ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: თარგმანი
5 მარტი, 2010


ჟერმონის რომანსი (მხ. ფ-დან "ჰუსარული ბალადა")

ეს ნათარგმნი მქონდა და ამიტომ დავდე. სპეციალურად არ მითარგმნია...
გახსოვთ ეს მომენტი?
ფრანგი მსახიობი ქალი ჟერმონი უმღერის თავის რუს შეყვარებულს... 

შენ მიხმე და მოვალ, სიყვარულო ჩემო.
ნუ ვიხსენებთ წარსულს, სიყვარულო ჩემო.
ნუ ვიხსენებთ წარსულს, სიყვარულო ჩემო.
რა ძალა სჯობს, ნეტავ, ამ სიყვარულს  ძველს...

ღვინო შხეფებს ისვრის, მე ვსვამ და ვერ ვთვრები,
მე ვსვამ და არ მყოფნის, ან მალე დავთვრები,
მე ვსვამ და არ მყოფნის, ან მალე დავთვრები,
დარბაზი კი ბრუნავს და... არ მიწვდი ხელს...

თუ ეს არის ბოლო, მე არ დავღვრი ცრემლებს,
და არ მოგატყუებ, მე არ დავღვრი ცრემლებს,
და არ მოგატყუებ, მე არ დავღვრი ცრემლებს...   
ჩნდება ჭიქის ძირი და ღვინო მგვრის ცრემლს! 

ღვინო შხეფებს ისვრის, მე ვსვამ და ვერ ვთვრები,
მე ვსვამ და არ მყოფნის, ან მალე დავთვრები,
მე ვსვამ და არ მყოფნის, ან მალე დავთვრები,
დარბაზი კი ბრუნავს და... არ მიწვდი ხელს...



Жермон 

Слова    Гладков А.       
Музыка  Хренников Т.
(Поет    Шмыга Т.)
 
    Меня позови, избранник мой милый,
    Забудем, что было, избранник мой милый,
    Забудем, что было, избранник мой милый,
    Нет силы чудесней, чем сила любви.

    Пусть плещет вино, я пью, все мне мало,
    Я пью, все мне мало, уж пьяная стала,
    Я пью, все мне мало, уж пьяная стала,
    И кружится зала, и мне все равно.

    А если конец, я плакать не стану,
    Скажу без обмана, я плакать не стану,
    Скажу без обмана, я плакать не стану,
    Есть дно у стакана и прелесть в вине.

    Пусть плещет вино, я пью, все мне мало,
    Я пью, все мне мало, уж пьяная стала,
    Я пью, все мне мало, уж пьяная стала,
    И кружится зала, и мне все равно.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები