/ მოყმის თავნატირლებიდან /
პურმა ჩემმა ვერ იპურა, ვერც ზედაშემ იზედაშა... გულმაც ჩემმა ვერ იგულა, წყაროც ჩემი ისე დაშრა,
მწყურვალი ვერ დავარწყულე, მშიერი ვერ დავაპურე... სისხლი ღარში გადავწურე - დოლაბი ვერ დავაბრუნე...
ვაი, ჩემო დედას პურო!.. ვაი - ცრემლო მზისფერ მტევნის!.. - გამეტებულთ საერთგულოდ ორგულობა ისევ გვდევნის... უსასო და უსასთუმლო ღამეთა ვართ ისევ მთევნი...
და კვლავ მრუმეს გასცქერს არეს თვალი - წყვილად დასაშრეტი... რად - არც ეს მზე, არც ეს მთვარე, სანუგეშოს არას მეტყვის?!.
რით გიშველო, ჯვარსგაკრულო, ან ზვარ-ბაღო, ან ტყე-ველო?!. ან საყანევ - წყალნაკლულო, წვიმად ცრემლის სათხეველო...
ვაგლახ, სულო, ავად კრულო, ავის მაინც არ-მთნეველო!.. ვაგლახ, ჭვალ და ჭანგ-გაკრულო გულო - ყორანთსათრეველო!.. ვაგლახ - გზაკვალდაკარგულო ჩემო სანთელ-საკმეველო!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. კარგი ლექსია!! მომეწონა :) კარგი ლექსია!! მომეწონა :)
18. ვაი, ჩემო დედას პურო!.. ვაი - ცრემლო მზისფერ მტევნის!.. - გამეტებულთ საერთგულოდ ორგულობა ისევ გვდევნის... 5555 ვაი, ჩემო დედას პურო!.. ვაი - ცრემლო მზისფერ მტევნის!.. - გამეტებულთ საერთგულოდ ორგულობა ისევ გვდევნის... 5555
16. ვაგლახ, სულო, ავად კრულო, ავის მაინც არ-მთნეველო!.. ვაგლახ, ჭვალ და ჭანგ-გაკრულო გულო - ყორანთსათრეველო!.. ვაგლახ - გზაკვალდაკარგულო ჩემო სანთელ-საკმეველო!..
55555
მოკითხვა ძმას იმოს! ვაგლახ, სულო, ავად კრულო, ავის მაინც არ-მთნეველო!.. ვაგლახ, ჭვალ და ჭანგ-გაკრულო გულო - ყორანთსათრეველო!.. ვაგლახ - გზაკვალდაკარგულო ჩემო სანთელ-საკმეველო!..
55555
მოკითხვა ძმას იმოს!
15. მოგიკითხეთ ბატონო იმო, მომენატრა თქვენი ლექსები++ მოგიკითხეთ ბატონო იმო, მომენატრა თქვენი ლექსები++
14. დაგლიჯა რა ! :) ძალიან მაგარია . 555 დაგლიჯა რა ! :) ძალიან მაგარია . 555
13. უძლიერესია!555 უძლიერესია!555
12. ქართველი ადამიანის ტკივილი ! 555 ქართველი ადამიანის ტკივილი ! 555
11. მაპატიეთ ბატონო იმო.... ეს ის შემთხვევაა როდესაც თავს უფლებას ვერ ვაძლევ კომენტარი გავაკეთო ხოლმე .....თქვენ მართლა სახალხო პოეტი ბრძანდებით და "ურაკპარაკის" ფარგლებს სცილდებით ......ძალიან აკლდით საიტს.....
წარმატებას გისურვებთ!!! მაპატიეთ ბატონო იმო.... ეს ის შემთხვევაა როდესაც თავს უფლებას ვერ ვაძლევ კომენტარი გავაკეთო ხოლმე .....თქვენ მართლა სახალხო პოეტი ბრძანდებით და "ურაკპარაკის" ფარგლებს სცილდებით ......ძალიან აკლდით საიტს.....
წარმატებას გისურვებთ!!!
9. რით გიშველო, ჯვარსგაკრულო, ან ზვარ-ბაღო, ან ტყე-ველო?!. ან საყანევ - წყალნაკლულო, წვიმად ცრემლის სათხეველო... მოგიკითხეთ ბატონო იმო დიდი პატივისცემით;;) რით გიშველო, ჯვარსგაკრულო, ან ზვარ-ბაღო, ან ტყე-ველო?!. ან საყანევ - წყალნაკლულო, წვიმად ცრემლის სათხეველო... მოგიკითხეთ ბატონო იმო დიდი პატივისცემით;;)
8. ულამაზესი ლექსია! 55555 ულამაზესი ლექსია! 55555
7. +2 მეტი არ შემიძლია დავწერო, თორე სიამოვნებით :) +2 მეტი არ შემიძლია დავწერო, თორე სიამოვნებით :)
6. გულო - ყორანთსათრეველო!.. აქ მეტკინა 5 გულო - ყორანთსათრეველო!.. აქ მეტკინა 5
5. მოკითხვა ჩემგან მოკითხვა ჩემგან
4. მოგიკითხეთ ბატონო იმო !
დაიკარგეთ ამ ბოლოს ... მოგიკითხეთ ბატონო იმო !
დაიკარგეთ ამ ბოლოს ...
3. მიყვარს თქვენი ქართულსულიანი ლექსები. მიყვარს თქვენი ქართულსულიანი ლექსები.
2. - გამეტებულთ საერთგულოდ ორგულობა ისევ გვდევნის... +2!!! - გამეტებულთ საერთგულოდ ორგულობა ისევ გვდევნის... +2!!!
1. მოქნილი კალამი გაქვს... გაიხარე! 5 მოქნილი კალამი გაქვს... გაიხარე! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|