ხელმეორედ დადგა გაზაფხული. დაიღალა ლუ თავისი ბუშტივით გაბერილი მუცლის ხელით ტარებით. არ ეგონა, თუ ასეთი ძნელი იქნებოდა დედობა. თუმცა დედა ხომ ჯერ არც იყო?! მომავალი დედობა უჭირდა ლუს. ვეღარც ხეებზე დაძვრებოდა, ვერც მდინარეში ბანაობდა, ვეღარც დაოთხილი გარბოდა გაშლილ ველებზე... მოკლედ, დიდად მოუხერხებელი პერიოდი დაუდგა. არადა, დროც რა ნელა გადიოდა?!
ხელმეორედ დამწიფდა ნაგუა, ლუს ყველაზე საყვარელი საჭმელი. დღეში 3-4 ნაგუა და ერთი მაგდენიც ფუნკა და... მეტი არც უნდოდა არაფერი ლუს. ხან მარს სთხოვდა ხეზე ასვლას, ხან ოლას... თუმცა, ოლა მხოლოდ ჰპირდებოდა-ხოლმე, მარი კი ამ თხოვნას უსრულებდა კიდეც.
თანდათან დამძიმდა ლუს ბუშტა-მუცელი... გაიბერა, თითქოს გასკდომას აპირებსო. მარი მიდიოდა და ყურს ადებდა მუცელზე. - მალე გამოვალო? რას გეუბნება? – ეკითხებოდა ლუ გამოცდილ მარს... - ცოტა კიდევ უნდა იყოს. ადრეა ჯერ გამოსვლა. გახსოვს, მაშინაც მწიფდა ნაგუა. - ხო.... მე ბევრი ნაგუა დავკრიფე მაშინ. - მეც მიყვარს ნაგუა... მაგრამ ხეზე ცოცვა არ მიყვარს. - მე ნაგუაც მიყვარს და ხეზე ცოცვაც... მაგრამ ახლა ვეღარ ავდივარ. მუცელი მიშლის ხელს. - მალე გაიხსნება და გათავისუფლდები. კარგი სახლი გაქვს შეკრული. შენ კარგად კრავ სახლებს. - გინდა მოგეხმარო? და ჩემს ახლოს დადგი სახლი. - რისთვის? - ისე... ჩვენი შვილები ერთად გაიზრდებიან. შენ ხომ მამა ხარ? - მამა? – გაეცინა მარს, - ნუ მაცინებ, ლუუუ! - რატომ იცინი მერე? არ შეიძლება? - მეც მოვნახო ჩემი შვილების მამები და ჩემს გვერდით დავასახლო? და იმათ – მათი შვილის მამები? და იმ დედებმა – კიდევ მათი შვილებისა? რას ამბობ, ლუუუ?! - არა, მაგრამ მხოლოდ მე და შენ რომ ვიცხოვროთ ახლოს? მარტოს მეშინია, მარ! - ნუ გეშინია... თემი არ მოგიცილებს, დაგეხმარებიან... - შენს ახლოს მინდა!... – ლუს ცრემლები მოადგა თვალებზე. - შენი თვალებიდან გაწვიმდება ახლა, ლუ... - ხო, მინდა რომ თვალებიდან იწვიმოს!... მეშინია! - რისი, ლუ? - აი, აქ რომ ზის, იმისი... – ლუმ მუცელზე მოისვა ხელი.
სისველე იგრძნო მუცლის შეკრულ ადგილას, შემდეგ რაღაც ეტკინა იქ, სიღრმეში... - მარ, მგონი მეხსნება მუცელი... - მაჩვენე? - აი, ნახე... მტკივა, მაარ! - გაუძელი, ლუუ, ახლავე მოვიყვან დედაშენს. ის უკეთ მოგეხმარება! - მიშველე, მაარ... მტკივა! - მაშინ ყველაფერი უნდა დამიჯერო. დაწექი, პატარა დაბლა არ დაგვივარდეს...
ლუ მაშინვე დაწვა და შიშ- და ცრემლჩამდგარი თვალებით მიაჩერდა მარს. - ახლა მომეხმარე... როცა გეტყვი, მაგრად მოუჭირე ხელი მუცელს, ოღონდ თავი არ შეუკრა! - კარგი, ვეცდები! ააააააა! მტკივაააა! - მიმიშვი მუცელთან... ახლა მე მუცლის ამ პირებს გავქაჩავ და შენ ძალიან გეტკინება, მაგრამ მერე დაგიამდება ტკივილი და სულ აღარ გეტკინება არაფერი! - მიშველეეეე... მარ, მიშველეეეე! - მოემზადე... ვხსნი! – მარმა თითები ჩაყო გაბერილი მუცლის ოდნავ გახსნილ პირში და მთელი ძალით გაქაჩა აქეთ-იქით.
ერთი დაიყვირა ლუმ და გაყუჩდა, - გონება დაკარგა. დაიბნა მარი. ვეღარ გადაეწყვიტა, ვისთვის მიეხედა, პატარა არსებისთვის თუ ლუსთვის. მარმა ერთი სილა შემოჰკრა ლუს და გონზე მოიყვანა. მერე კი პატარა არსებას ჩაავლო ხელი და მთელი ძალით გამოქაჩა. პატარა არსება ლუს ხორთუმის წვერზე იყო “შეწებებული” და ამიტომ მასთან ერთად ამოტრიალდა. მარმა კბილებით მოაგლიჯა ეს არსება ლუს “ხორთუმს”, შემდეგ მდინარესთან მიირბინა და იმ ცივი წყლით დაბანა.
სულ მალე მარს ხელში ეჭირა პატარა ლოტელი, ლუს პაწაწინა შვილი, რომელიც მხოლოდ ლუსი კი არ იყო, მარსაც ეკუთვნოდა. - რა პაწაწაა... და რა უმწეო! – ჩაილაპარაკა მარმა და შვილი დედას მიუწვინა გვერდით. - რა საყვარელია, ხედავ, მარ? იმიტომაა ასეთი კარგი, რომ შენ იყავი მისი მამა! - მე რა შუაში ვარ, ლუ?! დედა - შენ ხარ! - მაგრამ, შენ მამა ხარ, მარ!... - ლუ, შეხედე, რა უცნაური არსებაა... რა სასაცილოა, ღინღლიც კი არ აქვს ტანზე... - ნუ გეშინია, მარ, ესეც შეიმოსება რბილი ღინღლით... აბა ასე ხომ არ დარჩება? - და მერე ესეც ჩვენნაირი გახდება, ხო, ლუუუ? - ხო... მინდა, რომ შენ გგავდეს. - არა, ლუუუ, ის შენ უნდა გგავდეს. შენ ხარ დედა! - მაგრამ, მამა ხომ შენ ხარ, მაარ?!
თითქმის ღამდებოდა, როცა მარი და ლუ ქოხთან მივიდნენ. პატარა ლოტელი რბილ ბალახებზე დააწვინეს და ზევიდანაც ბალახი დააყარეს, ისე, რომ არ შესციებოდა. - რა დავარქვა, მარ? - რასაც შენ იტყვი, ლუუუ... შენ დ ე დ ა ხარ! - მაგრამ შენ მ ა მ ა ხარ, მარ! - მოდი, თიო დავარქვათ? ლამაზია... თ ი ო... - კარგი, მარ! იყოს თიო... მარ, რომ არ შეიმოსოს ბალნით? - შეიმოსება, ლუუუ, ასე ხომ არ დარჩება?! წავალ, ნაგუას მოგიტან... ხო გშია? - კი, მშია, მარ! და ფუნკაც მომიტანე... ყელი მიშრება.
მარი წავიდა. თიომ ტირილი დაიწყო. ლუმ ხელში აიყვანა პაწაწა თიო და მკერდთან მიიხუტა. თიომ ტუჩებით მონახა ლუს მკერდი და ხარბად დაუწყო წოვა. ლუს მკერდიდან თეთრი სითხე წამოვიდა. - უი, რძე... მეც კი მიყვარს, მაგრამ... საკუთარი ტუჩებით ხომ ვერ მივწვდები?! მშია... - ლუუ, მოვედი... აი, ნაგუა შეჭამე. და ფუნკაც დააყოლე. შიმშილსაც მოგიკლავს და წყურვილსაც. მე კი წავალ... შვილები მელოდებიან. მათაც დავუკრიფე ნაგუა. - წადი, მარ! მაგრამ ხვალაც ხომ მოხვალ? - მოვალ, ლუუ... რამდენიმე დღე ყოველთვის მოვალ! - გელოდები...
დაღამდა. თიო, დედის მკერდს შეეზარდაო თითქოს, გულზე მიეხუტა და ტკბილად და თბილად დაიძინა. - რა პაწაწა ხარ, თიო... მე შენ მიყვარხარ, პატარა!
ლუ ზურგზე დაწვა, თიო გულზე დაიწვინა და შუა ხელები შემოხვია. ახლა მშვიდად იყო, თიო ვერც მისით გადაფოფხდებოდა დედის მკერდიდან და არც თავად ლუს გადაუვარდებოდა მიწაზე, სადაც უამრავი მწერი დაცოცავდა. მწერები კი... საკმაოდ შხამიანი მწერები სახლობდნენ ირგვლივ.
* * * სწრაფად გადიოდა დრო. თიო ერთი წლისა გახდა. თავისუფლად დადიოდა, ლაპარაკის დაწყებასაც ცდილობდა.... და ყველას აოცებდა მისი თვალების ფერი. მას არც შავი თვალი ჰქონდა და არც თაფლისფერი. ზღვასავით ფერი ჰქონდა თიოს თვალებს...
ერთ დღეს ლუმ ენაც კი აუსვა თვალზე. აინტერესებდა, რა ჰქონდა თიოს თვალების ნაცვლად. ჩვეულებრივი თვალი დახვდა. მარს აჩვენა. მანაც გაოცებით შეხედა უცნაური თვალისფერიან თიოს და მხრები აიჩეჩა. - ლუ, ნამდვილად ეს გავაჩინეთ? არც ღინღლით შეიმოსა, თვალებიც უცნაური ფერის აქვს... რატოა ასეთი უცნაური? - კი, მარ, ნამდვილად ესაა. არც მე ვიცი, რა სჭირს. კიდევ კარგი, შუა ხელები მაინც ამოსდის. აი, შეხედე? - ხო, კარგია, ამით მაინც რომ გვგავს! წარმოგიდგენია, რა მახინჯი იქნებოდა ამ ხელების გარეშე? - მხოლოდ მახინჯი? მერე რითი დაიჭერდა ბუშტა მუცელს? თითიანი ხელებით? - და გაქცევა რომ დასჭირებოდა? მხოლოდ ორი ფეხით ირბენდა? კარგია, რომ თანდათან გვემსგავსება! - ხო, ძალიან კარგია, მარ!...
კიდევ გავიდა რამდენიმე გაზაფხული. 5 წლის თიოს ლუმ ხეზე ცოცვაც ასწავლა, ზღვაში ცურვაც, საჭმლის მოპოვებაც... ერთი რამ აწუხებდა მხოლოდ, - თიოს უბალნო კანი! მხოლოდ თავზე ამოუვიდა ბალანი და ისიც შავი კი არ იყო? რაღაც მოყვითალო ფერებში გადადიოდა.
- რა ვქნა, მაარ? რატოა ასეთი სხვანაირი? არ გავს ჩვეულებრივ პატარას. - ნუ დარდობ, ლუუუ... არ გამოგვივიდა ლამაზი შვილი... გინდა, კიდევ ვცადოთ? - შენ მთავაზობ მამობას? - თუ გინდა, მე ვიქნები დედა და შენ მამა იყავი, ლუუ... მაინც, ისიც ხომ ჩვენი შვილი იქნება? - არა, შენ იყავი მამა, მარ!...
.....
და ლოტური 1 წლის თავზე ლუს კიდევ ერთი პატარა შეეძინა. მას ლუმა დაარქვეს. ლუმა მშობლებისგან მხოლოდ ზომებით განსხვავდებოდა. ყავისფერი რბილი ქათიბით ჰქონდა დაფარული მთელი სხეული... ოდნავი სიელმე უხდებოდა კიდეც მის კუპრივით შავ თვალებს...
ამასობაში თიო 8 გაზაფხულისა გახდა. თანდათან დაემსგავსა ლოტელებს მისი 6 კიდურით, მაგრამ... არა და არ ამოუვიდა ბალანი სხეულზე. თეთრად ანათებდა მისი ნაზი კანი... მზისფრად უელავდა თმა... ზღვისფრად უღელავდა თვალები... მრავლისმნახველი ლოტელები კეთროვანივით გაურბოდნენ მასთან სიახლოვეს და მხოლოდ ზურგსუკან ჩურჩულებდნენ: - შეხედეთ, ორივე თვალით სწორად იყურება... - საკუთარი ცხვირის წვერსაც კი ვერ ხედავს... რა სიმახინჯეა! - არ სცივა მაინც? სულ არ აქვს ტანზე ბალანი. - კიდევ კარგი ხელები მაინც აქვს საკმარისი... - ჰო.... გახსოვს? თავიდან, როცა დაიბადა, მხოლოდ 4 კიდური ჰქონდა: 2 ხელი და 2 – ფეხი... და ორივე შუა ხელი – მერე ამოუვიდა. - მოკლედ, მახინჯი გვყავს თემში... არადა საყვარელი პატარაა... - ხო, ძალიან მკვირცხლია. დედაზე უკეთ დაცოცავს ხეებზე.
ეს ლაპარაკი თიოს ყურამდეც აღწევდა, მაგრამ ბევრს ვერაფერს გებულობდა, რა უნდოდათ მისგან თემის წევრებს.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. პირველ რიგში მოგესალმებით ქალბატონო თამარ...დიდი ხანია გაცვლა არ წამიკითხავს და მხოლოდ დღეს გამოვნახე დრო...ძალიან ცუდი ადამიანი ვარ :D :D თქვენს გვერდზე რომ შემოვედი და დავინახე ბევრი თავი არ მქონდა გამოტოვებული, გამიხარდა...(იმედია მაპატიებთ)
ამ თავს რაც შეეხება ძალიან საინტერესო იყო..ცოტა ეს მშობიარობის სცენა არ იყო სასაიმოვნო :D თან ეს მაარი რა ცუდი მამა ყოფილა. პირველ რიგში მოგესალმებით ქალბატონო თამარ...დიდი ხანია გაცვლა არ წამიკითხავს და მხოლოდ დღეს გამოვნახე დრო...ძალიან ცუდი ადამიანი ვარ :D :D თქვენს გვერდზე რომ შემოვედი და დავინახე ბევრი თავი არ მქონდა გამოტოვებული, გამიხარდა...(იმედია მაპატიებთ)
ამ თავს რაც შეეხება ძალიან საინტერესო იყო..ცოტა ეს მშობიარობის სცენა არ იყო სასაიმოვნო :D თან ეს მაარი რა ცუდი მამა ყოფილა.
28. კიდევ კარგი, ამობეჭდილზე წამაკითხე. რა წაიკითხავდა ამდენს მონიტორზე? 5 კიდევ კარგი, ამობეჭდილზე წამაკითხე. რა წაიკითხავდა ამდენს მონიტორზე? 5
27. კიდევ კარგი, ამობეჭდილზე წამაკითხე. რა წაიკითხავდა ამდენს მონიტორზე? 5 კიდევ კარგი, ამობეჭდილზე წამაკითხე. რა წაიკითხავდა ამდენს მონიტორზე? 5
26. შენ მთავაზობ მამობას? - თუ გინდა, მე ვიქნები დედა და შენ მამა იყავი, ლუუ...
:) საინტერესოაა ;) შენ მთავაზობ მამობას? - თუ გინდა, მე ვიქნები დედა და შენ მამა იყავი, ლუუ...
:) საინტერესოაა ;)
25. [url=http://www.radikal.ru][img]http://i051.radikal.ru/0912/24/f018e56174e9.gif[/img][/url]
გაგრძელებას ველიით!!! გაგვაოცეე კიდევ ერთხეელ :) [url=http://www.radikal.ru][img]http://i051.radikal.ru/0912/24/f018e56174e9.gif[/img][/url]
გაგრძელებას ველიით!!! გაგვაოცეე კიდევ ერთხეელ :)
24. ნუ დარდობ, ლუუუ... არ გამოგვივიდა ლამაზი შვილი... გინდა, კიდევ ვცადოთ? - შენ მთავაზობ მამობას? - თუ გინდა, მე ვიქნები დედა და შენ მამა იყავი, ლუუ... მაინც, ისიც ხომ ჩვენი შვილი იქნება? ძალიან ძალიან საინტერესოა აქ და რიდის იქნება შემდეგი ვეღარ ვითმენ ქალბატონო თამარ :):) ნუ დარდობ, ლუუუ... არ გამოგვივიდა ლამაზი შვილი... გინდა, კიდევ ვცადოთ? - შენ მთავაზობ მამობას? - თუ გინდა, მე ვიქნები დედა და შენ მამა იყავი, ლუუ... მაინც, ისიც ხომ ჩვენი შვილი იქნება? ძალიან ძალიან საინტერესოა აქ და რიდის იქნება შემდეგი ვეღარ ვითმენ ქალბატონო თამარ :):)
23. თამარ, როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ!!! არაჩვეულებრივი ისტორია!!! კარგი ხარ!!! იდღეგრძელე შენა!!! თამარ, როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ!!! არაჩვეულებრივი ისტორია!!! კარგი ხარ!!! იდღეგრძელე შენა!!!
22. :) კიდევ კარგი გეაზე ვარ დაბადებული :)) ქალბატონო თამარ, თქვენ იმდენს აღწერთ ამ პლანეტებს, რომ ბოლოს ყველანი შვებით ამოვისუნთქებთ, რომ გეადან და გეაზე ვართ ყველანი :) :) :) კიდევ კარგი გეაზე ვარ დაბადებული :)) ქალბატონო თამარ, თქვენ იმდენს აღწერთ ამ პლანეტებს, რომ ბოლოს ყველანი შვებით ამოვისუნთქებთ, რომ გეადან და გეაზე ვართ ყველანი :) :)
21. მაგარი ხარ თამარ! მაგარი ხარ თამარ!
20. აი უშრომია ამ ადამინს და თან ნიჭიერად
აი უშრომია ამ ადამინს და თან ნიჭიერად
19. წმინდა ნიკოლოზის მადლი შეგეწიოს.....;) წმინდა ნიკოლოზის მადლი შეგეწიოს.....;)
18. მათე-ბიჭო, ლოტელები - ადამიანისნაირები არ არიან და როგორ უნდა აღიქვა ადამიანებად? სრულიად გასაგები ემოციაა... :)))))))))))) მათე-ბიჭო, ლოტელები - ადამიანისნაირები არ არიან და როგორ უნდა აღიქვა ადამიანებად? სრულიად გასაგები ემოციაა... :))))))))))))
17. საინტერესოა...მაგრამ რატომღაც ვერ ვიღებ ამ ლოტელებს.... ანუ ადამიანისნაირებად ვერ აღვიქვი...... ისე კი კეთილები არიან....როგორც პატარა მაიმუნები....... თამარ, მაპატიე.... არ გეწყინოს, რა... თავად ამბავი კი საოცარი გატაცებით იკითხება.......;) საინტერესოა...მაგრამ რატომღაც ვერ ვიღებ ამ ლოტელებს.... ანუ ადამიანისნაირებად ვერ აღვიქვი...... ისე კი კეთილები არიან....როგორც პატარა მაიმუნები....... თამარ, მაპატიე.... არ გეწყინოს, რა... თავად ამბავი კი საოცარი გატაცებით იკითხება.......;)
16. სიმართლე გითხრა დიდ სიამმოვნებას მანიჭებს თაიას ამბები. სიმართლე გითხრა დიდ სიამმოვნებას მანიჭებს თაიას ამბები.
15. მაგარი ხარ რა თამრი, რა სიზუსტით გაქვს ლოტის ამბები აღწერილი. ჰარირამაც ზუსტად ასე მიყვებოდა თავის სამშობლოსა და თანამემამულე ლოტელებზე. მასაც სიგიჟემდე უყვარდა 6 კიდურა ბებიას გაკეთებული ნაგუას კომპოტი.:) მაგარი ხარ რა თამრი, რა სიზუსტით გაქვს ლოტის ამბები აღწერილი. ჰარირამაც ზუსტად ასე მიყვებოდა თავის სამშობლოსა და თანამემამულე ლოტელებზე. მასაც სიგიჟემდე უყვარდა 6 კიდურა ბებიას გაკეთებული ნაგუას კომპოტი.:)
14. თიოს თვალები და თმა! ყველგან ერთნაირი მომწონს! :))))):)))):)))))) თიოს თვალები და თმა! ყველგან ერთნაირი მომწონს! :))))):)))):))))))
12. "ლოტელები იკვებებიან ველურად მზარდი მცენარეებითა და ფაუნის “დაბალგანვითარებული” წარმომადგენლებით. ნანადირევს - შემწვარს მიირთმევენ. წვავენ ან ნაღვერდალზე, ან შამფურზე წამოგებულს. მოხარშული საჭმელი რა არის, მათ არ იციან. სოფლის მეურნეობას არ მისდევენ, ამიტომ მცენარეთა კულტურული ჯიშებითა და შინაური პირუტყვის ხორცით ვერ იკვებებიან. კიდევ რა გაინტერესებს? ტანსაცმელს ლოტელები არ ატარებენ: იქ ხომ ყველა ერთნაირია!!! ლოტელები ცხოვრობენ ბამბუკის მაგვარი მცენარეებით შეკრულ ქოხებში, რომლებიც ერთმანეთის სიახლოვეს აქვთ აგებული. ტრანსპორტის მოვალეობას წევს საკუთარი 2 ან 4 ფეხი. ცურვაც ყველა ლოტელმა იცის, რაც მდინარეთა გადასალახად არის საჭირო, ხოლო შორ დისტანციაზე წასვლა - არაფერში სჭირდებათ. ამიტომ, ლოტზე ტრანსპორტი არ არსებობს....."
დათო, დაკვირვებით წაიკითხე-ხოლმე ახალ პლანეტაზე წასვლამდე რას ეუბნება გიორგი თეოს... (იხ. თავი 12). "ლოტელები იკვებებიან ველურად მზარდი მცენარეებითა და ფაუნის “დაბალგანვითარებული” წარმომადგენლებით. ნანადირევს - შემწვარს მიირთმევენ. წვავენ ან ნაღვერდალზე, ან შამფურზე წამოგებულს. მოხარშული საჭმელი რა არის, მათ არ იციან. სოფლის მეურნეობას არ მისდევენ, ამიტომ მცენარეთა კულტურული ჯიშებითა და შინაური პირუტყვის ხორცით ვერ იკვებებიან. კიდევ რა გაინტერესებს? ტანსაცმელს ლოტელები არ ატარებენ: იქ ხომ ყველა ერთნაირია!!! ლოტელები ცხოვრობენ ბამბუკის მაგვარი მცენარეებით შეკრულ ქოხებში, რომლებიც ერთმანეთის სიახლოვეს აქვთ აგებული. ტრანსპორტის მოვალეობას წევს საკუთარი 2 ან 4 ფეხი. ცურვაც ყველა ლოტელმა იცის, რაც მდინარეთა გადასალახად არის საჭირო, ხოლო შორ დისტანციაზე წასვლა - არაფერში სჭირდებათ. ამიტომ, ლოტზე ტრანსპორტი არ არსებობს....."
დათო, დაკვირვებით წაიკითხე-ხოლმე ახალ პლანეტაზე წასვლამდე რას ეუბნება გიორგი თეოს... (იხ. თავი 12).
11. მომწონს თამარ! კარგი წასაკითხია, როგორც ყოველთვის. კეთილი სურვილებით. მომწონს თამარ! კარგი წასაკითხია, როგორც ყოველთვის. კეთილი სურვილებით.
10. ესეიგი მომეწონებოდა,რადგან ორივე მიყვარს:):):):) სხვა რამე საჭმელი თუ მოიპოვება მაგ პლანეტაზე?მაგალითად ხორცისმაგვარს თუ ჭამენ რამეს, ან ალკოჰოლური სასმელი თუა? გასართობი აქვთ რამე?სათამაშოები თუ აქვთ,ან ექიმები თუ არა,ექიმბაშები მაინც,რადგან ტკივილი სცოდნიათ... მდიდრები და ღარიბები თუ არიან,ქონებაში რას თვლიან და სიბოროტე თუ არსებობს,ან სალოცავი აქვთ რამე? ძალიან ბევრი კითხვები დავსვი ალბათ,მაგრამ ისე დამაინტერესა რომ თავისთავად გამიჩნდნენ.. ესეიგი მომეწონებოდა,რადგან ორივე მიყვარს:):):):) სხვა რამე საჭმელი თუ მოიპოვება მაგ პლანეტაზე?მაგალითად ხორცისმაგვარს თუ ჭამენ რამეს, ან ალკოჰოლური სასმელი თუა? გასართობი აქვთ რამე?სათამაშოები თუ აქვთ,ან ექიმები თუ არა,ექიმბაშები მაინც,რადგან ტკივილი სცოდნიათ... მდიდრები და ღარიბები თუ არიან,ქონებაში რას თვლიან და სიბოროტე თუ არსებობს,ან სალოცავი აქვთ რამე? ძალიან ბევრი კითხვები დავსვი ალბათ,მაგრამ ისე დამაინტერესა რომ თავისთავად გამიჩნდნენ..
9. უცნაური და საყვარელია ეს თიო! რა კარგი პერსონაჟი დაგიხატავს, თამარ! მომეწონა ეს თავიც! 55555 უცნაური და საყვარელია ეს თიო! რა კარგი პერსონაჟი დაგიხატავს, თამარ! მომეწონა ეს თავიც! 55555
8. ფუნკა - ფორთოხალს გავს და ნაგუა - უფრო ყუათიანია... კარაქიანი პურივით გაგაძღობს... :)))))))))) ნესვივითაა... ფუნკა - ფორთოხალს გავს და ნაგუა - უფრო ყუათიანია... კარაქიანი პურივით გაგაძღობს... :)))))))))) ნესვივითაა...
7. თამრიკო მაგარია მაგრამ ცოტაა,სულმოუთქმელად ველოდები შემდეგს. საჭმელისა და სასმელის სახელები მომეწონა "ნაგუა" და "ფუნკა" ნეტავ მომეწონებოდა? დედამიწაზე არსებულ რომელ საჭმელს გავს მაინც გემოთი?:);) თამრიკო მაგარია მაგრამ ცოტაა,სულმოუთქმელად ველოდები შემდეგს. საჭმელისა და სასმელის სახელები მომეწონა "ნაგუა" და "ფუნკა" ნეტავ მომეწონებოდა? დედამიწაზე არსებულ რომელ საჭმელს გავს მაინც გემოთი?:);)
6. რატო, ჭაო? წინა თავში, მგონი, გარკვევით ეწერა, თემებად ცხოვრობენო... და თემში ერთმანეთის სიახლოვეს დადგმული 2 სახლი - ქართული ტრადიციური ოჯახია? რაღაც არ მგონია! :))))))))))))) რატო, ჭაო? წინა თავში, მგონი, გარკვევით ეწერა, თემებად ცხოვრობენო... და თემში ერთმანეთის სიახლოვეს დადგმული 2 სახლი - ქართული ტრადიციური ოჯახია? რაღაც არ მგონია! :)))))))))))))
5. არა, მაგრამ მხოლოდ მე და შენ რომ ვიცხოვროთ ახლოს? მარტოს მეშინია, მარ! ლუს ტრადიციული...დედამიწირური...ქართული ოჯახი უნდა?...კარგი რა თამრო,კარგი რა!!!!!...
საყვარელი არსებები არიან...რაღაცნაირები...ცუნცულები...555
არა, მაგრამ მხოლოდ მე და შენ რომ ვიცხოვროთ ახლოს? მარტოს მეშინია, მარ! ლუს ტრადიციული...დედამიწირური...ქართული ოჯახი უნდა?...კარგი რა თამრო,კარგი რა!!!!!...
საყვარელი არსებები არიან...რაღაცნაირები...ცუნცულები...555
4. თვალების ფერი არსად არ იკარგება :) თვალების ფერი არსად არ იკარგება :)
3. თამარს არ ამოუყვანია , თვითონ ამოვიდა:) დააბერე თამარ , ამ პლანეტაზე , ნუ ჩამოაგდებ ნაგუას კრეფის დროს ხიდან და ნუ გაუტეხავ Iმუბალნო ტავს , ცოდოა, აქ მაინც დააბერე:) თამარს არ ამოუყვანია , თვითონ ამოვიდა:) დააბერე თამარ , ამ პლანეტაზე , ნუ ჩამოაგდებ ნაგუას კრეფის დროს ხიდან და ნუ გაუტეხავ Iმუბალნო ტავს , ცოდოა, აქ მაინც დააბერე:)
2. საყვარლად სასაცილო თიო!.
გამეხარდი ამ დილით თამარ! საყვარლად სასაცილო თიო!.
გამეხარდი ამ დილით თამარ!
1. :)) თიოო :) :-* რა საყვარელიააა!!! :) ეს შუა ხელები რაღატომ ამოუყვანე? ყოფილიყო ამითაც განსაკუთრებული ;) :)) თიოო :) :-* რა საყვარელიააა!!! :) ეს შუა ხელები რაღატომ ამოუყვანე? ყოფილიყო ამითაც განსაკუთრებული ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|