ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მახარია
ჟანრი: იუმორისტული
9 თებერვალი, 2010


ფისო

დღე არის ისეთი, სახსრებში მამტვრევს და
დილიდან მიწვრილებს გულს ქუჩის მინორი.
ვინც გინდა იყავი, ფისო თუნდ პანტერა
ხასიათს ვუჩივი და დაგაიგნორებ.
ქუჩაა ისეთი, არც თოვლი არც წვიმა,
ტალახის ფაფაში დადიან წყვილები
ნეტა ვინ რა გითხრა, ან ვინ დაგამცირა
წარბებს რომ ჭმუხნი და უშნოდ იბღვირები.
ოთახში სიჩუმე მეგობრობს ონკანთან
შენ მაინც ვერ მიხვდი, რომ არ ვარ ჩერჩილი
ყოველთვის მიდიხარ და მაინც ამ კართან
ბრუნდები ყოველთვის შენ როგორც შეშლილი.
დღე არის ისეთი, მინდა რომ წახვიდე
ისედაც მიწვრილებს გულს თოვლის მინორი
ვინც გინდა იყავი, წავალ შენს სახელზე
რამეს წავაჯღაბნი და დაგაიგნორებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები