ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2010


ერთით ერთი

დღეს ამინდი უჩვეულოდ სველი არის,
ალაგ-ალაგ შეპარვია ქუჩებს თეთრი,
აღარ უჩანს ცას თითები მელნიანი
თოვით უგებს იანვარი,
ერთით ერთი...

ერთით ერთი...
ვიმეორებ, თვალებს ვხუჭავ,
მერე ვახელ, მეღიმება ფანჯრებს მიღმა
და განწყობას წითელ ღვინოდ ისე ვწრუპავ,
როგორც ზამთარს პეშვებიდან დედამიწა.

გარეთ ცივა
შიგნით სენტიმენტალურმა
სითბომ, ოთახს მგონი თავბრუ დაახვია,
ქალაქი კი უკვე ნესტით შელანძული,
ჩვენს ნაბიჯებს დაჰყვება და რახანია...

რახანია
ვეცეკვები მზერით ფიფქებს,
ყველა სიტყვას თურმე მხოლოდ შენთვის ვკრეფდი
თამაშიდან-თამაშამდე, ახლა ისე
უჩვეულოდ მომენატრე,
ერთით ერთი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები