დავიწყებისთვის განწირული ამდენი წამი - ეს მიბჟუტული ნაპერწკლები ჩანაცრულ დღეთა... – ვით ჩაწოლილი ქარით ლერწამი, ხსოვნაში ვიდრე განაგრძობს ფეთქვას,
რიტმარეული ფეთქავს და ტოკავს შეჩვეული ტკივილებს გულიც, რომელსაც უკვე, ვით ნაოჭებმოჯარულ ლოყას, იმ ოდინდელი მზრუნველობით არავინ უვლის...
ძნელია უკვე არიდებაც ფიქრთაგან თავის, როგორც დახშობა სმენისა და დაშრეტა თვალთა... რა ბედენაა თუმცა ერთი უნიჩბო ნავი შეჭიდებული შუა ზღვაში ბოგანო ქართან?!.
ძნელია უკვე უქმად ცქერაც ერთთავად გზისკენ, არათუ უგზოდ ხეტება მხოლოდ... მაგრამ ვით ყველა კოშმარულ სიზმარს, არ შეიძლება, ამ ყოფასაც არ ექნეს ბოლო!..
უდასასრულო ვერ იქნება ვერაფრით ტანჯვაც, არ ჰგავდეს თუნდაც ბოლო მისი ზღაპრების ფინალს!.. და ის, რაც დარჩა, და ის, რაც დარჩა, იტევდეს იქნებ ერთ სიცოცხლედ ღირებულ დილას!..
ადრე თუ გვიან, არ იქნება, არ გაწყდეს ძაფი, ჟამი კვლავ ფრთხილად და ჯიუტად რომ იხვევს თითზე!.. და ნავიც ვიდრე მიატანს ნაპირს, ვინ იცის: - ფარდაც აეხადოს ყველაფრის მიზეზს?!.
ამის გამოა, იმედების დაღლილ ათინათს - მოლოდინს - გული ვიდრემდის უცემს, ვეღარ ელევი სასოების ხავსსაც ადვილად და წინ დარჩენილ ორ პარასკევს რომ ვერ თმობ უცებ...
და გულს არ იტეხს შეჩვეული ტკივილებს გულიც...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მაააგარრრრრრ!
მრავალ ახალ წელს ძია იმო! მაააგარრრრრრ!
მრავალ ახალ წელს ძია იმო!
11. ადრე თუ გვიან, არ იქნება, არ გაწყდეს ძაფი, ჟამი კვლავ ფრთხილად და ჯიუტად რომ იხვევს თითზე!..
მოგიკითხეთ ძია იმო სიყვარულით. იმედია გინახულებთ მალე... ადრე თუ გვიან, არ იქნება, არ გაწყდეს ძაფი, ჟამი კვლავ ფრთხილად და ჯიუტად რომ იხვევს თითზე!..
მოგიკითხეთ ძია იმო სიყვარულით. იმედია გინახულებთ მალე...
10. კარგი ლექსია, ძია იმედო!
თქვენებური გულით და თავისებური რიტმით.
კარგი ლექსია, ძია იმედო!
თქვენებური გულით და თავისებური რიტმით.
9. უდასასრულო ვერ იქნება ვერაფრით ტანჯვაც, არ ჰგავდეს თუნდაც ბოლო მისი ზღაპრების ფინალს!.. და ის, რაც დარჩა, და ის, რაც დარჩა, იტევდეს იქნებ ერთ სიცოცხლედ ღირებულ დილას!.. გაიხარე, ძმა!
უდასასრულო ვერ იქნება ვერაფრით ტანჯვაც, არ ჰგავდეს თუნდაც ბოლო მისი ზღაპრების ფინალს!.. და ის, რაც დარჩა, და ის, რაც დარჩა, იტევდეს იქნებ ერთ სიცოცხლედ ღირებულ დილას!.. გაიხარე, ძმა!
8. ფორმა გამოარჩევს თქვენებიდან ამ ლექსს, იმო ბატონო! გულთბილი მოკითხვა თქვენ და ილექსმრავლეთ სულ! :) ფორმა გამოარჩევს თქვენებიდან ამ ლექსს, იმო ბატონო! გულთბილი მოკითხვა თქვენ და ილექსმრავლეთ სულ! :)
7. და გულს არ იტეხს შეჩვეული ტკივილებს გულიც...
გული ყოველთვის მეცოდება ხოლმე .... კარგი ლექსია :) 555 და გულს არ იტეხს შეჩვეული ტკივილებს გულიც...
გული ყოველთვის მეცოდება ხოლმე .... კარგი ლექსია :) 555
6. მართალი და კარგი ლექსი! - ჩემო იმო. მრავალ ახალ წელს კეთილად და ბედნიერად მეგობარო! მართალი და კარგი ლექსი! - ჩემო იმო. მრავალ ახალ წელს კეთილად და ბედნიერად მეგობარო!
5. უდასასრულო ვერ იქნება ვერაფრით ტანჯვაც, არ ჰგავდეს თუნდაც ბოლო მისი ზღაპრების ფინალს!.. და ის, რაც დარჩა, და ის, რაც დარჩა, იტევდეს იქნებ ერთ სიცოცხლედ ღირებულ დილას!..
დიდხანს სიცოცხლე და სიხარული მოეტანოს ახალ წელს! 5555 უდასასრულო ვერ იქნება ვერაფრით ტანჯვაც, არ ჰგავდეს თუნდაც ბოლო მისი ზღაპრების ფინალს!.. და ის, რაც დარჩა, და ის, რაც დარჩა, იტევდეს იქნებ ერთ სიცოცხლედ ღირებულ დილას!..
დიდხანს სიცოცხლე და სიხარული მოეტანოს ახალ წელს! 5555
4. უდასასრულო ვერ იქნება ვერაფრით ტანჯვაც
რა იმედია... ++ მომეწონა... კარგი ხარ საერთოდაც :) უდასასრულო ვერ იქნება ვერაფრით ტანჯვაც
რა იმედია... ++ მომეწონა... კარგი ხარ საერთოდაც :)
3. მომწონს თქვენი შემოქმედება! 5 მომწონს თქვენი შემოქმედება! 5
2. ძნელია უკვე უქმად ცქერაც ერთთავად გზისკენ, არათუ უგზოდ ხეტება მხოლოდ... მაგრამ ვით ყველა კოშმარულ სიზმარს, არ შეიძლება, ამ ყოფასაც არ ექნეს ბოლო!..:)
:) ძნელია უკვე უქმად ცქერაც ერთთავად გზისკენ, არათუ უგზოდ ხეტება მხოლოდ... მაგრამ ვით ყველა კოშმარულ სიზმარს, არ შეიძლება, ამ ყოფასაც არ ექნეს ბოლო!..:)
:)
1. და გულს არ იტეხს შეჩვეული ტკივილებს გულიც...
რწმენა და სიმხნევე მისურვებია. და გულს არ იტეხს შეჩვეული ტკივილებს გულიც...
რწმენა და სიმხნევე მისურვებია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|