თვალში ნისლი გიდგება, ღაწვზე ბრწყინავს ცრემლები, დაგედგმები გვირგვინად, წელზეც შემოგევლები, წყდება ფიქრთა ძაფები შენ რომ ღამეს მინათებ, მოგიტაცეს ფიქრებმა ჩემში დაგაბინადრეს. ცხადში ვარ თუ სიზმარში, თუ ლანდები თარეშობს, შენი უცხო ხატება მიდის უცნობ მხარეში, სადაც ქსოვს აბლაბუდას ვიღაც ოქროს ძაფებით და გადმოჩქეფს ჩანჩქერი საოცარი ქაფებით. გშვენის სიცილ-კისკისი, ღიმი გშვენის მძინარეს, მინდა კოცნით დავაშრო შენი ცრემლთა მდინარე, მინდა კოცნით დავშრიტო სათავე მდინარისა, ღამე შენში ვიხილო სინატიფე მთვარისა, მერამდენედ მოვწყვიტე შენთვის ვარსკვლავი ციდან, ამოვიღე საუნჯე ოკეანის ფსკერიდან და რატომღაც ავანთე სიყვარულის ალები, შენს გარშემო ვტრიალებ, შენ ერთს გეტრფიალები. ვით პეპელას ფარფატას ცეცხლის ალი იზიდავს, მე მწვავს შენი თვალები და რატომღაც მიზიდავს, ვიცი დამწვავს ეგ ალი, დაე სრულად დამფერფლოს, ჩემი სახლი ეგ არის, არ მსურს სხვისი სამეფო. დღეს მე შენში ვიპოვე სათავე მდინარისა, მხოლოდ შენში ვიხილე სინატიფე მთვარისა, ამიტომაც ძვირფასო! მე მწვავს შენი თვალები, ამიტომაც მხოლოდ შენ, შენ ერთს გეტრფიალები. თვალში ნისლი გიდგება, ღაწვზე ბრწყინავს ცრემლები, დაგედგმები გვირგვინად, წელზე შემოგევლები. დმ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. როგორც ყოველთვის ლამაზად წერთ! +555 როგორც ყოველთვის ლამაზად წერთ! +555
20. ძალიან ლამაზია ძალიან ლამაზია
13. ავტორს მოკითხვა და +2! ავტორს მოკითხვა და +2!
12. მომწონს, მელოდიურია :))) 5 მომწონს, მელოდიურია :))) 5
11. lamazia dzalian)) lamazia dzalian))
9. კარგია და ბევრად იოლად აღსაქმელი, ვიდრე გაცილებით დიდი მოცულობის :) კარგია და ბევრად იოლად აღსაქმელი, ვიდრე გაცილებით დიდი მოცულობის :)
8. მოგიტაცეს ფიქრებმა ჩემში დაგაბინადრეს.
ხო, დააბინადრებს და მერე მორჩა, "აქედან ვერ ამოშლი" გემართება :) მოგიტაცეს ფიქრებმა ჩემში დაგაბინადრეს.
ხო, დააბინადრებს და მერე მორჩა, "აქედან ვერ ამოშლი" გემართება :)
4. წყდება ფიქრთა ძაფები შენ რომ ღამეს მინათებ, მოგიტაცეს ფიქრებმა ჩემში დაგაბინადრეს.
მომწონს! :) წყდება ფიქრთა ძაფები შენ რომ ღამეს მინათებ, მოგიტაცეს ფიქრებმა ჩემში დაგაბინადრეს.
მომწონს! :)
3. ჩემი სახლი ეგ არის, არ მსურს სხვისი სამეფო..
გაიხარე.. მეგობარო..
ჩემი სახლი ეგ არის, არ მსურს სხვისი სამეფო..
გაიხარე.. მეგობარო..
2. ხოო,მსგავსება დიდია,თუმცა აქამდე არ სემიმჩნევია:):):):) ხოო,მსგავსება დიდია,თუმცა აქამდე არ სემიმჩნევია:):):):)
1. ცხადში ვარ თუ სიზმარში, თუ ლანდები თარეშობს, შენი უცხო ხატება მიდის უცნობ მხარეში, სადაც ქსოვს აბლაბუდას ვიღაც ოქროს ძაფებით...
:))))))))))))))))) კარგია...
მაგრამ: "და გადმოჩქეფს ჩანჩქერი საოცარი ქაფებით."
"და ჩანჩქერიც, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით, ძირს ეშვება და იფრქვევა და გადმოდის რძის ქაფივით..."
მაინც 5 ცხადში ვარ თუ სიზმარში, თუ ლანდები თარეშობს, შენი უცხო ხატება მიდის უცნობ მხარეში, სადაც ქსოვს აბლაბუდას ვიღაც ოქროს ძაფებით...
:))))))))))))))))) კარგია...
მაგრამ: "და გადმოჩქეფს ჩანჩქერი საოცარი ქაფებით."
"და ჩანჩქერიც, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით, ძირს ეშვება და იფრქვევა და გადმოდის რძის ქაფივით..."
მაინც 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|