დამისხით ღვინო! უკანასკნელად უნდა დავლიო,შევიქმნა მთვრალი, დამისხით ღვინო! ფიალის ტუჩი მიმზიდველია,ვით ტუჩი ქალის, დამისხით ღვინო! რათა ვიხილო მთვრალმა ჩემს წინ ბახუსის ღმერთი, მე მინდა დავთვრე ისე ძლიერ,რომ ვიყო ერთი,_ მრავალ საწყისთან... წარმავალია ყველა დიდება,ყველა მივყვებით დროის დინებას, მტანჯავს ფხიზელი თვალით ყურება,ლოცვის მაგივრად მინდა გინება, ამიტომაც ვსვამ და კიდევ დავლევ,თუნდაც ეს სითხე იქცეს სამსალად, ჯერ თითო-თითოს მივეპარები,იქამდე დავლევ ვიდრე სამ-სამად არ დავინახავ ირგვლივ სამყაროს...
გამიხსენ ღმერთო პარალელელურ სამყაროს კარი , უკვე მზადა ვარ,მე ბახუსმა დამრია ხელი,, ჩვენი ცხოვრება არის ერთი დიდი სიზმარი... სიკვდილო მოდი,მხოლოდ შენ გელი!
როცა მთვრალი ვარ,ამაყი ვარ და უშიშარი, მე შემიძლია გავუსწორო უფსკრულებს თვალი, უკვე გასამდა სამყარო და აი ნიშანი, ახლა კი დროა,რომ გამიხსნათ სამოთხის კარი, ან ჯოჯოხეთის...
ჩემს ფიალას სხვა ვერ შესვავს,ბოლო წვეთიც ჩემი არის, მომაწოდეთ ჩემი წილი ჯერ ღვინო და მერე ქალი, მინდა მთვრალმა მოვიარო ჩემი ქვეყნის მთა და ბარი, შემდეგ მივალ საიქიოს,თუ გსურთ რამე დამაბარეთ,
დედამიწა მიჭერს ფეხზე,ზეცის თაღი სულს მიხუთავს, ჩემი სული თითქოს ჩემში ცხრაკლიტურით შეიფუთა, ჩემში ორივ ერთად ხარობს:_ შავი თუთა,თეთრი თუთა, დედამიწის დიდ მარანში ქვევრმა ღვინო ასათუთა.
ხოდა დამისხით! დღეს საბოლოოდ უნდა დავლიო,შევიქმნა მთვრალი, კიდევ დამისხით! ფიალის ტუჩი მიმზიდველია,ვით ტუჩი ქალის, ერთიც დამისხით,რათა არ დამრჩეს ამ ქვეყანაზე არავის ვალი, არ მიყვარს ვალი, მე მიყვარს ქალი, მივდივარ მთვრალი... მივდივარ მთვრალი...
დმ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. :)))) გვღუპავს რო? :)))) გვღუპავს რო?
30. ახლა ამოხტა ნაწარმოებებში-ეს ლექსი...
რ მიყვარს ვალი, მე მიყვარს ქალი, მივდივარ მთვრალი... მივდივარ მთვრალი...
ჰო დილიდან აქ ვარ და არ ჩანხარ!
აი,გვღუპავს ალკოჰოლი! ახლა ამოხტა ნაწარმოებებში-ეს ლექსი...
რ მიყვარს ვალი, მე მიყვარს ქალი, მივდივარ მთვრალი... მივდივარ მთვრალი...
ჰო დილიდან აქ ვარ და არ ჩანხარ!
აი,გვღუპავს ალკოჰოლი!
29. :) დედამიწა მიჭერს ფეხზე,ზეცის თაღი სულს მიხუთავს, ჩემი სული თითქოს ჩემში ცხრაკლიტურით შეიფუთა, ჩემში ორივ ერთად ხარობს:_ შავი თუთა,თეთრი თუთა, დედამიწის დიდ მარანში ქვევრმა ღვინო ასათუთა.
მოგიჭირა ბიჭო?:)) :) დედამიწა მიჭერს ფეხზე,ზეცის თაღი სულს მიხუთავს, ჩემი სული თითქოს ჩემში ცხრაკლიტურით შეიფუთა, ჩემში ორივ ერთად ხარობს:_ შავი თუთა,თეთრი თუთა, დედამიწის დიდ მარანში ქვევრმა ღვინო ასათუთა.
მოგიჭირა ბიჭო?:))
28. ვიხალისე,ძალიან მაგარია++++:)))) ვიხალისე,ძალიან მაგარია++++:))))
26. ეს მგონი საჩემოა...სქესი არ ემთხვევა უბრალოდ... ეს მგონი საჩემოა...სქესი არ ემთხვევა უბრალოდ...
25. "ღვინო, მუსიკა, ქალები ფურთხის ღირსია დანარჩენი" მგონი ასე უწერია რობერტ ბერნსს ხომ? :) "ღვინო, მუსიკა, ქალები ფურთხის ღირსია დანარჩენი" მგონი ასე უწერია რობერტ ბერნსს ხომ? :)
24. მადლობა,გაიხარე ძმა,ყველას გილოცავთ ბზობას... მადლობა,გაიხარე ძმა,ყველას გილოცავთ ბზობას...
23. დამისხით ღვინო! მე მიყვარს ქალი,
ასე ვარ ახლა. გაიხარე. :) ჩაჯდა ხასიათში. 555
გილოცავ ბზობას :) დამისხით ღვინო! მე მიყვარს ქალი,
ასე ვარ ახლა. გაიხარე. :) ჩაჯდა ხასიათში. 555
გილოცავ ბზობას :)
22. დედამიწა მიჭერს ფეხზე,ზეცის თაღი სულს მიხუთავს, 5555555 ;) დედამიწა მიჭერს ფეხზე,ზეცის თაღი სულს მიხუთავს, 5555555 ;)
21. დედამიწა მიჭერს ფეხზე,ზეცის თაღი სულს მიხუთავს, ჩემი სული თითქოს ჩემში ცხრაკლიტურით შეიფუთა, ჩემში ორივ ერთად ხარობს:_ შავი თუთა,თეთრი თუთა, დედამიწის დიდ მარანში ქვევრმა ღვინო ასათუთა.
5 დედამიწა მიჭერს ფეხზე,ზეცის თაღი სულს მიხუთავს, ჩემი სული თითქოს ჩემში ცხრაკლიტურით შეიფუთა, ჩემში ორივ ერთად ხარობს:_ შავი თუთა,თეთრი თუთა, დედამიწის დიდ მარანში ქვევრმა ღვინო ასათუთა.
5
20. არამითს მოკითხვა ;;) არამითს მოკითხვა ;;)
19. არ მომეწონა.... არ მომეწონა....
17. არამით, ეს რა მითიური ლექსია!!!! არა, დუდუკი რატომ არ ახესენე მიკვირს :) არამით, ეს რა მითიური ლექსია!!!! არა, დუდუკი რატომ არ ახესენე მიკვირს :)
16. ისეთი ლექსია, რომ წაიკითხავ უნდა დაწვე და დაიძინო :) ისეთი ლექსია, რომ წაიკითხავ უნდა დაწვე და დაიძინო :)
15. ლოცვის მაგივრად მინდა გინება ეს ახალი სიტყვააა?:D:D:D
ამ მარხვაში გინება? თან ლოცვის მაგივრად? ლექსი ნორმალურია ისე ლოცვის მაგივრად მინდა გინება ეს ახალი სიტყვააა?:D:D:D
ამ მარხვაში გინება? თან ლოცვის მაგივრად? ლექსი ნორმალურია ისე
14. მომაწოდეთ ჩემი წილი ჯერ ღვინო და მერე ქალი...
21-ს საუკუნეში ქალს ვინ მოგაწვდის ლოთს და პოეტს, რაღა დროის ეგ ფანტაზიებია შე კაცო. თუ ტრადიციულს "აწვები" ლოთი და პოეტი მარტოდმარტო უნდა იყოს, სვას და წეროს, სვას და წეროს. ისე რა მსგავსება და განსხვავებაა ჩვეულებრივ ლოთსა და მელექსე ლოთს შორის? არ მიყვარს ვალი, მე მიყვარს ქალი, მივდივარ მთვრალი... მივდივარ მთვრალი... ვაი, ვაი, ვაი...ხალისიანი განწყობა კი შემიქმენი...ფეხზე მომიჭირა დედამიწამ აშკარად მომაწოდეთ ჩემი წილი ჯერ ღვინო და მერე ქალი...
21-ს საუკუნეში ქალს ვინ მოგაწვდის ლოთს და პოეტს, რაღა დროის ეგ ფანტაზიებია შე კაცო. თუ ტრადიციულს "აწვები" ლოთი და პოეტი მარტოდმარტო უნდა იყოს, სვას და წეროს, სვას და წეროს. ისე რა მსგავსება და განსხვავებაა ჩვეულებრივ ლოთსა და მელექსე ლოთს შორის? არ მიყვარს ვალი, მე მიყვარს ქალი, მივდივარ მთვრალი... მივდივარ მთვრალი... ვაი, ვაი, ვაი...ხალისიანი განწყობა კი შემიქმენი...ფეხზე მომიჭირა დედამიწამ აშკარად
13. შენს ქავის კარზე მენახოს მტრის სისხლიანი მარჯვენა, შენი ფარ-ხმალი ომშიით გამარჯვებული მაჩვენა. ა, მაშინ მაგიხდებოდა შენ ტოლ-სწორებში მალხენა. მენაც იქ გყავდე გვერდითა, ამაყად ვიჯდე მღიმარი, ლუდს მალ-მალ ჩაგიმატებდე, ხინკალ აღვიძო მძინარი. ყველა შენ შამოგყურებდეს თვალგახსნით სახემცინარი.
შენს ქავის კარზე მენახოს მტრის სისხლიანი მარჯვენა, შენი ფარ-ხმალი ომშიით გამარჯვებული მაჩვენა. ა, მაშინ მაგიხდებოდა შენ ტოლ-სწორებში მალხენა. მენაც იქ გყავდე გვერდითა, ამაყად ვიჯდე მღიმარი, ლუდს მალ-მალ ჩაგიმატებდე, ხინკალ აღვიძო მძინარი. ყველა შენ შამოგყურებდეს თვალგახსნით სახემცინარი.
12. დედამიწა მიჭერს ფეხზე,ზეცის თაღი სულს მიხუთავს, ჩემი სული თითქოს ჩემში ცხრაკლიტურით შეიფუთა,
ეს კი მართლა მაგარია ძალიან.+5 დედამიწა მიჭერს ფეხზე,ზეცის თაღი სულს მიხუთავს, ჩემი სული თითქოს ჩემში ცხრაკლიტურით შეიფუთა,
ეს კი მართლა მაგარია ძალიან.+5
10. ბახუსმა დამრია ხელი მეც გუშინ:)) ბახუსმა დამრია ხელი მეც გუშინ:))
9. 1 კომენტარზე გამეცინა...:) საწყალი დედამიწა...
გამიხსენ ღმერთო პარალელელურ სამყაროს კარი , უკვე მზადა ვარ,მე ბახუსმა დამრია ხელი,, მაგისთვის მარტო სიმთვრალე რომ იყოს საკმარისი...ლოთები ჭვრეტაში იქნებოდნენ...:) ნუ გაგვიბრაზდება ავტორი...:) 1 კომენტარზე გამეცინა...:) საწყალი დედამიწა...
გამიხსენ ღმერთო პარალელელურ სამყაროს კარი , უკვე მზადა ვარ,მე ბახუსმა დამრია ხელი,, მაგისთვის მარტო სიმთვრალე რომ იყოს საკმარისი...ლოთები ჭვრეტაში იქნებოდნენ...:) ნუ გაგვიბრაზდება ავტორი...:)
8. დედამიწა მიჭერს ფეხზე - აი ეს, გენიალურია არამით! :D მოგიჭერს აბა რა იქნება ეს პატარა დედამიწა - დიდო ადამიანო! დედამიწა მიჭერს ფეხზე - აი ეს, გენიალურია არამით! :D მოგიჭერს აბა რა იქნება ეს პატარა დედამიწა - დიდო ადამიანო!
7. თითქოს რამდენიმე ლექსად იყოფა... რიტმის ცვლამ გამოიწვია ალბათ ეს შეგრძნება...
"მტანჯავს ფხიზელი თვალით ყურება,ლოცვის მაგივრად მინდა გინება"
ამ ფრაზას ვერაფრის ვერ მოვიწონებ... არ ვიცი რა ქვეტექსტი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ...
:):):)
თითქოს რამდენიმე ლექსად იყოფა... რიტმის ცვლამ გამოიწვია ალბათ ეს შეგრძნება...
"მტანჯავს ფხიზელი თვალით ყურება,ლოცვის მაგივრად მინდა გინება"
ამ ფრაზას ვერაფრის ვერ მოვიწონებ... არ ვიცი რა ქვეტექსტი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ...
:):):)
6. არ მიყვარს ვალი, მე მიყვარს ქალი, მივდივარ მთვრალი... მივდივარ მთვრალი...
მოკითხვა! არ მიყვარს ვალი, მე მიყვარს ქალი, მივდივარ მთვრალი... მივდივარ მთვრალი...
მოკითხვა!
5. როგორც წესი შენები მომწონს ხოლმე, მაგრამ ჩვევა მაქვს არ მიყვარს ლექსებში ქეიფი და ცოტათი არ მომეწონა. როგორც წესი შენები მომწონს ხოლმე, მაგრამ ჩვევა მაქვს არ მიყვარს ლექსებში ქეიფი და ცოტათი არ მომეწონა.
4. მართალი ხარ მაკუც,ჭეშმარიტებაცაა და სიბრძნეც:))) მართალი ხარ მაკუც,ჭეშმარიტებაცაა და სიბრძნეც:)))
3. ინ ვინო ვერიტას////ასეა 5 ინ ვინო ვერიტას////ასეა 5
2. მიყვარს აქ შემოსვლა , იცოცხლე ძმაო ! :) +2! მიყვარს აქ შემოსვლა , იცოცხლე ძმაო ! :) +2!
1. უF:)) დღეს მეტი მოგსვლია მეგობარო:)) პახმელიაზე არ წაიკითხო გულს მოუფრთხილდი,გულს:)
დედამიწა მიჭერს ფეხზე,:):):)
წინა ავტორს გადასცდა:)
უF:)) დღეს მეტი მოგსვლია მეგობარო:)) პახმელიაზე არ წაიკითხო გულს მოუფრთხილდი,გულს:)
დედამიწა მიჭერს ფეხზე,:):):)
წინა ავტორს გადასცდა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|