| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პოეზია 24 დეკემბერი, 2009 |
"მე რომ პოეტი არ ვყოფილიყავ ვუმეგობრებდი ქურდსა და თაღლითს" სერგეი ესენინი
ხართ პოეტები, არ მეგობრობთ ქურდთან, თაღლითთან ხართ პოეტები, თქვენ სული გაქვთ ასე ფაქიზი, თქვენ ტრფიალება პოეზიის არასდროს გღლით და მზე პოეზიის, მზე ძვირფასი თქვენ სულში გიზით.
თქვენ სილამაზის უსასრულოდ ხართ მოტრფიალე ამ ტრფიალების დაგინთიათ გულში კოცონი, თქვენ სიყვარულის უკვე ბევრი შესვით ფიალა და ფურცელს ანდობთ განცდებს, გრძნობებს, მძაფრად მოწოლილს.
მე მჯერა, მჯერა ამ გრძნობების და ამ განცდების ამ სილამაზის, მარადიულ სინაზის მჯერა, ტალღა მქუხარე ნაპირს მძლავრად რომ გადასცდება და ემოცია საოცარი თქვენშია ჯერაც.
ხართ პოეტები, არ მეგობრობთ ქურდთან, თაღლითთან ხართ პოეტები, თქვენ სული გაქვთ ასე ფაქიზი, თქვენ ტრფიალება პოეზიის არასდროს გღლით და მზე პოეზიის, მზე ძვირფასი თქვენ სულში გიზით.
2ნოემბერი 2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ეს ყველაზე კარგი ლექსია იქედან, რაც აქ გიდევს, სხვების რითმები სუსტია ძალიან (ნუ ბოლომდე ძლიერი არც აქაა) და თან ის ლექსები სულ გრანელს ეძღვნება თითქმის, კარგია რო გიყვარს და პატივს სცემ დიდ პოეტებს, მაგრამ თუ გინდა რომ შენც რამე შექმნა ყოველთვის მათი გავლენისგან თავის დაღწევას უნდა ეცადო წერის დროს. ეს ჩემი გულახდილი აზრია და წარმატებებს გისურვებ. +2 ამ ლექსში :) ეს ყველაზე კარგი ლექსია იქედან, რაც აქ გიდევს, სხვების რითმები სუსტია ძალიან (ნუ ბოლომდე ძლიერი არც აქაა) და თან ის ლექსები სულ გრანელს ეძღვნება თითქმის, კარგია რო გიყვარს და პატივს სცემ დიდ პოეტებს, მაგრამ თუ გინდა რომ შენც რამე შექმნა ყოველთვის მათი გავლენისგან თავის დაღწევას უნდა ეცადო წერის დროს. ეს ჩემი გულახდილი აზრია და წარმატებებს გისურვებ. +2 ამ ლექსში :)
15. წამახალისებელ ხუთიანებს ვფიქრობ, პირდაპირ თქმა ჯობია. მესმის, ხუთიანები ადრესატისათვის კიდევ ერთი დამატებითი შანსის, დამატებითი შესაძლებლობის დატოვების მცდელობაა, თუკი ადრესატს შეუძლია რაიმე ღირებულის შექმნა, მაგრამ ხარვეზთა ნათელყოფაც საჭიროა, გარწმუნებთ საკითხისადმი იმპერატორ ნერონისეული, ან იგივე იმპერატორ ადრიანესეული დამოკიდებულება არ მახასიათებს. წამახალისებელ ხუთიანებს ვფიქრობ, პირდაპირ თქმა ჯობია. მესმის, ხუთიანები ადრესატისათვის კიდევ ერთი დამატებითი შანსის, დამატებითი შესაძლებლობის დატოვების მცდელობაა, თუკი ადრესატს შეუძლია რაიმე ღირებულის შექმნა, მაგრამ ხარვეზთა ნათელყოფაც საჭიროა, გარწმუნებთ საკითხისადმი იმპერატორ ნერონისეული, ან იგივე იმპერატორ ადრიანესეული დამოკიდებულება არ მახასიათებს.
13. როგორ არა ღრუბელო, გაიხსენე გალაკტიონის ლექსი : "თქვენ ისეთი კარგი ხართ თქვენ პოეტი ბრძანდებით" :D როგორ არა ღრუბელო, გაიხსენე გალაკტიონის ლექსი : "თქვენ ისეთი კარგი ხართ თქვენ პოეტი ბრძანდებით" :D
12. პოეტი, მაინცდამაინც კარგი ადამიანის სინონიმი არ არის, ჩემი მოკრძალებული აზრით. არც ის ნიშნავს კარგ ადამიანობას, ქურდთან და თაღლითთან რომ არ მეგობრობ, პირიქით, ეს ჩვენს ქედმაგლობაზე თუ ამპარტავნებაზე მიუთითებს, ვფიქრობ. ლექსი, როგორც ასეთი, ცუდი არ არის, უბრალოდ შინაარსია ჩემთვის აბსურდული. 2 და წარმატებები. პოეტი, მაინცდამაინც კარგი ადამიანის სინონიმი არ არის, ჩემი მოკრძალებული აზრით. არც ის ნიშნავს კარგ ადამიანობას, ქურდთან და თაღლითთან რომ არ მეგობრობ, პირიქით, ეს ჩვენს ქედმაგლობაზე თუ ამპარტავნებაზე მიუთითებს, ვფიქრობ. ლექსი, როგორც ასეთი, ცუდი არ არის, უბრალოდ შინაარსია ჩემთვის აბსურდული. 2 და წარმატებები.
11. 3. ახლა მე არაფერს არ გეტყვი, მაგრამ 2 თვის მერე გადაიკითხე და თუ მაინც ვერაფერს მიხვდები, მაშინ მე უნდა მეთქვა დადუ. 2009-12-24 15:07:21
მეც ამ გოგონის პონტში ვარ რა:)
3. ახლა მე არაფერს არ გეტყვი, მაგრამ 2 თვის მერე გადაიკითხე და თუ მაინც ვერაფერს მიხვდები, მაშინ მე უნდა მეთქვა დადუ. 2009-12-24 15:07:21
მეც ამ გოგონის პონტში ვარ რა:)
10. არის კარგი ადგილ(ებ)ი არის კარგი ადგილ(ებ)ი
9. ესეიგი ალბერ ჟან ჰენრიხ ჰინცმა თქვა რომ ეს არ ვარგა...... :D ესეიგი ალბერ ჟან ჰენრიხ ჰინცმა თქვა რომ ეს არ ვარგა...... :D
7. კარგია ძალიან ! კარგია ძალიან !
6. "ზოგიერთ ფრაზაში "თქვენ" რატომ მეორდება?! რიტმისთვის სხვა სიტყვის ჩასმაც შეიძლება. გულიანი ლექსია. თეა თაბაგარი" ყველანაირად ვეთანხმები და დავამატებ რომ გულიანი ლექსი კი არის მაგრამ ის ემოცია და გრძნობა მაინც ვერ მოაქვს რაც წესით უნდა მოეტანა,მსგავსი შინაარსის ლექსს... "ზოგიერთ ფრაზაში "თქვენ" რატომ მეორდება?! რიტმისთვის სხვა სიტყვის ჩასმაც შეიძლება. გულიანი ლექსია. თეა თაბაგარი" ყველანაირად ვეთანხმები და დავამატებ რომ გულიანი ლექსი კი არის მაგრამ ის ემოცია და გრძნობა მაინც ვერ მოაქვს რაც წესით უნდა მოეტანა,მსგავსი შინაარსის ლექსს...
5. ზოგიერთ ფრაზაში "თქვენ" რატომ მეორდება?! რიტმისთვის სხვა სიტყვის ჩასმაც შეიძლება. გულიანი ლექსია. ზოგიერთ ფრაზაში "თქვენ" რატომ მეორდება?! რიტმისთვის სხვა სიტყვის ჩასმაც შეიძლება. გულიანი ლექსია.
3. ახლა მე არაფერს არ გეტყვი, მაგრამ 2 თვის მერე გადაიკითხე და თუ მაინც ვერაფერს მიხვდები, მაშინ მე უნდა მეთქვა :) ახლა მე არაფერს არ გეტყვი, მაგრამ 2 თვის მერე გადაიკითხე და თუ მაინც ვერაფერს მიხვდები, მაშინ მე უნდა მეთქვა :)
2. თქვენ ტრფიალება პოეზიის თქვენ სულ არ გღლით და თქვენ პოეზიის მზე ძვირფასი თქვენ სულში გიზით. :)
თქვენ ტრფიალება პოეზიის თქვენ სულ არ გღლით და თქვენ პოეზიის მზე ძვირფასი თქვენ სულში გიზით. :)
1. "ხართ პოეტები, არ მეგობრობთ ქურდთან, თაღლითთან..." მიხარია, ასეთი პოეტი რომ არ ვარ. საერთოდ არ ვარ პოეტი.
ლექსი კარგად იკითხება. 2 "ხართ პოეტები, არ მეგობრობთ ქურდთან, თაღლითთან..." მიხარია, ასეთი პოეტი რომ არ ვარ. საერთოდ არ ვარ პოეტი.
ლექსი კარგად იკითხება. 2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|