ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Nice
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

..........................

  31 დეკემბერი, 11 საათი, 59 წუთი და 30 წამი... 
  -ადგილი? სადმე შორს, პრესტიჟულ სამთო კურორტზე მაგ: შვეიცარიაში...
  თეთრ ცხენს დააქროლებს თმა გაწეწილი ყინულის დედოფალი და ყველაფერს თეთრ, ფაფუკ ქურქში ხვევს. ირგვლივ მხოლოდ თოვლია, თოვლი და ციდან ცეკვა-ცეკვით მოფარაფატე ფიფქები. სიცოცხლის ნიშანწყალი არსად ჩანს, თითქოს თეთრი უსასრულობა და ცივი მდუმარება ერთად დამსხდარან სამეფო ტახტზე, თავზე სამეფო გვირგვინი დაუდგამთ, ხელში სკიპტრა დაუკავებიათ და ამ თეთრი სამეფოს მბრძანებლებად ქცეულან...
  - თუმცა იქნებ შენიშნეთ კიდეც თქვენი დაკვირვებული თვალით, ჩემო ძვირფასო მკითხველო,  ადგილ-ადგილ თოვლიდან ამომართული გადათეთეთრებული სასტუმროები და პატარ-პატარა ხის კოტეჯები, თეთრ უსასრულობაში რომ უჩინარდებიან?  და თუ თქვენ მახვილ თვალს არ გამოპარვია თეთრ სამეფოში გაბნეული სასტუმროები და ხის კოტეჯები, მაშინ თითოეული მათგანიდან აუცილებლად შენიშნავდით ზეცად ამავალ კვამლს... და -ცოტა სმენაც დაძაბეთ!... – გესმით?!  ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ...
  და ვინ იცის სადამდე გაგრძელდებოდა ეს მდუმარე იდილია, რომ არა მოულოდნელად საიდანღაც გამოჩენილი უამრავი ცისარტყელა, რომლებმაც ერთდროულად გადასერეს თეთრი სამეფოს ზეცა და დედამიწიდან ცისკენ ატყორცნილი უამრავი ვარსკვლავი, რომლებიც ზეცად ასულნი ფერად-ფერად ნაპერწკლებად გაიფანტნენ და დედამიწაზე ჩამოიფიფქნენ... და თეთრ სამეფოში საიდანღაც მოვარდნილი ჟრიამული, რომელმაც რევოლუცია მოახდინა და ტახტიდან ჩამოაგდო მდუმარება.                                                                                                             
  - ეხლა აქეთ მოდი, ოღონდ ჩუ!... ცოტა შიგნითაც ჩავიხედოთ, რით სუნთქავენ, რით სულდგმულობენ თეთრი სამეფოს ბინადარნი... შენობით მიმართვაზე რომ გადავედი არა უშავს, ხო?... -არ მოდიხარ? განცალკევებით მდგომ კოტეჯს ხედავ? აქ ვდგავარ, ფანჯარასთან, ოდნავ ღია დაუტოვებიათ...
  თოვლით გადათეთრებულ არემარეში ჩაფლულ ერთ-ერთ ხის კოტეჯში, შავი ღვინით სავსე მაღალფეხიანი ბოკლებით ხელში, თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული ბუხრის წინ, ხალიჩაზე მიმოფანტულ ბალიშებზე სხედან ორნი, ოთახის განათებას მხოლოდ ცეცხლის ალი  და ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი შეადგენს...
  ოთახში სიყვარულის და ხმელი შეშის წვის მოტკბო-სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, მას ოდნავ მოხსნილი ფანჯრიდან შემოჭრილი მთის ცივი, ოდნავ სუსხიანი ჰავის სუნი და ღვინის დამათრობელი არომატიც ერწყმის...
  - გაოცებულმა რატომ შემომხედე? შენ გგონია სიყვარულს სუნი არ აქვს?! მე კი ვთვლი, რომ აქვს, სუნიც და სხვათაშორის ფერიც!  - რა ლამაზია არა ცეცხლის ალი ბუხარში? შენი არ ვიცი, მე კი არასდროს არაფერი მინახავს იმაზე დამამშვიდებელი და ამავე დროს იმაზე აღგმზნები, როგორც ეს ბუხარში ცეცხლის და შეშის ალერსია...
  წითლად გიზგიზებს ბუხარში ცეცხლი და ყველაფერი უწყინარი ფლირტით იწყება: ჯერ მორიდებითა და მოკრძალებით ეალერსებიან ცეცხლის ენები ხის ნაფოტებს, ნაზად კოცნიან. ცოტა ხანში კი გრძნობები არღვევს ჯებირებს და ვნებით გახელებული ცეცხლის ქვეშ გაწოლილი, ალერსით განაბული, აკვნესებული ხის ნაფოტები სიყვარულისგან იფერფლებიან ...
  - ჰ... ისე გავერთეთ ყურებაში ლამის დაგვავიწყდა! რა? როგორ თუ რა?! რა თქმა უნდა მუსიკა! ბანალურია, მაგრამ აუცილებელი.
  ოთახში კი ხის და შეშის ალერსიანი ტკაცა-ტკუცი სიყვარულის რომანტიკულ მელოდიად ჟღერს...
  - აბა, როგორია? სულ მე რომ ვლაპარაკობ შენც თქვი რამე, რატომ არაფერს იტყვი!? თუმცა ისე მიეწებე ფანჯარას, ისედაც აშკარაა, რომ მეთანხმები! სად შამპანური, სანთლები, რომანტიკული საღამო ელიტურ რესტორანში? და სად შორს, ყველაფრისგან მოწყვეტით, ყოველდღიურობისგან და თუნდაც ახლობელი ადამიანებისგან მოშორებით, სხვა სამყაროში მთებში, თოვლში, პატარა ხის სახლში ანთებული ბუხარი, გრძნობა, შავი ღვინით სავსე ბოკლები და ქალი და მამაკაცი...
  - როცა მთელი არსებით გრძნობ, რომ დედამიწაზე მხოლოდ თქვენ ორნი არსებობთ და ყველაფერი ამასთან შედარებით სრულიად უმნიშვნელოა... და რომ იცოდე 21 საუკუნის მსოფლიოში, როცა ყოველდღიურად ყველაფერი საოცარი სისწრაფით მიიწევს წინ პროგრესისკენ (ან იქნებ რეგრესისკენ), მე ცხოვრების ფერხულში ჩაბმული, გავრიბავარ შეუჩერებლად, შეუსვენებლად, წინ მივიწევ  და ვიცი, რომ თუ გავჩერდები ან თუნდაც ოდნავ შევანელებ სვლას შეიძლება სულ უკანა რიგებში გადავინაცვლო... და რომ იცოდე რამდენჯერ გულით, გონებით და სხეულის თითოეული უჯრედით მინატრია მსგავსი საღამო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები