ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: buko
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2010


შემოეჩვია თბილისს ნისლები

შემოეჩვია თბილისს ნისლები,
ქუჩებს უნათებს თეთრი ისრებით,
ჩაეხუტება როგორც მეგობარს,
არ დაგვტოვებსო, მეც კი მეგონა.

მაინც დაგვტოვა, მაინც წავიდა,
ნარიყალადან მოსჩანს მთაწმინდა,
ისევ გამოჩნდა ნაგვის ურნები
შიგნით ჩამძვრალი ბომჟის გულებით

ისევ გამოჩნდა პატარა ბავშვი,
ხელგაწვდილი დგას, არა აქვს სახლი.
ისევ გამოჩნდა ბინძური მტკვარი,
ხალხი უგულო, სულებით მკვდარი.

ისევ გამოჩნდა ალექსანდროვი,
"მოზასავეთა" გულის მნათობი,
ისევ გამოჩნდნენ მეთევზეები,
ჭიაყელებით სავსე ვედრებით

ისევ გამოჩნდა ბოზთა არმია,
ცირკთან, ვაგზალზე, ყველგან არიან,
ისევ გამოჩნდა ტაქსების რიგი,
პატარა ბავშვიც უგულო, ფლიდი

ისევ გამოჩნდა "გოგჩოთა" ჯოგი,
დავობენ ვისი ჯობდა ამბორი,
რაც კი იპოვნეს  ყელზე ჰკიდიათ,
თან სხვისი აზრი    ***-ზე კიდიათ

ისევ გამოჩნდა ჩვენი ქალაქი,
ვითომ ფარული, ცხადი ამალით,
კაცი კაცს ხელს კრავს და მტკვარში ისვრის,
მოგენატრება კაცს ისევ ნისლი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები