ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაიია
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2010


მზის კიდობანთან ნამიანი ყვავილი დამრჩა...

დილამ....
ლუდის ბოთლივით გააღო ხახა...
და გაქექილი "ჯინსის" ჯიბიდან,
უკანასკვნელი ,,თეთრი’’ წამართვა...
რაა მამული?!
თუ მოლოდინი თეთრი ქაფივით თან გაიყოლა?!
რა ქვია წუხილს?
სევდას რა ქვია?
თუ ოცნებისთვის ყველაფერს ვიღებ,
მე ოცნება?!
ვინ იცის,
ვინ იცის, კარგო...
იქნებ  შენი გარითმული ცხოვრება გადამეყარა
ქაოსურ გზაზე და ამიჯანყა ჩემი ფიქრები?
შოპენის ვალსი, უკვე
გაფრენილი კარუსელია...
და საცალფეხო გზაზე,
ტროტუარზე,
ფურთხების მწკრივში ძვლივსღა შევნიშნე პატარას მზერა,
ის ნამიანი ყვავილივით შრიალებდა,
და ჭუჭყიან მზერას იშორებდა...
როგორც შეეძლო...
დღემ ვერ დაინდო ეს ოცნება,
მაგრამ შენ დაგინდო!
შეგიფარა,
მიგიღო
გიხაროდა!
მე ვერ!
მე არ!
იქ ტროტუარზე დამრჩა ღიმილი...
მზის კიდობანთან ერთად,
მე ხომ ის დამრჩა...
ის მელოდიაც აზრს შიძენს ახლა...
ერთი ამოსუნთქვით ლუდის ქაფსაც შევისრუტავ,
როგორც ცხოვრებას
როგორც აბსურდს
მზის კიდობანთან ნამიანი ყვავილი დამრჩა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები