ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკო...
ჟანრი: პროზა
19 დეკემბერი, 2009


დღეს შენი ქორწილია...

დღეს უფრო გვიან გათენდა ვიდრე ჩვეულებრივ. არც მზე მიყურებს ფანჯრიდან. ჩემი ტელეფონიც ისევ დუმს.დუმს ქუჩები,სახლები,ეზოები, ადამიანები... დღეს არავინ არ მაძლევს შენიშვნებს, თუნდაც ვიმსახურებდე მათ. ყველა  ჩაფიქრებული სახითა და სინანულით სავსე თვალებით მიყურებს, ზედმეტ სითბოსაც კი იჩენენ. ყველას სიყვარულს ვგრძნობ, ზოგს უბრალოდ ვეცოდები და მარტო დღეასაა ჩემს გვერდით.  ვინც მიყვარდა დღესაც მიყვარს, მაგრამ მაინც მარტო მინდა დავრჩეთ მე და სიგარეტი... თვალებში ჩამოჩაჩული თმები, მაგრამ მაინც რო  ჩანს მანდ ჩაგუბებული ზღვა, რომელიც მარტო შენს თვალებშია და რომელმაც წამლეკა...დაუნდობლად თბილი ხმა, ტკივილამდე ნათელი ღიმილი, მე? მე კი უშენობით გადათელილი სახე და უნორმოდ დაგლეჯილი გული მაქვს. ესეც უშენობით. არ შემიძლია უშენოდ, მწურია შენ, გსუნქავ შენ, მაკლიხარ შენ, მჭირდები შენ და არ ვარ შენთან ერთად... დღეს? დღეს ყველაფერი მთვრდება, დღეს მე ვმთავრდები, მაგრამ არა შენ-ჩემში... დღეს შენი ქორწილია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები