 | ავტორი: გოგონა ჟანრი: პროზა 13 იანვარი, 2010 |
ნეტა თუ იცი რა გრძნობაა, როდესაც დილის 4 საათზე, როცა 3 წუთში 5 გახდება, მუზები გეჯაჯგურებიან და არ გაძინებენ. გაკონტროლებენ და აინტერესებთ, როგორ გადმოიტან მათ “რეალში”. ფალიაშვილის ქუჩის კუთხეში შემთვრალებული კაცი ძალიან გემრიელად, ნეტარი სახით ეწეოდა სიგარეტს. იდგა, თითქოს მოძრაობაში გააშეშესო და წარმოუდგენელი სიამოვნებით ისრუტავდა ნიკოტინს. მინირიტუალივით იყო. თითოეულ ნაფაზს, საყვარელი ქალივით ეპყრობოდა. იასამნებიანმა კაცმა ჩაიარა. ცხვირი იასამნებში ჰქონდა შერგული. ზედა ტანით წინ იყო გადაწეული და შავფეხსაცმლიანი ფეხები ძლივს ეწეოდა პატრონს. იქვე ახლოს, საცხობში, უგემრიელეს და უფაფუკეს ფუნთუშებს აცხობდნენ. პატარა გოგოსავით ანცი სურნელი, ფალიაშვილის ქუჩის ჭადრებს ეხვეოდა და ხსენებული ქუჩის ძაღლებიც პირდაპირ ცხვირით მიჰყავდა პატარა ფანჯარასთან. ახალგაზრდა გოგონა, მაღალ ქუსლებზე ამხედრებული, პარფიუმერული პიგმენტებით შენიღბული და ფლაკონში ჩამწყვდეული სურნელით შემკული, უცნაური სიამაყით მიაბიჯებდა და ქვემოთ ჩამოხედვას არც აპირებდა. პატარა ბიჭმა თოვლის გუნდა ესროლა. საიდან მოიტანა თოვლი მაისის 9-ში? ალბათ ძალიან უნდოდა და მისთვის მოთოვა. გოგონამ შეიცხადა და გზა განაგრძო. ბიჭი მიიმალა. დღეს ვიღაცას დაბადებისდღე აქვს. გი-ლო-ცაავ!! შენი წამზომი გამორთულია. ვიღაცის სიკვდილს 2 წელი შეუსრულდა. ბნელ ფანჯარაში ბლუზი ანათებს. რითმულად ზანზარებს ფანჯრები. სარდაფიდან “სტეპის” ხმაური ისმის. მოურიდებლად ხვრინავს ჯემალი ბიძია. თავისი ზოლებიანი ჯოხი ფოსფორისფერ უნიფორმაში ჩაუდია და დასაძინებლად მშვენიერი მანქანა, BMჭ აურჩევია. სურათი უნდა გადაგიღოთ ყველას. გააღვიძეთ ჯემალი ბიძია. ცოტა ახლოს მოიწიეთ. გააჩერეთ იასამნებიანი კაცი. ეგ ცხვირი ცოტათი ჩამოწიეთ გოგონი. საცხობი გამოაჩინეთ. აი ასე. არ გაინძრეთ! არა, ჩიტი არ გამოფრინდება. გავუშვი ეგ ჩიტი. ლიტფოტო მზადაა. შეგიძლიათ დაიშალოთ. ფალიაშვილის ქუჩის კუთხეში არომატები და ხმაურები ერთმანეთს ჩასჭიდებიან და მიდი-მოდიან. შემთვრალებული კაცი კი წარმოუდგენელი სიფაქიზით და სიამოვნებით წოვს კვამლს სიგარეტიდან. მოგწონს?
P.შ. ვუძღვნი ისევ მას. 01.09.08 04:56
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. როგორ მიხარია, ჯერ რომ არ მქონია ესენი წაკითხული :) მართალი იყო დოჩანაშვილი :) როგორ მიხარია, ჯერ რომ არ მქონია ესენი წაკითხული :) მართალი იყო დოჩანაშვილი :)
12. პატარა ბიჭმა თოვლის გუნდა ესროლა. საიდან მოიტანა თოვლი მაისის 9-ში? ალბათ ძალიან უნდოდა და მისთვის მოთოვა.
კი, კი, კი : )
ეგ ცხვირი ცოტათი ჩამოწიეთ გოგონი. :) პატარა ბიჭმა თოვლის გუნდა ესროლა. საიდან მოიტანა თოვლი მაისის 9-ში? ალბათ ძალიან უნდოდა და მისთვის მოთოვა.
კი, კი, კი : )
ეგ ცხვირი ცოტათი ჩამოწიეთ გოგონი. :)
11. არ მჯერა რომ ეს ქალის ნაწერია :) და თუ არის, მაშინ ძალიან ნიჭიერი ქალის ნაწერია :) არ მჯერა რომ ეს ქალის ნაწერია :) და თუ არის, მაშინ ძალიან ნიჭიერი ქალის ნაწერია :)
10. იასამნებიანმაო იასამნებიანმაო
9. ხო, კიდე მოჯაჯგურე-მოძლადე მუზებიც მომეწონა, მაგრამ ეს 4-დან 5 საათამდე ეს 60 წუთი 3-მდე რო დაიყვანე? მგონი შენ სხვა საათი გაქვს ხო? :D ხო, კიდე მოჯაჯგურე-მოძლადე მუზებიც მომეწონა, მაგრამ ეს 4-დან 5 საათამდე ეს 60 წუთი 3-მდე რო დაიყვანე? მგონი შენ სხვა საათი გაქვს ხო? :D
8. მომეწონა. აი კარგი მიძღვნაა... :)
” ზედა ტანით წინ იყო გადაწეული და შავფეხსაცმლიანი ფეხები ძლივს ეწეოდა პატრონს.” ”ახალგაზრდა გოგონა, მაღალ ქუსლებზე ამხედრებული, პარფიუმერული პიგმენტებით შენიღბული და ფლაკონში ჩამწყვდეული სურნელით შემკული” არა, ჩიტი არ გამოფრინდება. გავუშვი ეგ ჩიტი :D
და კიდე რეკომენდაციებიც ბოლოს :)
მომეწონა. აი კარგი მიძღვნაა... :)
” ზედა ტანით წინ იყო გადაწეული და შავფეხსაცმლიანი ფეხები ძლივს ეწეოდა პატრონს.” ”ახალგაზრდა გოგონა, მაღალ ქუსლებზე ამხედრებული, პარფიუმერული პიგმენტებით შენიღბული და ფლაკონში ჩამწყვდეული სურნელით შემკული” არა, ჩიტი არ გამოფრინდება. გავუშვი ეგ ჩიტი :D
და კიდე რეკომენდაციებიც ბოლოს :)
7. მე 4ზე.პატარა ბიჭმა თოვლის გუნდა ესროლა. საიდან მოიტანა თოვლი მაისის 9-ში?<----------ეს მომეწონა ძალიან,გაიხარე შენა :-* მე 4ზე.პატარა ბიჭმა თოვლის გუნდა ესროლა. საიდან მოიტანა თოვლი მაისის 9-ში?<----------ეს მომეწონა ძალიან,გაიხარე შენა :-*
4. გოგონააა:-Pდილის 5 არ ვიცი და 6_ზე დამიწერია...=)) საინტერესო და საყვარელი იყო შენი ნაწერი...:-* გოგონააა:-Pდილის 5 არ ვიცი და 6_ზე დამიწერია...=)) საინტერესო და საყვარელი იყო შენი ნაწერი...:-*
3. მუზები გეჯაჯგურებიან და არ გაძინებენ. =)) მიყვარს ფალიაშვილი,წვიმაში განსაკუთრებით :) ეს ავტორიც შემიყვარდა :-* მუზები გეჯაჯგურებიან და არ გაძინებენ. =)) მიყვარს ფალიაშვილი,წვიმაში განსაკუთრებით :) ეს ავტორიც შემიყვარდა :-*
2. რა ვიცი,არაუშავს რა ვიცი,არაუშავს
1. შემთვრალებული კაცი ხოოო? :) წოვს ხოოო? :) აი მეხი კი დაგაყარე შენ მაგ ცხვირზე ჰააა :) :)) =)) შემთვრალებული კაცი ხოოო? :) წოვს ხოოო? :) აი მეხი კი დაგაყარე შენ მაგ ცხვირზე ჰააა :) :)) =))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|