 | ავტორი: მაიია ჟანრი: პოეზია 22 დეკემბერი, 2009 |
სიმღერასავით ამოვიჩემე ეს სიცოცხლე და ნაფეხურის მტვერივით ვარ ადევნებული, თან პირსჯვარს ვიწერ, იმიტომ რომ ვიყო შეშლილი... და ნიღბებს ვიცვლი, როგორც ძებნილი თავაწყვეტილი... დავდივარ მთვრალი და ეს სიმთვრალეც მგონია ყალბი, დაგეძებ თითქოს და არც კი ვიცი, ვის ვეძებ შენში?! რა მინდა მაინც? დღევანდელი დღე ხომ ერთი დიდი მოლოდინია... გამიშვი ხელი! დედამიწამდე ერთი სუნთქვაა... რადგან დავეცი და _ფარდის მტვერივით შემიძულა ყოფიერებამ. ქალაქის ნანგრევებში, ქალაქის სიჩუმეში, ქალაქის დენთში... ჩემი მეგობარი, ჩემი მეგობარი წაიქცა მტვერში... ამ სათაურებს ვისთვის თხზავენ? ან ვის სჭირდება? ტკბილ გრილიაჟში ამოვლებული უხამსი ძილი! დალიე სპირიტი! რომ ამან მაინც შეგივსოს მუხტი, მშობლიური ტკივილით სავსე! რომ გაგახელოს და გაგამწაროს! თუმცა ხომ ვიცი, ჩვენში ამდენი ცრემლის არც თვალებია და არც გულები... სად გაქრა ერი? გამიშვი ხელი!! დედამიწამდე ერთი ფურთხია... შენ მთავარია როგორ დაფრინავ და როგორ ხედავ!? და შეგრძნენბების დაცლილი მუხტით, შენს სასთუმალთან როგორც ეული თვლემს განშორება... მე ხვალ არ მოვალ! ან სიყვარული რა არის ნეტა? ჩვენს უკვდავებას ვნების მალამოდ რომ ეფინება?! მე არც კი ვიცი... ეს შეფუთული ბედნიერება რისთვის გვჭირდება?! და ვერც კი ვხედავთ, ამას იმდენად კარგად განვიცდით, ამას იმდენად კარგად ითხოვენ, რომ დამავიწყდა მონანიება... ხელის გულში მყავს გამომწყვდეული რწმენა პატარა და ერთგულების დაკარგულ მარცვალს ვეძებ ამაოდ. მე ხომ ავად ვარ... გამიშვი ხელი! დედამიწამდე ერთი სუნთქვაა! დაღამებამდე ამ ქალაქსაც ჩაყლაპავს მტვერი... აქ განწირული დიდი სცენაა და მე ვბღავივარ, ადევნებული, გაუმაძღარი... ვარდისფერ ფერებს ტყულად ვფერავ, ტყულად ვამბობ, ტყუილად ვეფერები. ვკანკალებ შიშით, შენ კი დამცინი, შენ კი დამცინი და ხარ მართალი! აქ დასრულდება... ტკივილიდან ჩემი იმედი. მომე იმედი, ჩემს იმედებს ესღა აკლიათ! და მე ვარ მთვრალი, იმედებით და სურვილებით სპირიტის დალევა ამისათვის დასანანია... ფეხის მტვერივით ადევნებული ამ წუთისოფელს, მარგალიტებით აუკინძე ძველი საყელო, როცა სარდაფის სცენის მიღმა ვიღაცის ხმაში აღმოვაჩინე სივრცე და ფერი, თვალები ცივი და უსახელო ის იმედი_ დასათმობად რომ გავიმეტე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ჩემი მეგობარი, ჩემი მეგობარი წაიქცა მტვერში...
"ქუჩაში,მტვერში წაიქცა ბავშვი...' ეს გამახსენდა რატომღაც:) მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;) ჩემი მეგობარი, ჩემი მეგობარი წაიქცა მტვერში...
"ქუჩაში,მტვერში წაიქცა ბავშვი...` ეს გამახსენდა რატომღაც:) მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;)
20. ძალიან მომეწონა!წარმატებები:) ძალიან მომეწონა!წარმატებები:)
19. "დედამიწამდე ერთი სუნთქვაა! დაღამებამდე ამ ქალაქსაც ჩაყლაპავს მტვერი... აქ განწირული დიდი სცენაა და მე ვბღავივარ, ადევნებული, გაუმაძღარი..."
.....ჭეშმარიტება....
"დედამიწამდე ერთი სუნთქვაა! დაღამებამდე ამ ქალაქსაც ჩაყლაპავს მტვერი... აქ განწირული დიდი სცენაა და მე ვბღავივარ, ადევნებული, გაუმაძღარი..."
.....ჭეშმარიტება....
18. ვაა :) ეს რატომ არ მქონდა წაკითხულიი?! მომეწონე :-* 555 ვაა :) ეს რატომ არ მქონდა წაკითხულიი?! მომეწონე :-* 555
17. სად გაქრა ერი? -
საკითხავი აი ეს არის!
დამაფიქრებელი ლექსია! მომეწონა - სერიოზულობა!
55555 სად გაქრა ერი? -
საკითხავი აი ეს არის!
დამაფიქრებელი ლექსია! მომეწონა - სერიოზულობა!
55555
16. გაიზარდე მაია დიდი გოგო.
ტკბილად დაიძინე გაიზარდე მაია დიდი გოგო.
ტკბილად დაიძინე
15. ცბიერი_ალბიონი._ მეცადინეობა კეთილი რჩევაა, შენც იმეცადინე ამასობაში უფრო დაიხვეწები რჩევების მიცემაში :) ... ცბიერი_ალბიონი._ მეცადინეობა კეთილი რჩევაა, შენც იმეცადინე ამასობაში უფრო დაიხვეწები რჩევების მიცემაში :) ...
14. კომედიანტი._ დიდი მადლობა კეთილგანწყობისათვის, მეც მომწონს ჩემი სახელი :) წარმატებებს გისურვებ! კომედიანტი._ დიდი მადლობა კეთილგანწყობისათვის, მეც მომწონს ჩემი სახელი :) წარმატებებს გისურვებ!
13. მეტი იმეცადინე მაია! მეტი იმეცადინე მაია!
12. წარმატებას გისურვებ მაია :) სახელი იმდენად მიყვარს რომ .... მომეწონა მოკლედ ლექსი :) წარმატებას გისურვებ მაია :) სახელი იმდენად მიყვარს რომ .... მომეწონა მოკლედ ლექსი :)
11. ყველას დიდი მადლობა შეფასებისათვის, გისურვებთ წარმატებებს. საეთოდ კი ძალიან კარგი საიტია, სიმშვიდეა აქ! :) ყველას დიდი მადლობა შეფასებისათვის, გისურვებთ წარმატებებს. საეთოდ კი ძალიან კარგი საიტია, სიმშვიდეა აქ! :)
10. კარგია. ვნახოთ შემდეგები ;) 5 კარგია. ვნახოთ შემდეგები ;) 5
9. გამიშვი ხელი!
ჩემი ერთი ლექსი გამახსენა :)
თუმცა იმას სულ სხვა დატვირთვა აქვს...
ჰო, თეას დავეთანხმები, ალაგ-ალაგ... გამიშვი ხელი!
ჩემი ერთი ლექსი გამახსენა :)
თუმცა იმას სულ სხვა დატვირთვა აქვს...
ჰო, თეას დავეთანხმები, ალაგ-ალაგ...
8. საინტერესოა, ალაგ-ალაგ უფრო. შემდეგს დაველოდები:) საინტერესოა, ალაგ-ალაგ უფრო. შემდეგს დაველოდები:)
7. ძალიან, ძალიან მომეწონაააა!!!! კიდევ მოვალ აქ :) ძალიან, ძალიან მომეწონაააა!!!! კიდევ მოვალ აქ :)
5. "შენ მთავარია როგორ დაფრინავ და როგორ ხედავ!? " ბეევრჯერ წასაკითხი,რომ ჩაწვდე... :)
"შენ მთავარია როგორ დაფრინავ და როგორ ხედავ!? " ბეევრჯერ წასაკითხი,რომ ჩაწვდე... :)
4. თვალები ცივი და უსახელო ის იმედი_ დასათმობად რომ გავიმეტე!
:) თვალები ცივი და უსახელო ის იმედი_ დასათმობად რომ გავიმეტე!
:)
3. გაიხარე!ეხლა ზუსტად ეგ ლექსი მჭირდებოდა თურმე... გაიხარე!ეხლა ზუსტად ეგ ლექსი მჭირდებოდა თურმე...
1. :) გამიხარდი :) :* ... :) გამიხარდი :) :* ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|