ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2010


AVE MARIA

მომიტევეთ, შეცოდება ქალბატონო,
თქვენც შემინდეთ, ცოდვილი ვარ ბატონო.
სული კივის უპოვრობით გაყინული,
აღარ მინდა ყვავ-ყორნებმა დამკორტნონ...

შევინანე, გავიაზრე ყველა ცოდვა,
მომენატრა სიმსუბუქე, სილაღე.
ყველას თავის ტვირთი აქვსო გამიგია,
იქნებ ვიღაც, ჩემზე მძიმეს ატარებს.

შემიწყალე, მე უღირსი ძეო ღვთისავ,
კაბის კალთა დამაფარე- მარიამ,
შენს გზას ავცდი, ცოდვილი ვარ მომიტევე,
შენანება ახლა ჩემი ვალია...

გიხაროდენ, გიხაროდენ ღვთისმშობელო,
შენი პირმშო ჩვენთვის- სახე-ხატია,
დამიბრუნე ძილში შენი ხილვა ღამით
მომენატრე კურთხეულო მარიამ.

ზვარაკს არ მთხოვთ მიტევების სანაცვალოდ,
გევედრები, დამიფარე სამებავ...
მომიტევეთ, შეცოდება ყველასა გთხოვთ
მერე ერთად თაყვანი ვცეთ- ხარებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები