ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2010


როდესაც განვიცდი ლტოლვას...

როდესაც განვიცდი ლტოლვას,
როდესაც მდუმარედ გელი,
ვუყურებ ღრუბლების ქროლას
და თითქოს ხმა მესმის შენი.

და თითქოს დამძახის ბედი,
ხმა მესმის ახლო და შორით,
ლურჯ ტბაში მიცურავს გედი...
ლურჯ ცაზე დაფრინავს ქორი...

და ბედისწერის ძახილს
იქნებ გავუგე ვერა?
მაშ რად მიტარებს მახვილს
ეგ იდუმალი მზერა?

რად იფანტება ნისლი?
რატომ იწევა ფარდა?
შენსკენ ოცნებას ვისვრი,
ფიქრები შემიყვარდა.

რატომ განვიცდი თრთოლას?
რად მიკანკალებს ხელი?
ვაჩერებ დროის რბოლას
და შენ,მხოლოდ შენ გელი.

ცისფერი ოცნების ბაღი...
ყვავილი ეული,შორი...
წყარო ანკარა,ლაღი...
მიმინო,არწივი,ქორი...

მელანი,კალამი,ფუნჯი...
ამაყად გაშლილი ფრთები...
მეტყველი,თან თითქოს მუნჯი
თვალები,რომლითაც ვთვრები.

დაგხატავ მთრთოლვარე ფუნჯით,
დავაღვრი ცის ფურცელს მელანს,
იქნება უსაზღვროდ ლურჯი
ცის შორეული მზერა.

და როცა მზის დისკო ცხელი,
შენს თმებზე დააღვრის სხივებს,
შენს ირგვლივ მაგნიტურ ველზე
ფიქრები დააბნევს მძივებს.

ტუჩები სასმისი უცხო
და მკერდი ამაყი,ცხელი,
მთვარე მუქ აჩრდილებს უხმობს,
რომ მკერდზე შეგახონ ხელი.

ტუჩებზე გაბრწყინდა ნამი,
ფარფატებს მთრთოლვარე შუქი
და დროში შეჩერდა წამი,
გათეთრდა,რაც იყო მუქი.

მე კი დღეს განვიცდი ლტოლვას,
მდუმარედ,მდუმარედ გელი,
ვუყურებ ღრუბლების ქროლას,
ზეციდან ხმა მესმის შენი,

და ბედისწერის ძახილს
ვერა გავუგე,ვერა,
გულში მიტარებს მახვილს
ეგ კოსმიური მზერა...
                დმ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს