ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პროზა
8 იანვარი, 2010


სიყვარულის ძალა

          – ჩემი ხელით ჩავდებ მიწაში, ჩემი ხელით!  ამ უბედურს ქაჩაჩებში ეტყობა, რომ ამასაც უყვარს... ხო იცი, მაგი მამა დღე და ღამე მინდორში ათენ-აღამებს, თავი გოგოსთვის არა სცალიან... იქნებ შენ მაინც დახვდე სადმე და იი ბიჭი შააშინო... იმას უპატრონო ხო არ ჰგონია? შენ კიდენა ძია არა ხარ?!
          სკოლის ჭიშკრიდან ჯერ გოგომ გამოყო თავი, მიიხედ–მოიხედა, მერე ბიჭიც გამოვიდა, იმანაც ჯერ გაიხედ–გამოიხედა... დარწმუნდნენ, რომ არავითარი ხიფათი არ ელოდათ და მერეღა შეუდგნენ სახლისკენ მიმავალ აღმართს.
          კოპებშეკრული ბიძა რაღაცამ შეაჩერა, ალბათ მათი თვალების სიკაშკაშემ, ნაბიჯი შეანელა და შორიახლო მიჰყვა შეყვარებულ წყვილს, რომელიც ირგვლივ ვერავის და ვეღარაფერს ამჩნევდა.
          – თქვენ კი გაიხარეთ და გამრავლდით, ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს! მომღიმარი სახით ჩაილაპარაკა მოხუცმა დედაკაცმა და ნაჯაფარი ხელებით თავსაფარი გაისწორა, თან თითქოს დასტურს ელისო, უკან ადევნებულ გოგოს ბიძას თვალებში ჩახედა, გოგოს ბიძასაც თვალებში ღიმი ჩაუდგა და:
          – გამარჯობა დედი!
          – გაგიმარჯოს შვილო! ნეტავ ვისები არიან? ამათზეა ნათქვამი თვალი მამე და მაყურებინეო, რა კარგები არიან!
          გოგოს ბიძას მოხუცი დედაკაცისთვის პასუხი აღარ გაუცია, გზიდან გადაუხვია, მოკლეზე აჭრა და შემდეგ მოსახვევთან წინ აესვეტა წყვილს.
          – ვაიმე, ბიძაჩემი... – აილეწა გოგო!
          აიძაგრა ბიჭი!
          ბიძა და ბიჭი ერთმანეთს თვალებით ჭამდნენ... გოგო ფიქრობდა, ახლა რა უნდა ვქნა მეო...
          – მაშ, შენა ხარ ისა, გოგოს რო გვართმევს?
        ჯერ კი გაბრაზებულის გამომეტყველება უნდოდა დაეჭირა, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და:
        – შე ოჯახ-აშენებულო, ჩანთა მაინც ჩამოართვი, გაწყდა გოგო წელში!
        – ვაიმეეე ბიძაავ! სიხარულისგან წამოიძახა გოგომ და ბიძას ჩხვლეტია ლოყაზე აკოცა.

        – როგორ, არც დედას და არც მამას პასპორტები ჯერ არც კი აუღიათ? ბავშვი ვის ჩავუწეროთ ან დაბადების მოწმობა როგორ გავცეთ? – ერთმანეთს ეკითხებოდნენ მმაჩ-ის ბიუროს თანამშრომელი (თითქოს საგანგებოდ შერჩეული) შინაბერა ქალები, რომლებსაც სახეზე ფერუმარილი ზოგს ქაფჩით, ზოგს კი „ლაფატკით“ წაესვა...
          ბოლო კეთილიაო და, ახლადდაბადებული ბიჭი დროებით პაპას ჩაუწერეს პასპორტში.

2010 წლის 5 იანვარი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები