 | ავტორი: D_ურაკელი ჟანრი: პროზა 17 იანვარი, 2010 |
სიყვარული და მუსიკა ჩემთვის მეოთხე კლასის არითმეტიკაა, დრო კი წრფე, რომელიც უსასრულობაში ასტრალურ სიხშირესთან იკვეთება, ამ წერტილს ჩვენ გარდაცვალებას ვეძახით. ექიმმა კი სითბოს მიღება გამომიწერა, ყოველდღე: დილას, საღამოს და შუადღემდე... _ჩამეხუტები? გევედრები, წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, გპირდები რომ ისევ ბურთზე ვიფიქრებ როცა შემეხები, ყველაფერი ძველებურად იქნება, შენ ისევ შეგისრულდება ცამეტი წელი და მე გაჩუქებ დამდნარ ნაყინს, როგორც მაშინ... ისევ აღმოვაჩენთ ჩვენს შორის ერთადერთ განსხვავებას - შენ გოგო ხარ, მე კი ბიჭი და ჩვენ ვართ ერთი სხეული. ეს ყველაფერი ჩემი ღრმა ფანტაზიაა. მე ვხედავ, როგორ გეხება ის ბინძური და გიღიმით ორივეს, მერე მარტო ვრჩებით და მეუბნები რომ ბედნიერი ხარ. მე მუხლებზე გეხვევი და ვიწყებ ფიქრს: წამოდი გავიქცეთ, მოგეჩვენოს ბანალურად, მაგრამ მე მაინც გიყიდი თეთრ კაბას და ლამაზ თაიგულს, ოღონდ გამომყევი გთხოვ, უბრალოდ დახუჭე თვალები და მომენდე, ან მე თვითონ დაგთხრი თვალებს. მე მივატოვებ დედას და მამას, მე შევწყვეტ ჭამას, გადავეჩვევი მოწევას, ღარიბებს ვაჩუქებ დანა-ჩანგალს. უბრალოდ აგაფარებ ლეღვის ფოთოლს და გადაგაძვრენ ედემის ბაღის ღობეზე. _ ღმერთო ჩვენ დავბრუნდით. (ამ რაღაცის დაწერა აქ მომინდა) დაბრუნებამდე კი ... მე , თვალების დამთხრელი უსასრულობა გადავაკეთე სხვა სასვენნიშნებად, აქა იქ გამოვყავი შენიდან ჩემამდე სათქმელი, აზრი მივეცი ამ უაზრობას და ისევ დავუწყე პოტინი ედემის ბაღის ღობეს. ჰო, რა უსუსური ვარ .შენი დახმარების გარეშე არ შემიძლია დავბრუნდე იქ, სადაც შენ დაამთავრე და მე უნდა გამეგრძელებინა. ვდგევარ და გიცდი... ამ დგომასა და დაცდას შორის მთელი ისტორიაა.უნდა მოხვიდე, მე ჩაგეხუტო და შენ ამ დროს ბურთზე უნდა ფიქრობდე.უნდა ვიყოთ ბანალურები და თვალებდახუჭულნი ერთმანეთს მინდობილნი.(ჰოჰ გაიცინე) დღეს არ ვიცი რა დღეა, არ ვიცი რა რიცხვია ... ვიცი რომ მე, მე ვარ და შენ, შენ ხარ. რომლებსაც ერთიმეორის ტვინის ჰორმონების აღრევა გვაქვს. ვჯდებით ტრანპორტში და ვიხსენებთ სიტყვებს რომლითაც ერთმანეთი გვახსენდება. იცი, ჩვენი სიბერე ვნახე დღეს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ცოტა დასახვეწია მაგრამ ბევრი კარგი მიგნებაა +++ ცოტა დასახვეწია მაგრამ ბევრი კარგი მიგნებაა +++
24. მომეწონა +2 მაგრამ პროზიდან ცოტა არ იყოს შორსაა ;) წარმატებები ავტორს! მომეწონა +2 მაგრამ პროზიდან ცოტა არ იყოს შორსაა ;) წარმატებები ავტორს!
23. ისეთი უცნაური ნაწერია, როგორიც ავატარის ფოტო,თუმცა საინტერესოოო +2 ისეთი უცნაური ნაწერია, როგორიც ავატარის ფოტო,თუმცა საინტერესოოო +2
22. ტიტუ რა ბევრია ტიტუ რა ბევრია
21. ვჯდებით ტრანპორტში და ვიხსენებთ სიტყვებს რომლითაც ერთმანეთი გვახსენდება. იცი, ჩვენი სიბერე ვნახე დღეს...
კარგია :) ვჯდებით ტრანპორტში და ვიხსენებთ სიტყვებს რომლითაც ერთმანეთი გვახსენდება. იცი, ჩვენი სიბერე ვნახე დღეს...
კარგია :)
20. იცი, ჩვენი სიბერე ვნახე დღეს...
ჩემი დიდი მოწონება ავტორის მიმართ,,, ++ იცი, ჩვენი სიბერე ვნახე დღეს...
ჩემი დიდი მოწონება ავტორის მიმართ,,, ++
19. ჰო ნინო : ) ჰო ნინო : )
18. ამ დგომასა და დაცდას შორის მთელი ისტორიაა. ამ დგომასა და დაცდას შორის მთელი ისტორიაა.
17. ეს ნიკი არააა წოდებაა )) მე ესე არაფერი მახარებს რგორც თქვენი მოწონება ჩემი გულახდილობის
ეს ნიკი არააა წოდებაა )) მე ესე არაფერი მახარებს რგორც თქვენი მოწონება ჩემი გულახდილობის
16. რა ცუდი ნიკი გაქვს : ) )
ნაწერი კარგია.
რა ცუდი ნიკი გაქვს : ) )
ნაწერი კარგია.
14. ვიცი რომ მე, მე ვარ და შენ, შენ ხარ. რომლებსაც ერთიმეორის ტვინის ჰორმონების აღრევა გვაქვს. ;;) ვიცი რომ მე, მე ვარ და შენ, შენ ხარ. რომლებსაც ერთიმეორის ტვინის ჰორმონების აღრევა გვაქვს. ;;)
13. ექიმმა კი სითბოს მიღება გამომიწერა, ყოველდღე: დილას, საღამოს და შუადღემდე... :)
ვინც გამოგიწერა, იმას უნდა მოთხოვო, თორემ თუ სხვაგან გახდა საშოვნელი, ვინ დაიჯერებს? ექიმმა კი სითბოს მიღება გამომიწერა, ყოველდღე: დილას, საღამოს და შუადღემდე... :)
ვინც გამოგიწერა, იმას უნდა მოთხოვო, თორემ თუ სხვაგან გახდა საშოვნელი, ვინ დაიჯერებს?
12. როცა შემხები, ყველაფერი ძველებურად იქნება
5 :)
კარგი ამბავი! როცა შემხები, ყველაფერი ძველებურად იქნება
5 :)
კარგი ამბავი!
11. ხოოო ფრიად შებრუნებულია ყველაფერი, უმეტეს ნაწილში ისე ხდება რომ როცა არ სუნთქავენ მაშინ წერენ, ან წერდნენ, ხოლო როცა სუნთქავს მაშინ ძნელია წერა, შენ ვატყობ ასეც გამოგდის, რაც ძალიან მახარებს. ხო კიუდევ რაც მრავლობით რიცხვს შეეხება ვფიქრობ ეს უბრალო პირობითობაა, მოგონილი აბსურდი, (ეს მხოლოდ ცემი აზრია, ცხოვრებისეული გამოცდილება:) ) მესამე საკითხრს რაც შეეხება "ცდას" ეს ყველაზე ადამიანური რამ არის და რაშიც არ შემიძლია ამ არსებების დადანაშაულება.... :):) მიხარია ყველაფერი ეს ხოოო ფრიად შებრუნებულია ყველაფერი, უმეტეს ნაწილში ისე ხდება რომ როცა არ სუნთქავენ მაშინ წერენ, ან წერდნენ, ხოლო როცა სუნთქავს მაშინ ძნელია წერა, შენ ვატყობ ასეც გამოგდის, რაც ძალიან მახარებს. ხო კიუდევ რაც მრავლობით რიცხვს შეეხება ვფიქრობ ეს უბრალო პირობითობაა, მოგონილი აბსურდი, (ეს მხოლოდ ცემი აზრია, ცხოვრებისეული გამოცდილება:) ) მესამე საკითხრს რაც შეეხება "ცდას" ეს ყველაზე ადამიანური რამ არის და რაშიც არ შემიძლია ამ არსებების დადანაშაულება.... :):) მიხარია ყველაფერი ეს
10. მეამბოხე. .. :) მეამბოხე. .. :)
9. ხო პიერო შედარებით სიმშვიდეა ჩვენთან ეს რამდენიმე დღეა : ) დანარჩენი ყველაფრიდან ამ ყველაფრამდე არ ვსუნთქავთ ხოლმე და რატომ მრავლობითი? ჩვენ ერთი შეხედვით ორნი ვართ მე და კიდევ ის , და მე-ში კიდევ რამდენიმე და "ის"ში კიდევ რამდენიმე ის და მოკლედ რაღაცის თქმას ვაპირებდი და მემგონი ვთქვი ტუკი გაიგებ პიერო : ) მაგრამ ვცდილობთ ხო პიერო შედარებით სიმშვიდეა ჩვენთან ეს რამდენიმე დღეა : ) დანარჩენი ყველაფრიდან ამ ყველაფრამდე არ ვსუნთქავთ ხოლმე და რატომ მრავლობითი? ჩვენ ერთი შეხედვით ორნი ვართ მე და კიდევ ის , და მე-ში კიდევ რამდენიმე და "ის"ში კიდევ რამდენიმე ის და მოკლედ რაღაცის თქმას ვაპირებდი და მემგონი ვთქვი ტუკი გაიგებ პიერო : ) მაგრამ ვცდილობთ
8. ფრიად ჰარმონიულია სხვებთან შედარებით ჩემო კარგო... არც იმდენი დრამატიზმი და არც იმდენი აბდაუბდაააა.... რაც ცოტა არ იყოს მაფიქრებს თუმცა მაინც არის რაღაც ფრიად ევროპული ამაში... განწყობის სიგრილე და აბსურდების კარუსელი. ამიტომ გXოვ ჩემო კარგო დაანებე თავი დანარჩენ ყველაფერს და წერე ეს ყველაფერი, ჩვენ მართალია რაგაც ნაწილებში აღმოვაცენთ ჩვენ თავებს აქ მაგრამ მისი ერთიანობას ამით არაფერი მოაკლდება.... ფრიად ჰარმონიულია სხვებთან შედარებით ჩემო კარგო... არც იმდენი დრამატიზმი და არც იმდენი აბდაუბდაააა.... რაც ცოტა არ იყოს მაფიქრებს თუმცა მაინც არის რაღაც ფრიად ევროპული ამაში... განწყობის სიგრილე და აბსურდების კარუსელი. ამიტომ გXოვ ჩემო კარგო დაანებე თავი დანარჩენ ყველაფერს და წერე ეს ყველაფერი, ჩვენ მართალია რაგაც ნაწილებში აღმოვაცენთ ჩვენ თავებს აქ მაგრამ მისი ერთიანობას ამით არაფერი მოაკლდება....
7. ''გევედრები, წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, კპირდები რომ ისევ ბურთზე ვიფიქრებ როცა შემხები''
კპირდები არა, გპირდები :)
დანარჩენი იდეალურთან ახლოსაა :) ``გევედრები, წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, კპირდები რომ ისევ ბურთზე ვიფიქრებ როცა შემხები``
კპირდები არა, გპირდები :)
დანარჩენი იდეალურთან ახლოსაა :)
5. ხო რავიცი რა ვთქვა, ვიღიმი და გიღიმით და გაიღიმეთ :) ხო რავიცი რა ვთქვა, ვიღიმი და გიღიმით და გაიღიმეთ :)
2. ოტტო რა შუაშია? ოტტო რა შუაშია?
1. "მე მაინც გიყიდი თეთრ კაბას და ლამაზ თაიგულს, ოღონდ გამომყევი გთხოვ, უბრალოდ დახუჭე თვალები და მომენდე, ან მე თვითონ დაგთხრი თვალებს. "
ოტტო დაუბრუნდა პროზას!-დედამიწა კვლავ ღერძის გარშემო დაბზრიალდა! :) გენიალურია! ყოჩაღ! აი, ძაან ძაან მაგარი ! :) 555555555 :) "მე მაინც გიყიდი თეთრ კაბას და ლამაზ თაიგულს, ოღონდ გამომყევი გთხოვ, უბრალოდ დახუჭე თვალები და მომენდე, ან მე თვითონ დაგთხრი თვალებს. "
ოტტო დაუბრუნდა პროზას!-დედამიწა კვლავ ღერძის გარშემო დაბზრიალდა! :) გენიალურია! ყოჩაღ! აი, ძაან ძაან მაგარი ! :) 555555555 :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|