ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: პოეზია
16 დეკემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

შემოჩენილი ადამიანი ანუ კუკარაჩა

ბადმინტონს გუშინ დაესიზმრა ცელქი ტენისი,
ჰუმანიტარულ დახმარებას ურტყეს სოფლებმა,
ვიცი დავტენი, შევწკიპავ და მაინც ვერ ვისვრი,
როცა დავრჩებით ტრუსიკების შესამკობლებად -

ბოლოქანქარით, ბოლოკით და ბოლო მაკვირვებს,
ფიცი ფიცია ისე როგორც ატმის მურაბა,
კომუნისტები ეწევიან მოხუც საყვირებს,
რანდატფლიაკი გააკეთა წყალში ზურაბამ

გოგონა ხურავს მთელს უბანს და სუპერ მარიოს,
ხოლო ბიჭები კისრისტეხით სახლში მორბიან,
მარჩიელს სურს რომ მის საქმეში არვინ ჩარიოს -
ხსნის ჯადოს, თვალს და განტოლებებს ორუცნობიანს.

შორ გზას დადიან მშვიდობა კი მაინც არ არის,
დღეს ყველა წიგნი დამალულა სხვის სხვის ზონარში,
რად გინდა ძმაო მეტი დარდი, მეტი ზარალი,
ლუი ამსტრონგში შეუტოპავს ჰამლეტ გონაშვილს.

თუმც ახლა ვზივარ შტანგაზე და ქუსლით დავდივარ,
დეპუტატები ყოველ ღამით ჩუმად ტირიან,
მე შემიძლია მიგატოვო ისე, მარტივად,
მაგრამ ერთ ნაფაზს, მაინც ვურტყამ, გასაკვირია -

ჩემო ელემო, ჩემო კენტო, ჩემო მარლბორო,
ჰოდა რა გიყოთ უფულობას ისევ ვიფერებ,
შენ რაც არ უნდა მეარშიყო, მსვა და მაბოლო,
მე ბოლოს მაინც შევაგინებ სულით ცისფერებს.

ამ ლექსის ავტორს სიკეთე და მუზათ ხერია,
გვახსოვდეს სადაც გვისროლია ერთ დროს ის არი,
ვიღაცა მეტყვის სისულელე დაგიწერია
და ვინც არ იტყვის  სისულელე აი ის არი.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები