ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინასარა
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2010


არ შეაგინო ,,ქართვლის დედას

ბევრს ვიცნობ ქართველ ვაჟკაცსა,
სიტყვა გულიდან სდიოდეს,
სამი საუნჯის ტკივილსა,
დღემუდამ ისიც ჩიოდეს.

მაგრამ დავიწყეთ წყეული,
სიტყვა ისეთი კრულია,
რომ დედას წმინდად აღარ ვცნობთ,
ლამის გავყიდოთ სულია.

თუ გაუჭირდეს ქართველსა
იძახდეს “ვაჰმე დედაო”,
ამ ბოლო დროს კი დაგვჩემდა,
უიმე ,,ჩემი დედაო”....

კიდევ არ უშავს აგინო,
სხვას რა გინდ თუნდაც მწარიო,
გაბრაზებული კაცი ხარ,
ღმერთი მოწყალე არიო.

ამ სიტყვას ისევ ქალური,
კრულვა ჯობია, წყევაო,
ეშმაკს მიზეზი არ მისცე,
თორ უცებ დაგეწევაო.
ჯვრის ძალი აღა დაგფარავს
და მადლიც დაგელევაო.

ილიაც ამას იძახდა:
აღარ ვართ პაპის ჩრდილიო,
ქართვილს ვაჟკაცი გამქრალა,
კბილს ვერ უყენოს კბილიო.

მან შეიყვაროს მარტოღა,
სმა-ჭამა უხვი ძილიო,
ვაი ასეთსა ვაჟკაცსა,
რისხვად ატყდება შვილიო.

ეს ისეც ასე გახლავთ და
ყველას ტკივილი გვედების,
მაგრამ პირველად ავკრძლოთ,
გინება ჩვენი დედების....
რომ კვლავაც ვნახოთ ედემი,
სიტურფე ლამაზ ხედების,
მთაში ჩაძირულ რიწაზე,
ნარნარი ლაღი გედების.         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები