ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

BUONGIORNO (დავბრუნდი) SIGNORE

მე ისევ მოვედი,
BUONGIORNO SIGNORE,
ახალი განცდებით და ვნებით მთვრალი ვარ,
ჩემიდან თქვენამდე ავლაგმე სიშორე,
მას მერე არც ისე დიდი დრო გავიდა
რაც წვიმა მაცმევდა ფეხდაფეხ შეგრძნებებს,
ვითვლიდი ნაბიჯებს მთვლემარე ხიდებზე ,
თვალები მოგპარე, მოვირგე საწვიმრად,
წასვლისას ვეძებდით სხვადასხვა მიზეზებს.
ახლა ცას ნამი აქვს შემშრალი სხეულზე,
ქარი კი გზად არწევს გადაღლილ გონდოლებს,
მინდება განვდევნო ჩვეული სიმშვიდე
და ჩემი სიგიჟით აგავსო ბოლომდე.
ხომ ხედავთ მე აქ ვარ,
დავბრუნდი SIGNORE
ჯერ ერთი ამბორით შემივსეთ სასმისი,
მერე კი თუ გავქრი, უბრალოდ იცოდეთ,
რომ უსურვილობას უღმერთოდ განვიცდი.
მანამდე, დამისხით სასმელი და მზერა
ცეცხლად თუ მოედო ჭიქიდან ამ ბაგეს,
დავრჩები სანამდე მერქმევა ზმანება,
გრძნობებმა თითებით გონება გაბანგეს...
მეწამულ ღამიდან, ეს მე ვარ ის ქალი,
ჩემივე შეთხზული გმირი რომ გიწოდეთ,
იმ ფილმის, რომელშიც ერთმანეთს კვლავ ავცდით
და მაინც მოვედი
BUONGIORNO SIGNORE.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს