ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინასარა
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2010


წმინდა ტაძრებს

აღარც თოვს, აღარც წვიმს და აღარც დარია,
გალობა ბულბულსაც აღარ უხარია,
საიდან მოვიდა ელვა და ქარია,
რომ გარყვნა სამშობლო, მიწა და წყალია...

ამას რას ჩადიან ქართველი ბიჭები,
ახლად რომ მოსცვლიათ სარძევე კიჭები,
გინდაც გოგოები ფუჭნი და ბილწები,
გაივლი უფლის სახლს... სიონთან ჭიპები...

აგერ კიდევ ერთი წყვილი მისცემია....
ტრფობას მისცემია, გუილთ თუ უგულოდ,
მაგრამ გაიხედე თუ სად მისცემიან,
ფესვი გაუყიდავთ სწორედ რომ უგულოდ...

განა შეიძლება?! იჯდე წინაპართა,
წმინდა სისხლთხეულზე, სადაც ლოდებია,
იცით რამდენ დედას სწორედ ამ ადგილზე?!
სწორედ ამ ადგილზე შვილ უგოდებია...

განა ნარიყალა?! ანდა თუნდ მეტეხი!
ისე დაცემულა რომ ზედ შემომჯდარხართ,
ზედვე მიეცემით ტრფიალს მის ეზოში,
ღმერთიც დაგვიწყნიათ ისე მშვიდად სჩანხართ.

ამას გვევედრება ჩვენ დედაბუნება,
რომ წმინდანს ადგილზედ შეწყდეს დღეს ,,ტრფიალი”
ხოდა ვისაც გესმით სადღეგრძელო შევსვათ,
სადღეგრძელო შევსვათ გუილთ და ფიალით.   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები