ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2010


როგორ უყვარდათ დიდედაჩვენებს, როგორ უყვარდათ!

ეს  იყო  ადრე გაზაფხულზე.
შუადღის ხვატი .
ნიავის  ქროლვას თან მოჰქონდა
ტკბილი წამება.
ხოლო სიოში
ირეოდა ვარდისა
და უსურვაზის ველურ ყვავილთა არომატები.
და სურნელება
ღია ფანჯრიდან იჭრებოდა ოთახში,სადაც
უბრად ისხდნენ შეყვარებულნი.
მზის მწველი სხივი ეცემოდა
ნაზი ქალწულის ვარდის ფერად შეფაკლულ სახეს,
რომელიც უფრო
რომანტიკული წარმოსახვით შეთხზულსა ჰგავდა
ან  სიზმრის ნაყოფს,
ვიდრე მიწიერ რეალობას.
შეყვარებული ნაზი მზერით უცქერდა ქალწულს,
იმ კულულებზე მაცოცხლებელი ზეფირი რომ ეფერებოდა.
და  როცა  იგრძნო მზის სხივების მკვეთრი შემოჭრა,
კაცმა ფანჯარას მიაშურა,
მასზე  ფარდის გასაფარებლად.
- არა, არა, ჩარლზ,ძვირფასო !
- ნაზად თქვა  ქალმა,-
- უმჯობესია, ცოტა მეტმა მზემ შეგვაწუხოს,
ვიდრე სრულმა უჰაერობამ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები