ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგონა
ჟანრი: პროზა
1 იანვარი, 2010


მუნჯი ფსიქოლოგის კაბინეტში

ეეე! რა ცუდად ვარ.
ბევრ ემოციას მართმევს გრძნობა, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს.
რა ცუდია იმის მიხვედრა რომ.. რომ გატყუებდნენ. რომ რიგითი ხარ..
ნერვებს მიშლის ჩემი სენტიმენტალიზი და საერთოდ, ჩემი ყველაფერი.
მინდა მალე გავიდეს ჩემგან ეს ალიაქოთი და დავუბრუნდე ჩვეულებრივ ცხოვრებას, როდესაც არ მქონდა გასინჯული ანანასი  და არც მინდოდა/ვფიქრობდი მასზე..
ნატვრის ხე ხომ არ არისო..
ჰმ... როგორ მეზარება ფიქრი ნორმალური პასუხის მოსაძებნად.
ამ ნაწერს ვწერ 20 დეკემბერს. დღეს ვერ გამოვაქვეყნებ, იმიტომ რომ მეორე დღეა რაც ის "მინდა" გამოქვეყნდა ..
იქნებ მერე სხვანაირად ვიყო. იქნებ კი არა , ვიქნები, იმიტომ რომ წამში 3ჯერ ვასწრებ შეცვლას. ეს საშინელებაა.
ფჰჰჰ!! ნერვები მეშლება ჩემს "ცუდად" ყოფნაზე.
ვღიზიანდები, ვბრაზდები, გულისრევის შეგრძნება მემატება..
განა დღეს.. ზოგადად, ცხოვრებისეული რაღაცეების მოგვარება მეზარება. მეზარება სამსახური, ურთიერთობები, სიხარული, წყენა, გეგმები.. ყველაფერი მეზარება.
და აი ეს რაღაცნაირი განწყობა მაღიზიანებს ჩემში. მე ხომ შიგნიდან ბევრი ვარ და ერთ-ერთს აღიზიანებს.
მეორე მშვიდდება რომ ლაპარაკობს, მესამეს ჰ-კიდია, მეოთხეს სძინავს, მეხუთე არ ვიცი..
ოოო!! სიცხე მინდა მაღალი, გათიშვა და ვერ ადგომა 3 დღით.
აი, ამ სამყაროსი რომ არაფერი მესმოდეს. არავის ვეკონტაქტებოდე.
მაგრამ.. მთელ თბილისს მოივლის გრიპები, შეიძლება ოჯახის წევრებსაც დაემართოთ რამე , მე ისე ვიქნები.. შეიძლება სუსტად, მაგრამ ჩაწოლა და ფეხებზე დაკიდება ყველაფრის, არ მეპატიება.
წავედი, წავედი.. საახალწლო ლაგებაა ჩემს სახლში და მივეხმარები.
არადა, როგორ არ მეახალწლება, თქვენ არ იცით.
მეზარება ყველა დღესასწაული. ნეტა მალე გადაიაროს..!
ბოდიშს მოგიხდით მათ, ვისაც ამ "ახალ წლებზე"  ეს ნაწერი შემოგეკითხათ. ამ აბზაცს დღეს, 2010 წლის პირველ დღეს ვამატებ.
ის ზედა ნაწილი იმიტომ არ წავშალე რომ, ეხლაც ისე ვარ და ალბათ ცუდია, მინდა რომ იყოს. როცა ვწერ, ცოტა გადამდისსავით, მეშვება ცოტახანს.
მეტი ფიქრის საშუალება მეძლევა და ეს ფიქრები "სულელი ხარ გოგონა, რეებს განიცდი"-ს მეტს, არაფერს მეუბნებიან.
ვიცი, დრო გავა და გადამივლის. რას არ გადაუვლია, რა არ დამთავრებულა..
მაგრამ ასე ძალიან და ამ სტილის არაფერი განმიცდია.
ნერვები მეშლება რომ ვემსგავსები ამჩატებულ და "არშემდგარი სიყვარულისგან" დასტრესილ გოგოებს. ნერვები მეშლება რომ , არ ვიცი  რატომ, მე ყველაფერში მართალი ვარ და ჩემი ბრალი არაფერია (სიყვარულის ამბავში), მწყინს რომ..
ეე! ნეტა თქვენ რას გერჩით. რა საზიზღრად ეგოცენტრული ადამიანი ვარ.
იცით რა მტკივა ? ის რომ .. ანდა არ ვიტყვი.
უბრალოდ მართლა ძალიან მინდა , ძალიან , ძალაინ ბედნიერი ვიყო.
აი, ბედნიერებისგან ლამაზი ყოფილხართ? გიბრწყინიათ?
გიგრძვნიათ რომ თქვენი კანი ოქროს ელემენტებს შეიცავს და მინიმალურ განათებაზეც კი ბრწყინავს, ანათებს, თვალებში კოცონი გაქვთ, თმა ულამაზესად გაყრიათ მხრებზე, ღიმილი უმშვენიერესი გაქვთ.. თქვენ უხარიხართ, ბედნერი არის თქვენი არსებობით და უფრო მეტი! მის გვერდით ყოფნით.. ის რომ, გიყურებენ და სიცოცხლე უხარიათ, უნდათ რომ სულ, სულ გვერდით, ახლოს ყავდეთ..
გიგრძვნიათ?
იცით ხომ რა ძნელად დასათმობი და გასშვებია. რა საშინელებაა უცებ სადღაც .. აი რბილი საწოლიდან, რომელიც თბილად განათებულ, მყუდრო ოთახში დგას, გადახვიდე ფიცრებისგან შეკრულ რაღაცაზე, საწოლიც რომ არ ეთქმის, რომელიც ნესტიან, პაწია სარკმლიან ოთახში დგას, სადღაც კუთხეში.
  აიი!! ამჩატებული გოგონა. არაფერი განსაკუთრებული ჩემში. როგორ არ მიდნა ყველასნაირი ვიყო. მომაბეზრებელი, სიყალბის გრძნობის აღმძვრელი და არასასურველი.
ჩემი ამდენი ფსევდო სენტიმენტალიზმით და გძნობებ-სათქმელის ვერშეკავებით კი, მათ ვემსგავსები ..
არაფერი რომ გააჩნიათ ფერადი დეტალი ამ სანაცრისფერეთში, და ქონა,  საჭიროდ არც მიაჩნიათ.
რამდენი რამე არ მინდა და რამდენი მინდა. იმას არც კი ვკითხულობ, ღირსი ვარ რომ ?
ვიმსახურებდე მეტს (კარგს) და მომეცეს მეტი.. ნეტავ .

ამ "ნაწერს" არც კი ვკითხულობ, არც ვარედაქტირებ და უბრალოდ მინდა იცოდეთ, არ მაქვს პრეტენზია არაფერზე (მწერლობას,ნაწერებს ვგულისხმობ). მათლა მხოლოდ იმიტომ ვწერ რომ, მეწერება. ამიტომ ნუ  გამასწორებთ მიწასთან უშინაარსობის, დამღლელობის და სხვა მსგავსების გამო.
რატომ ვაქვეყნებ?
აი უბრალოდ.! სურვილი მიჩნდება ხოლმე.  და რადგანაც ამ ვირტუალურ ტერიტორიას "(ჩემი) პირადი გვერდი" ჰქვია, ვბედავ ..
კიდევ ერთხელ ბოდიში აქ თვალშემოცდენილებს.
მაინც ვთვლი რომ ,სხვისი დარდის მოსმენა, განწყობას ცვლის ცუდისკენ. ეს კი ნამდვილად საბოდიშოა.

სიხარულს და ბედნიერებას გისურვებთ.
ბედნიერება კი იცით რა არის ?
როდესაც არაფერი გაკლიათ, ყველაფი ზომიერად გაქვთ.

-რამდენია ჩემზე ბატონო ფსიქოლოგო?
-ფსიქოლოგი მუნჯია, ვერ გიპასუხებთ. მისაღებში გაბრძანდით იქ გეტყვიან თანხას.

თურმე მდივანიც მისმენდა ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები