ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: liliana
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2010


სიყვარულში შეჯიბრება...

თუ ევრისტოსი გაეჯიბრა დიად აპოლონს,
მოდი,ჩვენ მაშინ
მოვუმართოთ სიყვარულს ჰანგი...
მაშ,გავეჯიბროთ
დღეს ერთმანეთს გრძნობით მთვრალებმა,
ნუ დავიზარებთ,
რომ ამგვარი გავიღოთ ხარკი...
თუ აპოლონმა არ იკადრა ეს შეჯიბრება
და ევრისტოსი თვით განგმირა
მშვილდით ძლიერით,
მე არ უარგყოფ,
თავმდაბლობით თაყვანს გცემ ჩემს მძლეს
და ვიამაყებ სიყვარულით-კვლავ ხანიერით...
ოღონდ ინტერესს ვერ ჩავიკლავ ასე ეულად,
ვიდრე სასწორზე არ ავწონი
ორთავ გულის ხვედრს...
არც ერთი პინა არ დასწონის...
და მეცინება....
მადლობას ვუხდი მე განგებას
და ჩემს ლამაზ ბედს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები