ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ეროს
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2010


აბა რა გექნა? წლებმა იარა...

(ნაწყვეტი)

წუხელ სიზმარში გამომეცხადე,
მომღიმარ სახეს ცრემლი სდიოდა,
წუხელ ახლოსაც არ გამეკარე
და პატიებას მთხოვდი, გციოდა.

ნუთუ შენ მართლა ასე მოიქეც?!
ნუთუ ჩემ ბედზე ყვავმა დაჩხავლა,
ღმერთო, შენ ასე შორეთ გამექეც,
რაღად მომტაცე წყარო ანკარა?

მაგრამ უეცრად თავდაღონებულს,
გონებამ მკვირცხლად გამიზიარა:
\" – მე შენი გზები ყველა ჩავკეტე,
აბა რა გექნა? წლებმა იარა.\"

აგერ, კარები რკინის გაიღო,
ზედამხედველი ჩვეული ხოხმით
შემოდის, მზერა ჩემსკენ აიღო
და მომაწოდა კონვერტი ოხვრით.

ვკითხულობ წერილს ცრემლით შევსებულს,
შენი ნაზი ხმა შორიდან მესმის,
ვკითხულობ წერილს და არამჯერა,
მაგრამ ხმა შენი მაინც მომესმის:

\" – ჩემო ძვირფასო წლებმა იარა
და ვპოვე ჩემში დარდი-იარა,
მე მოლოდინი შენი გავიქრე
ალბათ ქარ-ცეცხლმა გადამიარა...\"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები