ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
11 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

ვერლიბრი და კონვეციური ლექსის შეფასება ადოლფის მიერ

გამარჯობათ, მოვედი თქვენი ძმა და ადოლფი,
ვადევნებდი კამათებს, კამათელს და იგორა
მანამ სანამ ვერლიბრი მორლიბრი თუ ნადორბლი,
არ ჩაიდო ჯიბეში გიორგაძე იგორამ.

ზემოთ მე რაც სტროფი ვთქვი გენრიალურია და
კონვენციურ ლექსებით გავაკეთებ კომენტარს,
მერე ვერლიბრს მოვხარშავ და ხაჭაპურს მივატან,
ბუდამ თუკი მიცოცხლა მეზობელი დომენტა.

წერეთ, კაი ჯანდაბას, როგორც გსურთ და რაც გინდათ,
მამიდა გყავთ ქვრივი თუ ბიძა სამგლოვიარე,
მაგრამ თუკი რი-თმები უნებურად დაგცვინდათ,
სა-თმო სანაფტალინო ვარჯიშებზე იარეთ.

დააგროვეთ თოვლი და დაამრგვალეთ გუნდები,
ვალინკები ჩაიცვით კაუჩუკის პადოშით,
მერე ვერლიბრს შეხედეთ და თქვენც დამირწმუნდებით,
კიდევ კარგ ხანს ვერ შევალთ მეგობრებო ნატოში. 

არ მიწყინოთ მაინც და მაინც ნუ გაბრაზდებით,
რა თავშია არ ვიცი აქ შოთა და ილია,
მაგრამ დარწმუნებული გახლავართ რომ ვირები,
გაიგებენ ვერასდროს ხურმა თუ რა ხილია.

კუკუ კუკუ მალულა, ან თქვით ახლა რეზინა,
მე კი გავიქცევი და დავიძახებ ადიოს,
ხოლო ლექსი თუ ვინმეს მაინც მაგრად ეწყინა,
სულ უბრალოდ ადგეს და ცივი წყალი დალიოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები