წვება ღამესთან, რომ დაიბადოს სამოთხე დილა...
გამიჭირდა გამორჩევა ლექსის ბატონო დავით მოგიკითხეთ და 55555555555 ვსუნთქავ ამ ლექსით, რომელსაც წუხელ წამოვაყოლე ვნებებად ლავა, ნასიზმრალ ფიქრსაც ვერავის ვუმხელ, უძეკაცეო ტრამალზე ვდგავარ.
ვერ გავთქვამ სურვილს ფერმცხრალ მთვარესთან, თუმც ჟინი წადილს აოთხებს თბილა, დღე თეთრ საწოლზე წვება ღამესთან, რომ დაიბადოს სამოთხე დილა...
გამიჭირდა გამორჩევა ლექსის ბატონო დავით მოგიკითხეთ და 55555555555
21. მარგალიტივითაა თითოეული ლექსი... ძალიან ლამაზია... მარგალიტივითაა თითოეული ლექსი... ძალიან ლამაზია...
20. და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
ულამაზესებიააა!!! :D> და საერთოდ ვგიჟდები ლექსებზე სადაც იაა ნახსენები.. მომკალით და ესეა ;;) და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
ულამაზესებიააა!!! :D> და საერთოდ ვგიჟდები ლექსებზე სადაც იაა ნახსენები.. მომკალით და ესეა ;;)
19. . . . ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი და მომაგნებდი თოვაში გვიან, დგას დეკემბერი თეთრი ქარებით და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.
და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
შედევრია! +2!!! . . . ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი და მომაგნებდი თოვაში გვიან, დგას დეკემბერი თეთრი ქარებით და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.
და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
შედევრია! +2!!!
18. ბავშვობა ხელში შემრჩა ფიფქივით..
5! და 5!
ბავშვობა ხელში შემრჩა ფიფქივით..
5! და 5!
17. მშვენიერებაა. მშვენიერებაა.
16. კარგი ლირიკაა ნამდვილად კარგი ლირიკაა ნამდვილად
15. დღე თეთრ საწოლზე წვება ღამესთან, რომ დაიბადოს სამოთხე დილა... . . . 5555 დღე თეთრ საწოლზე წვება ღამესთან, რომ დაიბადოს სამოთხე დილა... . . . 5555
14. ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი და მომაგნებდი თოვაში გვიან, დგას დეკემბერი თეთრი ქარებით და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.
მშვენიერი სტრიქონების მძივია...ვისურვებდი, ამნაირი ლექსის ნიჭის ხალხი არ ბერდებოდნენ, მაგრამ... :) ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი და მომაგნებდი თოვაში გვიან, დგას დეკემბერი თეთრი ქარებით და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.
მშვენიერი სტრიქონების მძივია...ვისურვებდი, ამნაირი ლექსის ნიჭის ხალხი არ ბერდებოდნენ, მაგრამ... :)
13. ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი და მომაგნებდი თოვაში გვიან, დგას დეკემბერი თეთრი ქარებით და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.
და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
ახლა ისე ჩემი განწყობის... მოგიკითხეთ ბატონო დავით. ვიცოდი ერთხელ დამიძახებდი და მომაგნებდი თოვაში გვიან, დგას დეკემბერი თეთრი ქარებით და ისმენს ხეთა უნაზეს შრიალს.
და შინდის ტოტზე საუბარს იწყებს ბეღურა ბედზე და ქარზე მწყრალი, და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
ახლა ისე ჩემი განწყობის... მოგიკითხეთ ბატონო დავით.
12. მშვენიერი ლირიკა. ამათგან ზოგიერთი მახსოვდა.
ვსუნთქავ ამ ლექსით, რომელსაც წუხელ წამოვაყოლე ვნებებად ლავა...
გაიხარეთ, ბატონო დავით!.. მშვენიერი ლირიკა. ამათგან ზოგიერთი მახსოვდა.
ვსუნთქავ ამ ლექსით, რომელსაც წუხელ წამოვაყოლე ვნებებად ლავა...
გაიხარეთ, ბატონო დავით!..
11. ულამაზესი ლექსებია .... მართლაც იების ქოხი :) სიტყვები არ მყოფნის, ულამაზესი :) ქარი ვარცხნიდა მზეკაბა იას, ნისლებმა მთებზე დასცეს კარავი, ტყე იმალავდა უბეში ნიავს, თუმცა რა ჰქონდა მოსაპარავი... ან ეს ბლის ტოტზე მოჩანს მტრედი მზისყელა, აუკენკიათ ჩხართვებს ცისკარი... ულამაზესები :) ულამაზესი ლექსებია .... მართლაც იების ქოხი :) სიტყვები არ მყოფნის, ულამაზესი :) ქარი ვარცხნიდა მზეკაბა იას, ნისლებმა მთებზე დასცეს კარავი, ტყე იმალავდა უბეში ნიავს, თუმცა რა ჰქონდა მოსაპარავი... ან ეს ბლის ტოტზე მოჩანს მტრედი მზისყელა, აუკენკიათ ჩხართვებს ცისკარი... ულამაზესები :)
10. თითოეული სტროფი ხელიხელ საგოგმანებია!
იდღეგრძელეთ ავტორო! თითოეული სტროფი ხელიხელ საგოგმანებია!
იდღეგრძელეთ ავტორო!
9. მიყვარს ეს პოეტი... მიყვარს ეს პოეტი...
8. ნინველა....მიხარია ეს სიტყვა! 5 ნინველა....მიხარია ეს სიტყვა! 5
6. ramdeni mxatvruli saxea...da finalze modis yvelaze lamazi. ai, biliks rom miuyvebi da wyarostan migiyvans. ramdeni mxatvruli saxea...da finalze modis yvelaze lamazi. ai, biliks rom miuyvebi da wyarostan migiyvans.
5. მოგიკითხეთ ბატონო დავით :) მშვენიერი ლექსები :) მოგიკითხეთ ბატონო დავით :) მშვენიერი ლექსები :)
4. დავით ბატონო კარგი შემოქმედი ხართ! დავით ბატონო კარგი შემოქმედი ხართ!
3. ბლის ტოტზე მოჩანს მტრედი მზისყელა, აუკენკიათ ჩხართვებს ცისკარი... :) მოგიკითხეთ, დავით ბატონო! :) ბლის ტოტზე მოჩანს მტრედი მზისყელა, აუკენკიათ ჩხართვებს ცისკარი... :) მოგიკითხეთ, დავით ბატონო! :)
2. და ფოთლებს იის ახურავთ ქოხი, ქალწულის დარად ფეთქავს იელი, დაფენილია ფერადი ნოხი, ცას სოსნისფერი ადევს იერი.
გზაწვრილზე გარბის გოგო ნინველა, სხეულში ჩადის ხვევნით ისხარი, ბლის ტოტზე მოჩანს მტრედი მზისყელა, აუკენკიათ ჩხართვებს ცისკარი... *** ბაღი უსმენდა ჩიტების მორზეს, დღე ირეოდა, როგორც მორევი, იწვა ღრუბელი ცის ფერად ნოხზე, ცალფა მზის სხივით ნაამბორევი.
ქარი ვარცხნიდა მზეკაბა იას, ნისლებმა მთებზე დასცეს კარავი, ტყე იმალავდა უბეში ნიავს, თუმცა რა ჰქონდა მოსაპარავი... *** თოვს... გაგიჟებული ფანტელები მხრებით ეხლებიან კარ-მიდამოს, ისეთი დელგმაა, ავფერები, ქარმა არ იქნება, არ იდაოს.
ფიქრები, როგორც თვლები ავკინძე, ჰგავს ეს სამყარო დაღლილ ცხენს _ ოჩანს, თითქოს შეხსნია მთვარეს საკინძე და ცალი ძუძუ თეთრად მოუჩანს...
სულ დავაკოპირე...ძალიან ძალიან ლამაზია...:) 5 და ფოთლებს იის ახურავთ ქოხი, ქალწულის დარად ფეთქავს იელი, დაფენილია ფერადი ნოხი, ცას სოსნისფერი ადევს იერი.
გზაწვრილზე გარბის გოგო ნინველა, სხეულში ჩადის ხვევნით ისხარი, ბლის ტოტზე მოჩანს მტრედი მზისყელა, აუკენკიათ ჩხართვებს ცისკარი... *** ბაღი უსმენდა ჩიტების მორზეს, დღე ირეოდა, როგორც მორევი, იწვა ღრუბელი ცის ფერად ნოხზე, ცალფა მზის სხივით ნაამბორევი.
ქარი ვარცხნიდა მზეკაბა იას, ნისლებმა მთებზე დასცეს კარავი, ტყე იმალავდა უბეში ნიავს, თუმცა რა ჰქონდა მოსაპარავი... *** თოვს... გაგიჟებული ფანტელები მხრებით ეხლებიან კარ-მიდამოს, ისეთი დელგმაა, ავფერები, ქარმა არ იქნება, არ იდაოს.
ფიქრები, როგორც თვლები ავკინძე, ჰგავს ეს სამყარო დაღლილ ცხენს _ ოჩანს, თითქოს შეხსნია მთვარეს საკინძე და ცალი ძუძუ თეთრად მოუჩანს...
სულ დავაკოპირე...ძალიან ძალიან ლამაზია...:) 5
1. და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
ძალიან...55555 და ყინვისაგან შეჭირხლულ მინებს, ატყვია შენი თითების კვალი...
ძალიან...55555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|