 | ავტორი: ლურსმანი ჟანრი: პოეზია 14 აპრილი, 2010 |
რიცხვები ირგვლივ გამრავლდნენ ბევრად ბრმა მნიშვნელობებს მეტად იძენენ, ჩვენც გვაბრმავებენ მეტად და უფრო სანთლით ერთები თუ მოიძებნენ. მეტანიების,ლოცვის,პირჯვარის რაოდენობას რამე აზრი აქვს? თუ მათგან ერთიც ვერ ირწმუნე და თუკი ვერცერთი გულთან ვერ მიგაქვს. თავგზას აგიბნევს ანგარიშები, კარგის ან ცუდის მთვლელი რიცხვები, დაგავიწყებენ შემთხვევითობას სილოგიზმები,გამორიცხვები. თავისკენ არცერთს არ ექაჩება არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი, ჩვენ გვაქვს უფლება,ჩვენივე ნებით რომ ავირჩიოთ მათგან ერთ-ერთი. ეს მიმაჩნია ბედნიერებად და არა ირგვლივ ვინმე ან რამე, არ მავიწყდება შემთხვევითობა, თორემ იქნება ორმაგად მწარე... მივდივარ იქით,სასადღაცეთში, სადაც ახალი ჯერ არ მინახავს, გიტოვებთ ლექსებს,უფრო ისეთებს, თავის სხეულში რომ შემინახავს. მივდივარ ახლაც,რატომ გავჩერდე, გამეცალეთ ან გადამეღობეთ, არ აიხლართოთ ბრმა რიცხვებში და როგორც თქვენ გინდათ,ისე მეყოლეთ.
ნახევრად ვუძღვნი იმ ურაკელებს,რომლებიც კომენტარების და ქულების დასაგროვებლად სხვებს "აწუხებენ!"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. როგორც თქვენ გინდათ,ისე მეყოლეთ. :D აH, ვიცი, ვიცი და კიდევ ვიცი :-* როგორც თქვენ გინდათ,ისე მეყოლეთ. :D აH, ვიცი, ვიცი და კიდევ ვიცი :-*
23. წყვილი ლურსმანი შენ ლურსმანთუხუცესო, თანაც დაუჟანგავი წყვილი ლურსმანი შენ ლურსმანთუხუცესო, თანაც დაუჟანგავი
22. საინტერესოდ მოაზროვნე ლურსმანთან გვაქვს საქმე:):) საინტერესოდ მოაზროვნე ლურსმანთან გვაქვს საქმე:):)
21. მართალი :) გვარიდან გამომდინარე 2 ტყვიას დავტოვებ, თქვენის ნებართვით :) მართალი :) გვარიდან გამომდინარე 2 ტყვიას დავტოვებ, თქვენის ნებართვით :)
20. :D ... ის მინაწერი მაგარი იყო!...
5 გაუღუნავი, უზარმაზარი ლურსმანი ამ ლექსს!... ;;)
წარმატებები კიდევ!... :D ... ის მინაწერი მაგარი იყო!...
5 გაუღუნავი, უზარმაზარი ლურსმანი ამ ლექსს!... ;;)
წარმატებები კიდევ!...
18. არ აიხლართოთ ბრმა რიცხვებში და როგორც თქვენ გინდათ,ისე მეყოლეთ.
მართალი და კარგი ადამიანი ხარ,გაიხარე შენ! :) არ აიხლართოთ ბრმა რიცხვებში და როგორც თქვენ გინდათ,ისე მეყოლეთ.
მართალი და კარგი ადამიანი ხარ,გაიხარე შენ! :)
17. გილოცავ დღევანდელ დღეს! +2 გილოცავ დღევანდელ დღეს! +2
16. არის აქ სიმართლე...:) 5 არის აქ სიმართლე...:) 5
15. მივდივარ ახლაც,რატომ გავჩერდე, გამეცალეთ ან გადამეღობეთ, არ აიხლართოთ ბრმა რიცხვებში და როგორც თქვენ გინდათ,ისე მეყოლეთ. კარგი ხარ////5555 მივდივარ ახლაც,რატომ გავჩერდე, გამეცალეთ ან გადამეღობეთ, არ აიხლართოთ ბრმა რიცხვებში და როგორც თქვენ გინდათ,ისე მეყოლეთ. კარგი ხარ////5555
14. რა დაუწუნე ახლა შენ ამას ა? :D :D რა დაუწუნე ახლა შენ ამას ა? :D :D
13. სხვები უკეთესები გაქვს :) სხვები უკეთესები გაქვს :)
12. :) სიმართლე მუდამ მწარეაო ? :) სიმართლე მუდამ მწარეაო ?
11. ჰმ, კაი ლურსმანი ხარ შენ იცოდი? ;) ჰმ, კაი ლურსმანი ხარ შენ იცოდი? ;)
10. მომეწონა კაი იყო ...
2რცალ შიფერის ლურსმანს ვტოვებ აქ !!! :D
კაი კაციხარ!!! მომეწონა კაი იყო ...
2რცალ შიფერის ლურსმანს ვტოვებ აქ !!! :D
კაი კაციხარ!!!
9. 5. აუუ, რა მაგარი მიძღვნაა. 555 ემილი. 2010-04-14 00:27:04
ეს უნდა მეთქვა დაუსწრია ემილის.
კაი კაც 5. აუუ, რა მაგარი მიძღვნაა. 555 ემილი. 2010-04-14 00:27:04
ეს უნდა მეთქვა დაუსწრია ემილის.
კაი კაც
8. დავაჩაქუჩე 5 ლურსმანი!:)
როგორც თქვენ გინდათ,ისე მეყოლეთ.
მართალო! დავაჩაქუჩე 5 ლურსმანი!:)
როგორც თქვენ გინდათ,ისე მეყოლეთ.
მართალო!
7. სასადრაცეთში მომეწონა:) ისე რაღა ნახევრად,მთლიანად მიგეძღვნა ჰა?:))))))))+7 სასადრაცეთში მომეწონა:) ისე რაღა ნახევრად,მთლიანად მიგეძღვნა ჰა?:))))))))+7
6. ჰოდა მერე რაფერ უხერხულში ვარდები კაცო,გინდა არ გინდა რომ უნდა შეიარო:)) უფ შენ გაიხარე... ჰოდა მერე რაფერ უხერხულში ვარდები კაცო,გინდა არ გინდა რომ უნდა შეიარო:)) უფ შენ გაიხარე...
5. აუუ, რა მაგარი მიძღვნაა. :)) 555 აუუ, რა მაგარი მიძღვნაა. :)) 555
4. ულურსმანესო ლექსი ხომ მაგარია და მიძღVნაა ისეთი, რომ კიდევ უფრო მაგარია. :) ულურსმანესო ლექსი ხომ მაგარია და მიძღVნაა ისეთი, რომ კიდევ უფრო მაგარია. :)
3. :) გამაღიმე ლურსმანო ... უF, რა ნიკია, მერიდება პირდაპირ მიმართვა :) :) გამაღიმე ლურსმანო ... უF, რა ნიკია, მერიდება პირდაპირ მიმართვა :)
2. რაოდენობას რამე აზრი აქვს?
5 რაოდენობას რამე აზრი აქვს?
5
1. ყოჩაღ ლურსმანო... ყოჩაღ ლურსმანო...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|