 | ავტორი: ბაბონაგ ჟანრი: პოეზია 18 თებერვალი, 2010 |
სიყვარულით სავსე ვარ და სიყვარულით გიწერ სტროფებს, არ მაშინებს სუსტი სიო,გრიგალი და კედლის ღობე, ვერ ერევა ჩემ სიყვარულს ქარიშხალის წამწამები, მიხარია სიყვარული,!შემოჰკარით დაფდაფები!
პაემნისთვის ვემზადები,უნდა ვიგრძნო მისი სუნთქვა, უნდა ვნახო მის თვალებში სიყვარული როგორ ფეთქავს, დაუკრიფო მინდა ყველგან ალეწილი გვირილები, დავიხვიო უნდა მკლავზე მისი თმების კულულები.
ჩამოჰკარით ყველა ზარი,საოცნებო მოწკაპუნებს, ფეხსაცმელზე მისი ქუსლი გზასაც თავში უკაკუნებს, მოდის,როგორც ირმის ნუკრი,აფახუნებს გრძელ წამწამებს, ეს ქალია გულს რომ ერჩის,ეს ქალია რომ მაწამებს...
კიდევ ორი ნაბიჯიც და ცამეკვრება გულში კონად, თუნდაც ბოლო ამოსუნთქვად,ყველაფრად ღირს მისი კოცნა. ამ კოცნისთვის გავრინდულვარ,ჭინჭველებმა დამიარეს, მაგრამ მისმა წკაპუნებმა გვერდი უხმოდ ამიარეს...
არც დღეს შედგა პაემანი,კიდევ ერთხელ მიმატოვა, მისი კოცნის მოლოდინში წლებმაც თეთრად მიმათოვა, დღესაც ისე ჩამიარა თითქოს ვიყო მიწის ჭია, თუ ვერ მამჩნევს,ჩემთვის ამ ქალს სიყვარული რატომ ჰქვია?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. რომ შემდგარიყო.. რომ შემდგარიყო..
12. ... წარმატებები :) სუსტია ლექსი ჩემი აზრით ... წარმატებები :) სუსტია ლექსი ჩემი აზრით
11. თუ ვერ მამჩნევს,ჩემთვის ამ ქალს სიყვარული რატომ ჰქვია?
კარგი იყო, მომეწონა. თუ ვერ მამჩნევს,ჩემთვის ამ ქალს სიყვარული რატომ ჰქვია?
კარგი იყო, მომეწონა.
10. მაინც გმადლობთ გვანციოლა დრო რომ დაარგე ასეთი "არ მოსაწონი " ლექსის წასაკითხად :) მაინც გმადლობთ გვანციოლა დრო რომ დაარგე ასეთი "არ მოსაწონი " ლექსის წასაკითხად :)
9. ხომ, არ მომეწონა, ასეთი ლექსების დაწერა საწართველოში ვისაც რიტმის და რითმის ოდნავი შეგრძენება აქვს (და ეს მგონი ყველა ქართველს აქვს :D ) ყველას შეუძლია :) ამიტომ ჩემთვის ეს მოსაწონი ლექსი არაა :) ხომ, არ მომეწონა, ასეთი ლექსების დაწერა საწართველოში ვისაც რიტმის და რითმის ოდნავი შეგრძენება აქვს (და ეს მგონი ყველა ქართველს აქვს :D ) ყველას შეუძლია :) ამიტომ ჩემთვის ეს მოსაწონი ლექსი არაა :)
7. აქ იყო დრო! და კიდევ რომ მოვა,ლექსი მოეწონება მერე:) აქ იყო დრო! და კიდევ რომ მოვა,ლექსი მოეწონება მერე:)
6. რა სისულელა :) საბოდიშო არაფერი გაქვს :) რა სისულელა :) საბოდიშო არაფერი გაქვს :)
5. კიდე ერთხელ მაპატიე,ძალიან არ მიყვარს ვინმეს რამეს რომ ვუწუნებ...ამიტომ მაინც+ კიდე ერთხელ მაპატიე,ძალიან არ მიყვარს ვინმეს რამეს რომ ვუწუნებ...ამიტომ მაინც+
4. გმადლობთ თავაზიანობისთვის :) გმადლობთ თავაზიანობისთვის :)
3. "კედლის ღობე"-ეს რაღაც დიდი შეუსაბამობაა... ვიცი გულით წერ,მაგრამ ამჯერდა არ გამოგივიდა... "კედლის ღობე"-ეს რაღაც დიდი შეუსაბამობაა... ვიცი გულით წერ,მაგრამ ამჯერდა არ გამოგივიდა...
2. არც დღეს შედგა პაემანი,კიდევ ერთხელ მიმატოვა, მისი კოცნის მოლოდინში წლებმაც თეთრად მიმათოვა, დღესაც ისე ჩამიარა თითქოს ვიყო მიწის ჭია, თუ ვერ მამჩნევს,ჩემთვის ამ ქალს სიყვარული რატომ ჰქვია?
ვაი არც დღეს შედგა პაემანი,კიდევ ერთხელ მიმატოვა, მისი კოცნის მოლოდინში წლებმაც თეთრად მიმათოვა, დღესაც ისე ჩამიარა თითქოს ვიყო მიწის ჭია, თუ ვერ მამჩნევს,ჩემთვის ამ ქალს სიყვარული რატომ ჰქვია?
ვაი
1. არა და არა : ) არა და არა : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|