 | ავტორი: ტენდი ჟანრი: პროზა 4 თებერვალი, 2010 |
ყოჩივარდები დამჭკნარიყო ლარნაკში. სათითაოდ გადაარჩია იმ იმედით, იქნებ რომელიმეს გადარჩენა შეიძლებაო. ”სამწუხაროდ, ყველა დამჭკნარა” ხელში კარგა ხანს ეჭირა. ვერ გადაწყვიტა, რა უნდა ექნა დამჭკნარი ყოჩივარდებისათვის. ბოლოს მოიფიქრა და კედელზე დაკიდებულ “ჭორიკნებს” ჩაუყარა ქოთანში. “იყავით “ჭორიკნებთან” ….. ცოლი რომ ყოფილიყო სახლში, ასე მალე არ დაჭკნებოდით” საღამივდებოდა. “რა ვაკეთო ახლა?!” სულ ნატრობდა მარტო დარჩენას. სახლში მისი საკონცერტო მზადება ოჯახის წევრებისათვის ძნელი ასატანი იყო. დღეში შვიდი-რვა საათი ფორტეპიანოს ხმა ოჯახურ ცხოვრებას შეუძლებელს ხდიდა. ახლა კი, როცა მეუღლე და შვილი დასასვენებლად წავიდნენ, დაიბნა. თითქოს მათი სახლში ყოფნა აუცილებელი გახდა , რომ ინსტრუმენტთან დამGჯდარიყო. ფორტეპიანოს სახურავი ახადა. ცოტა ხანს გამებში წაივარჯიშა. არა, ეს არ იყო მუშაობა! სერიოზული მუშაობა კი რატომღაც უიმათოდ არ შეეძლო. ისევ დახურა. “ რა ვაკეთო ახლა ?!” - ყმაწვილო, რა ვაკეთო-მეთქი, მირჩიე - მიუბრუნდა ძაღლს, რომელიც ხალიჩაზე იწვა და პატრონს თვალს არ აცილებდა. ძაღლმა თვალები დაახამხამა, ესიამოვნა პატრონის ყურადღება, მაგრამ ემოციის გამომჟღავნება აუცილებლად არ ჩათვალა და ამიტომ არ განძრეულა. “ ხომ არ გამესეირნა ვლადიმერთან ერთად ?!” ვლადიმერი ძაღლს ერქვა. მერე მოაგონდა, რომ სადაც იყო , დაღამდებოდა. - არა, მეგობარო, ღამით სიარული არა ღირს ! ძაღლმა ისევ დაახამხამა თვალები. - ჩაი ხომ არ დაგველია ? ეჰ, ცუდია, ყმაწვილო, თქვენ რომ ჩაის არ მიირთმევთ. წესიერ ვახშამს კი მაშინ ვეღირსებით, როცა ჩემი მეუღლე დაბრუნდება. სამზარეულოში გავიდა. ჩაიდანი დადგა. ისევ შემობრუნდა. ოგინსკის “პოლონეზი” წაიღიღინა, ტელევიზორი ჩართო, სავარძელში ჩაჯდა და შალი შემოიხვია. ტელევიზორში რაღაც კლიპს უჩვენებდნენ. - ვლადიმერ, ყმაწვილო, ცხოვრებაში ვერ მივხვდები, რა არის საინტერესო ამ უაზრო კლიპებში. მაგალითად, ეს სიმღერა მუსიკის ახლო ნათესავიც კი არ არის, ტექსტზე ხომ უკვე აღარ ვლაპარაკობ. ო, ეს “ემანსიპირებული” ქალები ვერასდროს შენს გულს ვერ მოიგებენ, დარწმუნებული ვარ ! ვლადიმერი ალბათ დაეთანხმა. ტელევიზორი გადართო. ცოტა ხანს უსმინა. რომელიღაც ჟურნალისტს საპარლამენტო არჩევნების წინ რომელიღაც პარტიის ლიდერთან ინტერვიუ ჰქონდა. - ხედავ, ვლადიმერ, რა ხდება ?! ისე მშვიდად ლაპარაკობს მომავლის გეგმებზე, თითქოს მოწესრიგებული სახელმწიფოს არჩევნებზეა ლაპარაკი. “თუ გვინდა ნერვებს გავუფრთხილდეთ, არ არის საჭირო პოლიტიკა.. ხან ეს გახდილი ქალები ამ კლიპებში, ხან პოლიტიკა ! ცოდვაა ვლადიმერი ! ” პროტესტის ნიშნად ტელევიზორი გამორთო. წიგნების თაროზე შილლერი მონახა და ისევ სავარძელში მოკალათდა. - სისულელეების მოსმენას გენიოსების წაკითხვა ჯობია - თქვა თავისთვის და ”ხელთათმანი”- ს კითხვა ხმამაღლა დაიწყო - “..ესვრის სახეში, შორდება წყენით: - არა მჭირდება წყალობა თქვენი !” ეს ფრაზა უკვე ფეხზე წამომდგარმა წაიკითხა და განსაკუთრებული პათეტიკითაც. ამ დროს მისი ყურადღება რაღაც შიშინმა მიიქცია. - ოოო, ჩაი ! - სამზარეულოში სირბილით გავიდა. ჩაიდანი თითქმის დამშრალიყო. წყალი დაამატა და სანამ ადურდებოდა იქვე დარჩა, ”რომ გავიდე, კიდევ დამავიწყდება “.
ოთახში ცხელი ჩაითა ვარდის მურაბით შემობრუნდა. შილლერი ისევ თაროზე დადო და თავის საყვარელ სავარძელს დაუბრუნდა. ჩვევად ჰქონდა, ჩაი და ყავა ოთახში უნდა დაელია, სამზარეულოში მხოლოდ სადილობდა და ვახშმობდა. “სამზარეულოს იმისათვის ჰქვია სამზარეულო, რომ მზარეულმა სადილი მიამზადოს, სოლიდური ასაკის კაცმა კი ჩაი ოთახში უნდა დალიოს” ჩაი მოსვა. კედელზე რომელიღაც ჟურნალიდან ამოჭრილი ჩაიკოვსკის პორტრეტი ეკიდა. - ბატონო პეტრე - მიმართა პორტრეტს - თქვენი ბიოგრაფები ამტკიცებენ, რომ საქართველოში არასოდეს ყოფილხართ. მაშ ამიხსენით, გეთაყვა, თქვენს შემოქმედებაში საიდან არის ეს ქართული ჰანგები ?! მაგალითად, “ინდური ცეკვა” ნამდვილი ქართული “იავნანას” იმპროვიზაციაა... არა, რას ბრძანებთ, პირიქით, მე ბედნიერი ვარ, თუკი ქართულმა მუსიკამ თქვენზე ასეთი გავლენა იქონია.
ჩაი ისევ მოსვა. - ბატონო პეტრე - მიმართა ისევ პორტრეტს - გულისტკივილით მინდა გითხრათ, ხალხს უკვე აღარ აინტერესებს კლასიკური მუსიკა. კონცერტებზედაც მხოლოდ მუსიკოსები დადიან, ან მუსიკოსების ახლო ნაცნობ-მეგობრები, ისიც დიდი ხათრით. ჭეშმარიტ ხელოვნებას შოუ ურჩევნიათ, ბედნიერების შეგრძნება იაფ მხიარულებაძე გაცვალეს და დიდი ბედნიერება კმაყოფილებაზე. არა და, თქვენ უკეთ მოგეხსენებათ, კლასიკური მუსიკა სულს ისევე ასუფთავებს, როგორც ლოცვა. ჩაიკოვსკის თავისი შინაგანი ბუნებით რატომღაც ჩეხოვს ამსგავსებდა, ბეთჰოვენს კი გალაკტიონს. “ ის შინაგანი ცეცხლი..” გაახსენდა გაზქურა ჩართული დატოვა. - ეჰ, ვლადიმერ, მე მგონი ცოტა გულმავიწყი გავხდი. ადგა. სამზარეულოში გავიდა. გაზქურა გამორთო. ვლადიმერსაც კი არ უმხელდა, რომ შინაგანად აფორიაქებული იყო. “ბახის “პრელუდიები” ! აი, რა გვინდა ჩვენ !” “ჩვენ!”, ესე იგი მხოლოდდამხოლოდ თვითონ, მუსიკაზე არასდროს არ ლაპარაკობდა ვლადიმერთან. ფირფიტებში ბახის ”პრელუდიები და ფუგა” მონახა.შვილის ოთახიდან ძლივს გამოიტანა ფირსაკრავი. “ათასჯერ ვუთხარი, ნუ ამტვრიანებთ, ხშირად გადაწმინდეთ-მეთქი”, მერე გაახსენდა, რომ შვილი მთელი კვირაა სახლში არ იყო. მერე ისიც გაახსენდა, ეს ძველი ფირსაკრავი სახლში მის გარდა არავის სჭირდებოდა და თუ აქამდე ვინმეს არ აჩუქეს, ან არ გადააგდეს, მხოლოდდამხოლოდ მამის ხათრით. ცოლი ისე უყურებდა, როგორც “ყოვლად უვარგის “ ნივთს, შვილს კი რაც მოსწონდა, ყველაფერი დისკებზე ჰქონდა ჩაწერილი... და, რაც მის შვილს მოსწონდა, ის ნამდვილად არ იყო ბახი ! თვითონ კი ყველანაირ “დისკებს და კომპიუტერებს” ფირფიტასაკრავი ერჩია ( !!! ). სახურავზე მტვერი რბილი ჩვრით გადაწმინდა. მერე ახადა. მუყაოს ბუდიდან ფირფიტა ფრთხილად ამოიღო, მხოლოდ ორი თითით შეეხო კიდეებზე, დისკოზე დადო და ფირფიტასაკრავი ჩართო. გარდა იმისა, რომ ჩვევების ერთგული იყო, მთელი ეს პროცესი მევიოლინეს მევიოლინეს კონცერტზე გასასვლელ მზადებას აგონებდა. ასეთივე სიფრთხილით იღებს მუსიკოსი ბუდიდან ვიოლინოს, ასეთი სიფრთხილით უსინჯავს ხემით სიმებს და სცენაზედაც ასეთივე მღელვარებით გადის. ახლაც ზუსტად ამ განწყობით მოემზადა მუსიკის მოსასმენად. მას კიდევ ერთი ჩვევა ჰქონდა, რასაც ვერ უმხელდა ვერავის, იცოდა , ვერავინ გაუგებდა.. ოჯახის წევრებიც კი.. მუსიკის მოსმენისას ოთახი კუთხიდან უნდა ყოფილიყო განათებული “ მენდელსონის სავიოლინო კონცერტზე” ჩვეულებრივი განათება უნდა ყოფილიყო, მხოლოდ, ძალიან სუსტი. ვივალდის დროს-მწვანე, ბახს კი მოიასამნისფრო განათებაზე უსმენდა. თვითონ ამ დროს ოთახის ჩაბნელებულ კუთხეში იჯდა და ფიზიკურად გრძნობდა, როგორ შემოდიოდა მუსიკა ჯერ სმენაში, შემდეგ სხეულში და როგორ გადაიქცეოდა თვითონ მუსიკად….. ახლაც, როგორც კი ოთახში პირველი აკორდები გაისმა, თანდათან გაქრა ის საგნები, რომლებიც ამ მოუხერხებელ ბინაში ხანდახან ასე აღიზიანებდა. მხედველობიდან გაქრა სკამები, მაგიდა, კედლის ავეჯი, თაროები.. სამყარო თანდათან მოიასამნისფრო ხდებოდა, და ეს სამყარო, მოიასამნისფრო მთელი სამყარო სავსე იყო ბახით. ვეღარც სავარძელს გრძნობდა, რომელშიც თვითონ იჯდა, არამედ გრძნობდა უწონობას, ლივლივს და მოიასამნისფრო ბახს….. იასამნისფერ სიზმრის მსგავს მუსიკას.. ….. .. რაღაცა მოხდა !.. ჯერ ვერ მიხვდა რა მოხდა. ყველაფერი თანდათან თავის ადგილზე დადგა.. გარკვევით დაინახა მაგიდა, სკამები, თაროები. იგრძნო სავარძელიც, რომელშიც იჯდა.. .. მუსიკა ჯერ არ დამთავრებულიყო.. .. რაღაცა მოხდა !.. თანდათან მიხვდა, კარზე ვიღაც აკაკუნებდა.. უფრო სწორად, კი არ აკაკუნებდა, ვიღაც აბრახუნებდა ორივე ხელით.. დაიბნა.. ძლივს მიხვდა, რომ სავარძლიდან უნდა ამდგარიყო და კარი გაეღო.. ადგა.. ძლივს მივიდა კართან.. წვალებით მონახა საკეტი.. წვალებით გააღო კარი.. ღია კართან ქურთი მეზობელი იდგა ხუთივე შვილით: - შენი უბორნიიდან წყალი ჩამომდის ! 1998 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
49. ოი, ნეფერტარ, მე ეგ არც კი მომიფიქრებია. :) მადლობა! :) ოი, ნეფერტარ, მე ეგ არც კი მომიფიქრებია. :) მადლობა! :)
48. ნეფერტარ რა მაგარი ხარ! ამას შენს მეტი ვინ მიხვდებოდა, ამიტომაა რომ ვამბობ: ცოცხალი ენციკლოპედია ხარ. ბარაქალა შენ. ბმული გავხსენი და მართლაც უდიდესი სიამოვნება მივიღე ცეკვითა და იმპროვიზაციიტ, მოკლედ ყველაფრით , რისთვისაც უღრმესი მადლობა. ნეფერტარ რა მაგარი ხარ! ამას შენს მეტი ვინ მიხვდებოდა, ამიტომაა რომ ვამბობ: ცოცხალი ენციკლოპედია ხარ. ბარაქალა შენ. ბმული გავხსენი და მართლაც უდიდესი სიამოვნება მივიღე ცეკვითა და იმპროვიზაციიტ, მოკლედ ყველაფრით , რისთვისაც უღრმესი მადლობა.
47. რა საინტერესოა, 46 კომენტარი დევს აქ, და არავინ არ დადო ამ ინდური ცეკვის ბმული, რომ დაინტერესებულს, თავისი ყურით მოესმინა ქართული იავნანის თემა და მისი იმპროვიზაცია ჩაიკოვსკის შელკუნჩიკში. ამ ხარვეზს მე შევავსებ ახლა აი ამ ბმულით:
http://vk.com/video33771934_168262744
ათასჯერ გაგონილს, საკუთარი ყურით მოსმენილი ჯობია. :)
რა საინტერესოა, 46 კომენტარი დევს აქ, და არავინ არ დადო ამ ინდური ცეკვის ბმული, რომ დაინტერესებულს, თავისი ყურით მოესმინა ქართული იავნანის თემა და მისი იმპროვიზაცია ჩაიკოვსკის შელკუნჩიკში. ამ ხარვეზს მე შევავსებ ახლა აი ამ ბმულით:
http://vk.com/video33771934_168262744
ათასჯერ გაგონილს, საკუთარი ყურით მოსმენილი ჯობია. :)
46. ჭაო,ჭაო, ძაან კარგად მითხარი! მე რომ მომეწონებოდა ისე. :)))
"ქურთმა მეზობელმა ზედ სულზე მოუსწრო..:)) და დააბრუნა მიწაზე..." _ კარგია. "კიდევ დიდხანს რომ იფლატუნოს ოთახში, არ მომწყინდება...:)) "
აი, შემოქმედებითი კომენტარი თუ გინდა. :))
ჭაო,ჭაო, ძაან კარგად მითხარი! მე რომ მომეწონებოდა ისე. :)))
"ქურთმა მეზობელმა ზედ სულზე მოუსწრო..:)) და დააბრუნა მიწაზე..." _ კარგია. "კიდევ დიდხანს რომ იფლატუნოს ოთახში, არ მომწყინდება...:)) "
აი, შემოქმედებითი კომენტარი თუ გინდა. :))
45. კიდევ წავიკითხე, ამჯეად ბატონიმიშას თვალით...:) და კიდევ მომეწონა...:-
ოთახში, ვლადიმირთან მარტო დარჩენილმა მუსიკოსმა, ჯერ უკვე იმდენი სიმართლე გვითხრა, ჩვენი ქვეყნის ზრდა-განვითარებაზე...:)) მერე კი თვალსადახელშუა გაიასამნისფერდა და სხვა განზომილებაში...უწონობაში გადავიდა...:)) ქურთმა მეზობელმა ზედ სულზე მოუსწრო..:)) და დააბრუნა მიწაზე...
კარგია ...ბატონი მიშა, უმნიშვნელო რაღაცებს გეტყვის ალბათ , მაგალითად სახელი "ვლადიმირი" შეიძლება არ მოეწონოს...:)) ან "ყმაწვილო"ან "ფირსაკრავი"... თან რამდენიმეჯერ რომ იმეორებ...სულ ოდნავ შეიძლება გაწელილი მოეჩვენოს ოთახის სცენა...:) მე კი მომწონს და კიდევ დიდხანს რომ იფლატუნოს ოთახში, არ მომწყინდება...:))
კიდევ წავიკითხე, ამჯეად ბატონიმიშას თვალით...:) და კიდევ მომეწონა...:-
ოთახში, ვლადიმირთან მარტო დარჩენილმა მუსიკოსმა, ჯერ უკვე იმდენი სიმართლე გვითხრა, ჩვენი ქვეყნის ზრდა-განვითარებაზე...:)) მერე კი თვალსადახელშუა გაიასამნისფერდა და სხვა განზომილებაში...უწონობაში გადავიდა...:)) ქურთმა მეზობელმა ზედ სულზე მოუსწრო..:)) და დააბრუნა მიწაზე...
კარგია ...ბატონი მიშა, უმნიშვნელო რაღაცებს გეტყვის ალბათ , მაგალითად სახელი "ვლადიმირი" შეიძლება არ მოეწონოს...:)) ან "ყმაწვილო"ან "ფირსაკრავი"... თან რამდენიმეჯერ რომ იმეორებ...სულ ოდნავ შეიძლება გაწელილი მოეჩვენოს ოთახის სცენა...:) მე კი მომწონს და კიდევ დიდხანს რომ იფლატუნოს ოთახში, არ მომწყინდება...:))
44. მუხაა, დიდი მადლობაა! :))) ახლა გამიკვირდა, როგორ მოიფიქრემეთქი ამ მოთხრობის წაკითხვა და მერე გამახსენდა, სახალხოდ გაკეთებული განცხადება "შოკის" განხილვის შესახებ. არა, განხილვა, რასაკვირველია, ძალიან კარგად მახსოვს, სახალხოდ გაკეთებული განცხადება არ მახსოვს. :))))) არმენ, ასევე დიდზე დიდი მადლობა. :)))) კარგად დაინახე "მუსიკა ფერებში" :) მუხაა, დიდი მადლობაა! :))) ახლა გამიკვირდა, როგორ მოიფიქრემეთქი ამ მოთხრობის წაკითხვა და მერე გამახსენდა, სახალხოდ გაკეთებული განცხადება "შოკის" განხილვის შესახებ. არა, განხილვა, რასაკვირველია, ძალიან კარგად მახსოვს, სახალხოდ გაკეთებული განცხადება არ მახსოვს. :))))) არმენ, ასევე დიდზე დიდი მადლობა. :)))) კარგად დაინახე "მუსიკა ფერებში" :)
43. ეს ნაწარმოები ძალიან, ძალიან მომეწონა, ახლა პირველად წავიკითხე, სიტყვები ვერ მომინახია , რომ შევაქო, ასეთი კარგი ნაღდი პროზა ჯერ არ წამიკითხავს, ეს კაცი მარტო კი არა ასე მგონია მეც მასთან ერთად ვარ, , ისე კარგი პიესა იქნება არის აქ ვინმე რეჟისორი? ვთხოვოთ, კარგი რამეა! ახლა იმას დავწერ შენი ნებართვით რა არ მომეწონა, "-ყმაწვილო" ს - ეგება მოუხერხო რამე, , მერე " ვლადიმერი"-ამ სიგრძე ძაღლის სახელი ამდენი თანხმოვნებით ძნელი დასაძახია , ნება შენია, ხომ იცი ჩემი მოწონება დაწუნება პირდაპირია და გულწრფელი! სადაც მე ვცხოვრობ, კორპუსი 12 სართულიანია და მარტო ჩემს სადარბაზოში 24 მობინადრეა (თითო სართულზე ორია)აქედან 20 ოჯახს ძაღლი ჰყავს, სხვადასხვა ჯიშისა და ზომის, სამს კატა , ჩვენ მხოლოდ ერთი "ზღვის გოჭი" , გვყავს იმიტომ რომ ბევრი მუსიკალური ინსტრუმენები გვაქვს და ეს გოჭი არ დარბის წყნარია, ყველა კატისა და ძაღლის სახელი თითქმის ვიცი,, მეორე სართულზე, რომ ვარ ამიტომ და არ გამიგონია ამსიგრძის სახელი, მინდა სულ ბრწყინავდეს შენი მოთხრობები. პატივისცემით " მუხა" ეს ნაწარმოები ძალიან, ძალიან მომეწონა, ახლა პირველად წავიკითხე, სიტყვები ვერ მომინახია , რომ შევაქო, ასეთი კარგი ნაღდი პროზა ჯერ არ წამიკითხავს, ეს კაცი მარტო კი არა ასე მგონია მეც მასთან ერთად ვარ, , ისე კარგი პიესა იქნება არის აქ ვინმე რეჟისორი? ვთხოვოთ, კარგი რამეა! ახლა იმას დავწერ შენი ნებართვით რა არ მომეწონა, "-ყმაწვილო" ს - ეგება მოუხერხო რამე, , მერე " ვლადიმერი"-ამ სიგრძე ძაღლის სახელი ამდენი თანხმოვნებით ძნელი დასაძახია , ნება შენია, ხომ იცი ჩემი მოწონება დაწუნება პირდაპირია და გულწრფელი! სადაც მე ვცხოვრობ, კორპუსი 12 სართულიანია და მარტო ჩემს სადარბაზოში 24 მობინადრეა (თითო სართულზე ორია)აქედან 20 ოჯახს ძაღლი ჰყავს, სხვადასხვა ჯიშისა და ზომის, სამს კატა , ჩვენ მხოლოდ ერთი "ზღვის გოჭი" , გვყავს იმიტომ რომ ბევრი მუსიკალური ინსტრუმენები გვაქვს და ეს გოჭი არ დარბის წყნარია, ყველა კატისა და ძაღლის სახელი თითქმის ვიცი,, მეორე სართულზე, რომ ვარ ამიტომ და არ გამიგონია ამსიგრძის სახელი, მინდა სულ ბრწყინავდეს შენი მოთხრობები. პატივისცემით " მუხა"
42. მუსიკა ფერებში. ბრავო! ,,ხელთათმანი" მერვე კლასში რომ ვიყავი, მაშინ ვთარგმნე (რათქმაუნდა ცუდად). ძალიან მიყვარს. მუსიკა ფერებში. ბრავო! ,,ხელთათმანი" მერვე კლასში რომ ვიყავი, მაშინ ვთარგმნე (რათქმაუნდა ცუდად). ძალიან მიყვარს.
41. ჯინა, დიდი მადლობა, მოთხრობების წაკითხვისათვის. :) :) ქალაქში არ ვიყავი და ამოტომ თქვენს კომენტარს ვერ გამოვეხმაურე. :) :)
პატივისცემით: ტენდი ჯინა, დიდი მადლობა, მოთხრობების წაკითხვისათვის. :) :) ქალაქში არ ვიყავი და ამოტომ თქვენს კომენტარს ვერ გამოვეხმაურე. :) :)
პატივისცემით: ტენდი
40. საინტერესოდ გახსნილი ხელოვანის სახე, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი იმ გარემოში, სადაც მისი სამყაროა – მიუხედავად იმისა, რომ უწევს ამ სივრცის სხვასთან გაზიარება, მას მკვეთრად შემოსაზღვრული საკუთარი ნიშა აქვს – განსხვავებული, ამაღლებული, ხელშეუხები!..
კარგი მიგნებაა ფერებისა და მუსიკის სინთეზი, ორიგინალური!.. მართლაც განსხვავებულია სამყაროს აღქმა, როცა უსმენ ვივალდისა თუ ბახს, მოცარტსა თუ ბობოქარ ვაგნერს...
ჩემთვისაც "შოკი" იყო ფინალი! საცოდაობაა!...
(რაც შეეხება ჩაიკოვსკის, ვიცი, რომ იგი ნამყოფია საქართველოში...და კიდევ – პეტრე ჩაიკოვსკის ოჯახს პეტერბურგში ხშირად სტუმრობდა ხილმე ილია ჭავჭავაძე, რომელიც იმხანად გამიჯნურებული ყოფილა ალექსანდარა (საშა) ჩაიკოვსკაიაზე, პეტრე ჩაიკოვსკის დაზე. თავად კომპოზიტორი თავიდან იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა...ქალმა არჩევანი დეკაბრისტის ვაჟზე – ლევ დავიდოვზე შეაჩერა...) საინტერესოდ გახსნილი ხელოვანის სახე, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი იმ გარემოში, სადაც მისი სამყაროა – მიუხედავად იმისა, რომ უწევს ამ სივრცის სხვასთან გაზიარება, მას მკვეთრად შემოსაზღვრული საკუთარი ნიშა აქვს – განსხვავებული, ამაღლებული, ხელშეუხები!..
კარგი მიგნებაა ფერებისა და მუსიკის სინთეზი, ორიგინალური!.. მართლაც განსხვავებულია სამყაროს აღქმა, როცა უსმენ ვივალდისა თუ ბახს, მოცარტსა თუ ბობოქარ ვაგნერს...
ჩემთვისაც "შოკი" იყო ფინალი! საცოდაობაა!...
(რაც შეეხება ჩაიკოვსკის, ვიცი, რომ იგი ნამყოფია საქართველოში...და კიდევ – პეტრე ჩაიკოვსკის ოჯახს პეტერბურგში ხშირად სტუმრობდა ხილმე ილია ჭავჭავაძე, რომელიც იმხანად გამიჯნურებული ყოფილა ალექსანდარა (საშა) ჩაიკოვსკაიაზე, პეტრე ჩაიკოვსკის დაზე. თავად კომპოზიტორი თავიდან იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა...ქალმა არჩევანი დეკაბრისტის ვაჟზე – ლევ დავიდოვზე შეაჩერა...)
39. ქ-ნო ციცინო მომწონს რა თქვენი პროზა ამ კონკრეტულ ნაწერში კი პირადად ჩემთვის ვლადიმერის და ამ კაცის კონტაქტი ყველაზე მნიშვნელოვნად მივიცნიე არ ვიცი რამდენად სწორად აღვიქვი ,მაგრამ ჩემთვის მარტოსული ადამიანის საუკეთესო ტილო შეიქმნა,ტექსტში აღმოვაჩინე ჩაიკოვსკის პორტრეტი საქართველოში არ ყოფილხარო და 1896-90 წლებში 5 ჯერ იყო ჩაიკოვსკი თბილისში ზუსტად ვიცი, ბორჯომსა და თბილისში როფნის დროს კი საერთოდ დაწერა სორკესტრო სუიტა"მოცარტიანა","სექსტეტი", "მოგონებები ფლორენციაზე" და თბილისში ყოფნის დროს საერთოდ მუშაობდა" მძინარე მზეთუნახავზე" სადაც ქართული იავნანას მელოდია გამოიყენა ბალეტ მაკნატუნაში მე ასეთი ინფორმაცია მაქვს კი არადა შემიძლია დარწმუნებითაც ვთქვა
და მაგარი ნაწერია ეს ქ-ნო ციცინო,კარგი პროზაა ეს
პატივისცემით დემეტრე ქ-ნო ციცინო მომწონს რა თქვენი პროზა ამ კონკრეტულ ნაწერში კი პირადად ჩემთვის ვლადიმერის და ამ კაცის კონტაქტი ყველაზე მნიშვნელოვნად მივიცნიე არ ვიცი რამდენად სწორად აღვიქვი ,მაგრამ ჩემთვის მარტოსული ადამიანის საუკეთესო ტილო შეიქმნა,ტექსტში აღმოვაჩინე ჩაიკოვსკის პორტრეტი საქართველოში არ ყოფილხარო და 1896-90 წლებში 5 ჯერ იყო ჩაიკოვსკი თბილისში ზუსტად ვიცი, ბორჯომსა და თბილისში როფნის დროს კი საერთოდ დაწერა სორკესტრო სუიტა"მოცარტიანა","სექსტეტი", "მოგონებები ფლორენციაზე" და თბილისში ყოფნის დროს საერთოდ მუშაობდა" მძინარე მზეთუნახავზე" სადაც ქართული იავნანას მელოდია გამოიყენა ბალეტ მაკნატუნაში მე ასეთი ინფორმაცია მაქვს კი არადა შემიძლია დარწმუნებითაც ვთქვა
და მაგარი ნაწერია ეს ქ-ნო ციცინო,კარგი პროზაა ეს
პატივისცემით დემეტრე
38. საინტერესოა +2
საინტერესოა +2
37. ამ მოთხრობაში მუსიკოსი კითხულობს შილლერის "ხელთათმანს" და ძალიან მომინდა ეს ლექსი წაეკითხა, ვისაც არ წაუკითხავს.
ხელთათმანი
ზის სამხეცისკინ ხალისით სავსე სვენედნიერთა გვირგვინით თავზე ხელმწიფე ფრანცი; ლომ-ვეფხვთა ბრძოლის დაწყებას ელის წარჩინებულთა კრებული მთელი, მშვენებით სავსე ქალი და კაცი.
აგერ, შეირხა ხელმწიფე ქველი, აივნის თავზე აღმართა ხელი, იღება კარი, მეფური წყრომით შემოდის ლომი. ვერანდას აპყრობს დიდებულ მზერას, გარემოს ზვერავს, ამთქნარებს დიდხანს, კიდურებს ირთხამს, აღარა წყრება და წყნარად წვება.
მეფემ მარჯვენა ასწია ისევ, ახლა სხვა კარი გაიღო მყისვე მქისე გრიალით, და გამოვარდა მრისხანე ვეფხვი თვალთა ბრიალით. შეხედა ლომს და ომახიანად დაიღრიალა.
შეატრიალა ძალუმი კუდი, შეჰკრა კამარა ლაღი და მრუდი, შეინავარდა, გამოჰყო ენა, გამეხებულმა დაიწყო ღრენა, ღმუის და უვლის გარშემო ლომსა, ვეღარ უბედავს პირიეპირ ომსა, მშვიდდება, ცხრება, აღარა წყრება და წყნარად წვება.
მეფემ ხელახლა ასწია ხელი... დაუნდობელი და სისხლისმღვრელი გადმოაფრქვია ცეცხლად ანაზდად რკინის გალიამ ორი ავაზა, წინ შეეფეთათ ვეფხვი ვეება შეხვდა,შეება, დაჰკრა ძალუმად,დაზარა,დასცა, მაშინ წამოდგა ლომი ღრიალით, ანასდად შეწყდა მხეცთა რიალი, დამალეს მყისვე კლანჭები მქისე __ ლომმა ინება წესრიგის დაცვა.
ადგა ასული მშვენებით სავსე, ასწია ხელი ვერანდის თავზე და ელთათმანი, ნასროლი შორით, დაბლა დავარდა, ლომ-ვეფხვთა შორის.
იჯდა დელორჟი, მოყმე ძლიარი, ესმა მიჯნურის სიტყვა ცბიერი: „ თუ მართლა ჩემთვის, ჩემო რაინდო, მზადა ხარ თავზე ცეცხლი დაინთო, ის ხელთათმანი მომართვი, გელი ! “
ადგა უსიტყვოდ ჭაბუკი ქველი, სწრაფი ნაბიჯით ჩამოდის ქვევით, აგერ გალია, შედის, გარშემო მხეცთა რკალია, იღებს ხელთათმანს უდრეკი ხელით... უმზერენ შიშით და აღტაცებით სეფექალები, კარისკაცები. მოდის, თათმანი უჭირავს ხელთა, ადიდებს ყველა, განქარდა ელდა; შეკავშირდება, ჩანს გული გულთან, სახემცინარი დგას კუნიგუნდა. არ ეძება მოყმე სიტყვათა მწველთა, ესვრის სახეში, შორდება წყენით:
„ არა მჭირდება წყალობა თქვენი ! “
პატივისცემით: ტენდი ამ მოთხრობაში მუსიკოსი კითხულობს შილლერის "ხელთათმანს" და ძალიან მომინდა ეს ლექსი წაეკითხა, ვისაც არ წაუკითხავს.
ხელთათმანი
ზის სამხეცისკინ ხალისით სავსე სვენედნიერთა გვირგვინით თავზე ხელმწიფე ფრანცი; ლომ-ვეფხვთა ბრძოლის დაწყებას ელის წარჩინებულთა კრებული მთელი, მშვენებით სავსე ქალი და კაცი.
აგერ, შეირხა ხელმწიფე ქველი, აივნის თავზე აღმართა ხელი, იღება კარი, მეფური წყრომით შემოდის ლომი. ვერანდას აპყრობს დიდებულ მზერას, გარემოს ზვერავს, ამთქნარებს დიდხანს, კიდურებს ირთხამს, აღარა წყრება და წყნარად წვება.
მეფემ მარჯვენა ასწია ისევ, ახლა სხვა კარი გაიღო მყისვე მქისე გრიალით, და გამოვარდა მრისხანე ვეფხვი თვალთა ბრიალით. შეხედა ლომს და ომახიანად დაიღრიალა.
შეატრიალა ძალუმი კუდი, შეჰკრა კამარა ლაღი და მრუდი, შეინავარდა, გამოჰყო ენა, გამეხებულმა დაიწყო ღრენა, ღმუის და უვლის გარშემო ლომსა, ვეღარ უბედავს პირიეპირ ომსა, მშვიდდება, ცხრება, აღარა წყრება და წყნარად წვება.
მეფემ ხელახლა ასწია ხელი... დაუნდობელი და სისხლისმღვრელი გადმოაფრქვია ცეცხლად ანაზდად რკინის გალიამ ორი ავაზა, წინ შეეფეთათ ვეფხვი ვეება შეხვდა,შეება, დაჰკრა ძალუმად,დაზარა,დასცა, მაშინ წამოდგა ლომი ღრიალით, ანასდად შეწყდა მხეცთა რიალი, დამალეს მყისვე კლანჭები მქისე __ ლომმა ინება წესრიგის დაცვა.
ადგა ასული მშვენებით სავსე, ასწია ხელი ვერანდის თავზე და ელთათმანი, ნასროლი შორით, დაბლა დავარდა, ლომ-ვეფხვთა შორის.
იჯდა დელორჟი, მოყმე ძლიარი, ესმა მიჯნურის სიტყვა ცბიერი: „ თუ მართლა ჩემთვის, ჩემო რაინდო, მზადა ხარ თავზე ცეცხლი დაინთო, ის ხელთათმანი მომართვი, გელი ! “
ადგა უსიტყვოდ ჭაბუკი ქველი, სწრაფი ნაბიჯით ჩამოდის ქვევით, აგერ გალია, შედის, გარშემო მხეცთა რკალია, იღებს ხელთათმანს უდრეკი ხელით... უმზერენ შიშით და აღტაცებით სეფექალები, კარისკაცები. მოდის, თათმანი უჭირავს ხელთა, ადიდებს ყველა, განქარდა ელდა; შეკავშირდება, ჩანს გული გულთან, სახემცინარი დგას კუნიგუნდა. არ ეძება მოყმე სიტყვათა მწველთა, ესვრის სახეში, შორდება წყენით:
„ არა მჭირდება წყალობა თქვენი ! “
პატივისცემით: ტენდი
36. მივხვდი :) :) :) :) მივხვდი :) :) :) :)
35. ვაი ქვემოთ "პოეზიის" მაგივრად "პროზა" უნდა დამეწერა : )) ვაი ქვემოთ "პოეზიის" მაგივრად "პროზა" უნდა დამეწერა : ))
34. ლევან, გმადლობთ !!! ეს მოთხრობა დიდი სიყვარულით მიყვარს.:) :) :) განსაკუთრებით...
ტენდი ლევან, გმადლობთ !!! ეს მოთხრობა დიდი სიყვარულით მიყვარს.:) :) :) განსაკუთრებით...
ტენდი
33. ძალიან კარგი ხელწერა გაქვთ, ადვილად აღსაქმელი, შინაარსიანი, გასაგები, მხვატრული სახებით მდიდარი და არა ისეთი დღეს რომაა უმეტესად თანამედროვე პოეზიაში, ავტორი თვითონვე რომ იკარგება წინადადებებში და ვერ გაუგია რას წერს. აიღეთ მაგალითი. ძალიან კარგი ხელწერა გაქვთ, ადვილად აღსაქმელი, შინაარსიანი, გასაგები, მხვატრული სახებით მდიდარი და არა ისეთი დღეს რომაა უმეტესად თანამედროვე პოეზიაში, ავტორი თვითონვე რომ იკარგება წინადადებებში და ვერ გაუგია რას წერს. აიღეთ მაგალითი.
32. საკმაოდ კარგად წერთ, მომწონს თქვენი სტილი, იოლად იკითხება, არადა ღრმა თემებია :) საკმაოდ კარგად წერთ, მომწონს თქვენი სტილი, იოლად იკითხება, არადა ღრმა თემებია :)
31. enigma_man, დიდი, დიდი მადლობაააა !!! :) :) :) :) :)
პატივისცემით: ტენდი :) :) :) enigma_man, დიდი, დიდი მადლობაააა !!! :) :) :) :) :)
პატივისცემით: ტენდი :) :) :)
30. აღფრთოვანებული ვარ... :+++++++++++++++++ აღფრთოვანებული ვარ... :+++++++++++++++++
29. ლაღად წერთ და ეს ნამდვილად კარგია. მსუბუქად იკითხება და ასევე შეპარვით გადავდივართ კლასიკიდან რეალობაში :)
ლაღად წერთ და ეს ნამდვილად კარგია. მსუბუქად იკითხება და ასევე შეპარვით გადავდივართ კლასიკიდან რეალობაში :)
28. გიგო, გაიხარე შენც, რომ წაიკითხე !!! :) :) :) :)
გიგო, გაიხარე შენც, რომ წაიკითხე !!! :) :) :) :)
27. ეს წაკითხული მაქვს ტინდი და შთაბეჭტილებების ქვეშ გახლდით!!! ახლა ხელმეორედ გადავიკითხე!!! ძალიან კარგად წერ!! გაიხარე შენა!!! ეს წაკითხული მაქვს ტინდი და შთაბეჭტილებების ქვეშ გახლდით!!! ახლა ხელმეორედ გადავიკითხე!!! ძალიან კარგად წერ!! გაიხარე შენა!!!
26. დაკარგული დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ!
:) :) :) დაკარგული დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ!
:) :) :)
25. საინტერესოა! მოგიკითხეთ :) საინტერესოა! მოგიკითხეთ :)
24. gugua, დიდი მადლობა, ახლა ვნახე შენი კომენტარი. gugua, დიდი მადლობა, ახლა ვნახე შენი კომენტარი.
23. ცხოვრებისელი! ცხოვრებისელი! ცხოვრებისელი! ძალიან ბევრი რამ მეცნო... ცოლ-შვილი დასასვენებლად არის წასული და 2 კვირაა მარტო ვარ... ეს აფსურდული მდგომარეობა ერთ კვირას კიდევ გასტანს... ცხოვრებისელი! ცხოვრებისელი! ცხოვრებისელი! ძალიან ბევრი რამ მეცნო... ცოლ-შვილი დასასვენებლად არის წასული და 2 კვირაა მარტო ვარ... ეს აფსურდული მდგომარეობა ერთ კვირას კიდევ გასტანს...
22. საინტერესოდ უთქვამს თქვენს მეუღლეს. მომეწონა. :)) საინტერესოდ უთქვამს თქვენს მეუღლეს. მომეწონა. :))
21. "ახლაც, როგორც კი ოთახში პირველი აკორდები გაისმა, თანდათან გაქრა ის საგნები, რომლებიც ამ მოუხერხებელ ბინაში ხანდახან ასე აღიზიანებდა. მხედველობიდან გაქრა სკამები, მაგიდა, კედლის ავეჯი, თაროები..
სამყარო თანდათან მოიასამნისფრო ხდებოდა, და ეს სამყარო, მოიასამნისფრო მთელი სამყარო სავსე იყო ბახით. ვეღარც სავარძელს გრძნობდა, რომელშიც თვითონ იჯდა, არამედ გრძნობდა უწონობას, ლივლივს და მოიასამნისფრო ბახს….. იასამნისფერ სიზმრის მსგავს მუსიკას.."
ნეტა ეს კაცი რა არის ჩემი? მე ასე კითხვის დროს მემართება... ჩემმა მეუღლემ იცის ხოლმე თქმა, - "ეს რომ რამეს კითხულობს და ამ დროს სახლს ცეცხლი გაუჩნდეს, ვიდრე წიგნს არ წაეკიდება ცეცხლი, ვერ მიხვდებაო"... :)) :))))) "ახლაც, როგორც კი ოთახში პირველი აკორდები გაისმა, თანდათან გაქრა ის საგნები, რომლებიც ამ მოუხერხებელ ბინაში ხანდახან ასე აღიზიანებდა. მხედველობიდან გაქრა სკამები, მაგიდა, კედლის ავეჯი, თაროები..
სამყარო თანდათან მოიასამნისფრო ხდებოდა, და ეს სამყარო, მოიასამნისფრო მთელი სამყარო სავსე იყო ბახით. ვეღარც სავარძელს გრძნობდა, რომელშიც თვითონ იჯდა, არამედ გრძნობდა უწონობას, ლივლივს და მოიასამნისფრო ბახს….. იასამნისფერ სიზმრის მსგავს მუსიკას.."
ნეტა ეს კაცი რა არის ჩემი? მე ასე კითხვის დროს მემართება... ჩემმა მეუღლემ იცის ხოლმე თქმა, - "ეს რომ რამეს კითხულობს და ამ დროს სახლს ცეცხლი გაუჩნდეს, ვიდრე წიგნს არ წაეკიდება ცეცხლი, ვერ მიხვდებაო"... :)) :)))))
20. კლასიკური მუსიკა სულს ისევე ასუფთავებს, როგორც ლოცვა. ამ ფრაზას ისე ვერ წამოისვრი...თუ თვითონ არ ხარ დახვეწილი და გემოვნებიანი...
მუსიკის მოსმენისას ოთახი კუთხიდან უნდა ყოფილიყო განათებული “ მენდელსონის სავიოლინო კონცერტზე” ჩვეულებრივი განათება უნდა ყოფილიყო, მხოლოდ, ძალიან სუსტი. ვივალდის დროს-მწვანე, ბახს კი მოიასამნისფრო განათებაზე უსმენდა. თვითონ ამ დროს ოთახის ჩაბნელებულ კუთხეში იჯდა და ფიზიკურად გრძნობდა, როგორ შემოდიოდა მუსიკა ჯერ სმენაში, შემდეგ სხეულში და როგორ გადაიქცეოდა თვითონ მუსიკად…..
და ამის მერე უწონადობაში რომ გადაგვიყვანე ...არ შეგეცოდეთ ასეთი ფინალისთვის?...:-* 555555 და ჩემი აღფრთოვანებები აქ...
კლასიკური მუსიკა სულს ისევე ასუფთავებს, როგორც ლოცვა. ამ ფრაზას ისე ვერ წამოისვრი...თუ თვითონ არ ხარ დახვეწილი და გემოვნებიანი...
მუსიკის მოსმენისას ოთახი კუთხიდან უნდა ყოფილიყო განათებული “ მენდელსონის სავიოლინო კონცერტზე” ჩვეულებრივი განათება უნდა ყოფილიყო, მხოლოდ, ძალიან სუსტი. ვივალდის დროს-მწვანე, ბახს კი მოიასამნისფრო განათებაზე უსმენდა. თვითონ ამ დროს ოთახის ჩაბნელებულ კუთხეში იჯდა და ფიზიკურად გრძნობდა, როგორ შემოდიოდა მუსიკა ჯერ სმენაში, შემდეგ სხეულში და როგორ გადაიქცეოდა თვითონ მუსიკად…..
და ამის მერე უწონადობაში რომ გადაგვიყვანე ...არ შეგეცოდეთ ასეთი ფინალისთვის?...:-* 555555 და ჩემი აღფრთოვანებები აქ...
19. მიხარია, რომ ნაწილი მაინც მქონია წაკითხული თქვენების :) მიხარია, რომ ნაწილი მაინც მქონია წაკითხული თქვენების :)
18. მოყვარული, ჩემზე გეცინება, თუ მოთხრობაზე ?! :) :) :) მოყვარული, ჩემზე გეცინება, თუ მოთხრობაზე ?! :) :) :)
16. დავით დიდი მადლობააა !!! :) დავით დიდი მადლობააა !!! :)
14. მომეწონა, ძალიან ცოცხლადაა აღწერილი. :) :) :) მომეწონა, ძალიან ცოცხლადაა აღწერილი. :) :) :)
13. მეც გილოცავ თოვას, და აქ ისევ მოვალ;;) მეც გილოცავ თოვას, და აქ ისევ მოვალ;;)
12. თეა, გმადლობთ...:) გილოცავთ თოვლის მოსვლას ! :) თეა, გმადლობთ...:) გილოცავთ თოვლის მოსვლას ! :)
11. ჰო, საინტერესო ავტორი. თხრობის მანერა კარგი და ფინალი - მოულოდნელი:) ჰო, საინტერესო ავტორი. თხრობის მანერა კარგი და ფინალი - მოულოდნელი:)
10. საინტერესო ავტორი და ადამიანი ჩანხარ! :) ამ გვერდს კიდევ მოვუბრუნები :) საინტერესო ავტორი და ადამიანი ჩანხარ! :) ამ გვერდს კიდევ მოვუბრუნები :)
9. მოსკოვში მთელი კვირა ვიჯექი ბიბლიოთეკაში და ვეძებდი ჩაიკოვსკის ცხოვრების იმ ნაწილს, სადაც საქართველო იქნებოდა მოხსენიებული. რუსი ბიოგრაფები ყველგან გამორიცხავენ ჩაიკოვსკის საქართველოში ყოფნის ფაქტს. ამტკიცებენ, რომ კომპოზიტორი იმდენად დაკავებული იყო შემოქმეთებითად, რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია,პირად წერილებშიც კი არ არის მოხსენიებული საქართველო არსად. მაგრამ ფაქტი ერთია, "ინდური ცეკვა" ქართული "იავნანას" იმპროვიზაციაა და აქედან გამომდინარე ის საქართველოში ნამყოფია, სიმართლე გითხრა ის კი არ ვიცოდი, რომ ბორჯომში სადმე მემორიალური დაფაა. გმადლობთ ჩემი გულისთვის რომ შეწუხდით და ელ.მისამართი გამომიგზავნე, აუცილებლად ვნახავ. " ქოთანი"-ის შესახებ კი... მაგ მოთხრობაში არ წერია, რომ ქოთანმა მიიყვანა თვითმკვლელობამდე... და საერთოდ... ვაი,დედა ! :) მოსკოვში მთელი კვირა ვიჯექი ბიბლიოთეკაში და ვეძებდი ჩაიკოვსკის ცხოვრების იმ ნაწილს, სადაც საქართველო იქნებოდა მოხსენიებული. რუსი ბიოგრაფები ყველგან გამორიცხავენ ჩაიკოვსკის საქართველოში ყოფნის ფაქტს. ამტკიცებენ, რომ კომპოზიტორი იმდენად დაკავებული იყო შემოქმეთებითად, რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია,პირად წერილებშიც კი არ არის მოხსენიებული საქართველო არსად. მაგრამ ფაქტი ერთია, "ინდური ცეკვა" ქართული "იავნანას" იმპროვიზაციაა და აქედან გამომდინარე ის საქართველოში ნამყოფია, სიმართლე გითხრა ის კი არ ვიცოდი, რომ ბორჯომში სადმე მემორიალური დაფაა. გმადლობთ ჩემი გულისთვის რომ შეწუხდით და ელ.მისამართი გამომიგზავნე, აუცილებლად ვნახავ. " ქოთანი"-ის შესახებ კი... მაგ მოთხრობაში არ წერია, რომ ქოთანმა მიიყვანა თვითმკვლელობამდე... და საერთოდ... ვაი,დედა ! :)
8. წაიკითხე: ჩაიკოვსკი საქართველოში -http://www.mgz.ru/MGZ_Site_R/iz_gruzii/text_ludey/haikovski_p.html იმედია მადლობას მეტყვი. წაიკითხე: ჩაიკოვსკი საქართველოში -http://www.mgz.ru/MGZ_Site_R/iz_gruzii/text_ludey/haikovski_p.html იმედია მადლობას მეტყვი.
7. არა, მარტო ეგ...თუ ერთი ქოთნის გაკეთება თვითმკვლელობით დამთავრდა...ვინ იზავს სხვა ყველაფერს? არ ვიცი. არა, მარტო ეგ...თუ ერთი ქოთნის გაკეთება თვითმკვლელობით დამთავრდა...ვინ იზავს სხვა ყველაფერს? არ ვიცი.
6. აბა, მეც ვნახო, ჩაიკოვსკის ბიოგრაფების გულის გასახეთქად .:) მე ძალიან დიდხანს ვიცხოვრე მოსკოვში და რუსები თავს იკლავენ, " ჩაიკოვსკი საქართველოში არ ყოფილა"-ო.
თიხაძე, ტენდზე და და ამერიკელებზე აუგად ლაპარაკს გპატიობ. მე იმ მოთხრობაში ისეთი არაფერი მიწერია, ვინმეს რომ ეფიქრა "ეს ერთადერთი ქოთანი გაგეთებულა საქართველოში"-ო. საერთოდ, მესმის, რომ ძნელია სხვისი ნაწარმოების კითხვა, როცა შენ თვითონ წერ. :) არა უშავს, თუ არ წაგიკითხია, ამით არც შენ დაზარალდები, არც ის ქოთანი და მითუმეტეს არც ტენდი. :) მაგ მოთხრობაში ლაპარაკია სრულყოფილი ურთიერთობების არარსებობაზე. :) აბა, მეც ვნახო, ჩაიკოვსკის ბიოგრაფების გულის გასახეთქად .:) მე ძალიან დიდხანს ვიცხოვრე მოსკოვში და რუსები თავს იკლავენ, " ჩაიკოვსკი საქართველოში არ ყოფილა"-ო.
თიხაძე, ტენდზე და და ამერიკელებზე აუგად ლაპარაკს გპატიობ. მე იმ მოთხრობაში ისეთი არაფერი მიწერია, ვინმეს რომ ეფიქრა "ეს ერთადერთი ქოთანი გაგეთებულა საქართველოში"-ო. საერთოდ, მესმის, რომ ძნელია სხვისი ნაწარმოების კითხვა, როცა შენ თვითონ წერ. :) არა უშავს, თუ არ წაგიკითხია, ამით არც შენ დაზარალდები, არც ის ქოთანი და მითუმეტეს არც ტენდი. :) მაგ მოთხრობაში ლაპარაკია სრულყოფილი ურთიერთობების არარსებობაზე. :)
5. ბორჯომში ჩემი თვალით წამიკითხია: "ამ სახლში ისვენებდა ჩაიკოვსკი", სადღაც სასეირნო მთავარ გზაზე. ახლა მთავარზე: იმედი მაქვს გულწრფელი აღიარება ჩემს განაჩენს შეამსუბუქებს: ამას წინათ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვიყავი, კუს ტბის გზასთან რომ არის. შესასვლელთან განცხადებაა, რომ მუშაობს ჯგუფები თიხაზე მუშაობის შემსწავლელთათვის და კიდევ მრავალი სხვა ქართული ხალხური რეწვისა. მოლარეს რომ ვკითხე, საქმის კურსში არა ვარო. მერე მარჯვნივ გავუყევი და დაუმთავრებელი, ნახევრადცარიელი შენობები. ბევრი ვიფორთხიალე. ზოგიერთი ყრუდაა გამოკეტილი. ადრე მახსოვს როგორღაც მოვხვდი ქართულ დარბაზში, გვირგვინით. სვათა შორის გადაუხურავი იყო და კი არ ვიცი დანამდვილებით გადახურული უნდა იყოს თუ გადაუხურავიც შეიძლება. იმას ვერ მივაგენი. მერე ძაღლი გამომიხტა ყეფვით. ქვას დავავლე ხელი და სადღაც ღობეზე გადავძვერი, თან ცოტა ვიგინებოდი. ხოდა ვერაფრით ვერ დავიჯერებ იქ ასეთი ხალხური რეწვის სახელოსნოები მოქმედებდნენ. (თუ გინდა მერე სპეციალურად შევამოწმებ). ხოდა ვიფიქრე ესეც ახლა ერთი ზერელე და თავისმოსაწონი ნაწარმოები დაუწერია მეთქი ვიღაცას, თან ტენდიც დაურქმევია-მეთქი სახელად. ვერც ნაწარმოების ჩანაფიქრი დავაფასე და ვერც სხვა ყველა სიკეთე. ახლა განაჩენს ველოდები. ბორჯომში ჩემი თვალით წამიკითხია: "ამ სახლში ისვენებდა ჩაიკოვსკი", სადღაც სასეირნო მთავარ გზაზე. ახლა მთავარზე: იმედი მაქვს გულწრფელი აღიარება ჩემს განაჩენს შეამსუბუქებს: ამას წინათ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ვიყავი, კუს ტბის გზასთან რომ არის. შესასვლელთან განცხადებაა, რომ მუშაობს ჯგუფები თიხაზე მუშაობის შემსწავლელთათვის და კიდევ მრავალი სხვა ქართული ხალხური რეწვისა. მოლარეს რომ ვკითხე, საქმის კურსში არა ვარო. მერე მარჯვნივ გავუყევი და დაუმთავრებელი, ნახევრადცარიელი შენობები. ბევრი ვიფორთხიალე. ზოგიერთი ყრუდაა გამოკეტილი. ადრე მახსოვს როგორღაც მოვხვდი ქართულ დარბაზში, გვირგვინით. სვათა შორის გადაუხურავი იყო და კი არ ვიცი დანამდვილებით გადახურული უნდა იყოს თუ გადაუხურავიც შეიძლება. იმას ვერ მივაგენი. მერე ძაღლი გამომიხტა ყეფვით. ქვას დავავლე ხელი და სადღაც ღობეზე გადავძვერი, თან ცოტა ვიგინებოდი. ხოდა ვერაფრით ვერ დავიჯერებ იქ ასეთი ხალხური რეწვის სახელოსნოები მოქმედებდნენ. (თუ გინდა მერე სპეციალურად შევამოწმებ). ხოდა ვიფიქრე ესეც ახლა ერთი ზერელე და თავისმოსაწონი ნაწარმოები დაუწერია მეთქი ვიღაცას, თან ტენდიც დაურქმევია-მეთქი სახელად. ვერც ნაწარმოების ჩანაფიქრი დავაფასე და ვერც სხვა ყველა სიკეთე. ახლა განაჩენს ველოდები.
4. გუშინდელი, :) რატომ არ იქნება ბორჯომში ნამყოფი ?!
დიდი მადლობა, რომ მოგეწონა. :)
რატომ "მეჩხუბე " პირველად ?! :)
გუშინდელი, :) რატომ არ იქნება ბორჯომში ნამყოფი ?!
დიდი მადლობა, რომ მოგეწონა. :)
რატომ "მეჩხუბე " პირველად ?! :)
3. არამითი, გმადლობთ ! :)
არამითი, გმადლობთ ! :)
2. 1.აუცილებლად გაწმინდე, იმდენი @-ებია, ვინმეს რამე ეგონება :) 2. ჩაიკოვსკი არ ვიცი და ეგ კაცი ნამდვილად ნამყოფი არ იქნება ბორჯომში :) 3. მომეწონა :) 1.აუცილებლად გაწმინდე, იმდენი @-ებია, ვინმეს რამე ეგონება :) 2. ჩაიკოვსკი არ ვიცი და ეგ კაცი ნამდვილად ნამყოფი არ იქნება ბორჯომში :) 3. მომეწონა :)
1. მაგარია! იდეალურობიდან რეალობაში გადასვლა მომეწონა...:):) შენ ასე გრძნობ მუსიკას ალბათ... მაგარია! იდეალურობიდან რეალობაში გადასვლა მომეწონა...:):) შენ ასე გრძნობ მუსიკას ალბათ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|