<<<>>> ისე უბრალოდ კაცი ვარ და ავეტორღიალე მზეს და ნიავს, ისე უბრალო გული მაქვს და ისიც მივუძღვენი ლამაზ ნიას, ისე უბრალოდ მიყვარს წერა, არც ფული მაქვს და არც მაქვს ვალი, ისე უბრალოდ მოვავლე მზერა და დავინახე ოცნების ქალი. ისე უბრალოდ ანათებს მზე და ისე უბრალოდ ანათებს მთვარე, ერთი თავადის ქალი ვნახე და უბრალოდ ჩემს ლექსებში ამოვთხვარე...
<<<>>> მომნატრებიხარ ნიაო!შენი თვალები მიქია, ისეთი ქება მსურს გითხრა,სხვაგან რომ არ გაგიგია, შენზე ღმერთებიც ამბობენ:_ანგელოზია იგია! გამომეხლართნენ მუზები და ვეღარ გამომიგია.. ახლაც გაწვიე ელჩებად ჩემი მუზები ფრთოსანი, დაგიჩოქებენ მუხლებზე,ქალი ხარ გვირგვინოსანი, გამოვატანე ძვირფასი ია,ვარდი და სოსანი, მე კი შორიდან გიცქერი ერთი უცნობი მგოსანი. გიცქერი,შენზე მოვძებნე ლეგენდები და მითები, თითქოსდა სულზე შემახე შენი ლამაზი თითები, თითქოსდა ზეცაში მოჩანს შენი ლამაზი თვალები, როცა ქუჩაში მიდიხარ შურით გიცქერენ ქალები... შორიდან გიმზერ,გაახლე დღეს ჩემი ლექსის რაშები, გარს შემოგერტყნენ მცველებად ჩემი რითმების პაჟები, ჩემი რაშები დავჭედე ზეცაში მთვარის კაჟებით, არ გინდა ღრუბლებს გავუყვეთ,განახო გარიჟრაჟები?
************* ნიაო! ნიაო! ნიაო! ოცნებავ! ქარო და ნიავო! მწუხრო! ლაჟვარდო! ყვავილო! შენს თვალში ვარსკვლავი ყვავილობს, შენს თმებზე ნია-ვი ნანაობს, ქალი ხარ სამყაროსთანაო!... ქალი ხარ! ქალი ხარ! ქალი ხარ! საფირი! ალმასი! ლალი ხარ! ვაკმიე ლექსების საკმელი, შენა ხარ ცის ლურჯი სარკმელი. შენში ხომ ყვავილობს მაისი, ზეციდან ანგელოზთ ხმა ისმის:_ ნიაო! ნიაო! ნიაო! ბალახო! ზამბახო! იაო!
<<<>>> მოკლე კაბას ძალზე შვენის მაგ თვალების ელვარება, თითქოს ახლა ზეცას სწვდება ჩემი გულის მღელვარება. იქნებ სიომ წამოქროლა, გარს გეხვევა როგორც სოსანს, მე კი წვიმა მეწვეთება როგორც პოეტს, როგორც მგოსანს. იასამნის სურნელება მაგ მკერდიდან მოაქვს ნიავს, ზეცის კარი გახსნილია, ვარსკვლავები ეტრფის ნიას. მთვარის აკვანს გადაგირწევ ჩემო კარგო,ჩემო ერთო, ჩემო მუზის დედოფალო, სილამაზის უცხო ღმერთო! გარს გეხვევა უსასრულოდ ჩემი გრძნობის ქარიშხლები, თუ გიხილე ან ვიწვიმებ, ანდა ლექსად დავიშლები!
******************* დათუ-ნიას უყვარს ნია, ნიას უყვარს დათუ-ნია, იკრძალება ამ გოგონას სულში ხელის ფათურია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ეს მომწონს ყველაზე მეტად ეს მომწონს ყველაზე მეტად
17. ქრისტე აღსდგა! :)
5 ქრისტე აღსდგა! :)
5
16. "იკრძალება ამ გოგონას სულში ხელის ფათურია!"
როგორი თბილია.... :):) "იკრძალება ამ გოგონას სულში ხელის ფათურია!"
როგორი თბილია.... :):)
15. გენაცვალე შენ.....555555სულ იმზიანე........ გენაცვალე შენ.....555555სულ იმზიანე........
14. მდააა, წარმატებები :)
დათუ-ნიას უყვარს ნია, ნიას უყვარს დათუ-ნია, იკრძალება ამ გოგონას სულში ხელის ფათურია
ეს მომეწონა :D
აქ იყო ფეხმოტეხილი ანი :D მდააა, წარმატებები :)
დათუ-ნიას უყვარს ნია, ნიას უყვარს დათუ-ნია, იკრძალება ამ გოგონას სულში ხელის ფათურია
ეს მომეწონა :D
აქ იყო ფეხმოტეხილი ანი :D
13. საოცრად თბილი განწყობა მოაქვს..გაიხარე.. ძალიან კარგია..
მრავალ აღდგომას!!...
ღმერთი გფარავდეს!!! საოცრად თბილი განწყობა მოაქვს..გაიხარე.. ძალიან კარგია..
მრავალ აღდგომას!!...
ღმერთი გფარავდეს!!!
12. კესანებით მოვედი შენთან... მეც აქედან სითბო მიმაქვს... ძალიან, ძალიან მომეწონა შენი მიძღვნა... ლამაზად წერ... მრავალ აღდგომის დღესასწაულს დაესწარი... იხარე და იბედნიერე... კარგი ხარ... კესანებით მოვედი შენთან... მეც აქედან სითბო მიმაქვს... ძალიან, ძალიან მომეწონა შენი მიძღვნა... ლამაზად წერ... მრავალ აღდგომის დღესასწაულს დაესწარი... იხარე და იბედნიერე... კარგი ხარ...
11. კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! კარგი ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
10. ისე უბრალოდ .. 5 :) რა კარგია.. ისე უბრალოდ .. 5 :) რა კარგია..
9. :) :) ნია..ადრე მომწონდა ეს სახელი უზომოდ..ისე..:)უბრალოდ...არამით,:-* :) :) ნია..ადრე მომწონდა ეს სახელი უზომოდ..ისე..:)უბრალოდ...არამით,:-*
8. კარგი იყო..5.ცოტა ცოტა დასახვეწი...:) ბოლო ყველაზე უკეთესი... შენ თუ არ არსებულს ასეთ ლექსებს უწერ, მართლა როცა იარსებებს, მაშინ რას იზამ წარმომიდგენია...:) კარგი იყო..5.ცოტა ცოტა დასახვეწი...:) ბოლო ყველაზე უკეთესი... შენ თუ არ არსებულს ასეთ ლექსებს უწერ, მართლა როცა იარსებებს, მაშინ რას იზამ წარმომიდგენია...:)
7. შენ სულ თავიდან ბოლომდე უცნაური ყოფილხარ, ხოდა მომწონს მე ეს ყუცნაურობა. შენ სულ თავიდან ბოლომდე უცნაური ყოფილხარ, ხოდა მომწონს მე ეს ყუცნაურობა.
6. ეგ როგორ არამითო, შენ გამოიგონე? ეგ როგორ არამითო, შენ გამოიგონე?
5. ახლაც გაწვიე ელჩებად ჩემი მუზები ფრთოსანი, დაგიჩოქებენ მუხლებზე,ქალი ხარ გვირგვინოსანი, გამოვატანე ძვირფასი ია,ვარდი და სოსანი, მე კი შორიდან გიცქერი ერთი უცნობი მგოსანი. გიცქერი,შენზე მოვძებნე ლეგენდები და მითები, თითქოსდა სულზე შემახე შენი ლამაზი თითები, თითქოსდა ზეცაში მოჩანს შენი ლამაზი თვალები, როცა ქუჩაში მიდიხარ შურით გიცქერენ ქალები...
დათუ-ნიას უყვარს ნია, ნიას უყვარს დათუ-ნია, იკრძალება ამ გოგონას სულში ხელის ფათურია!
55555 ახლაც გაწვიე ელჩებად ჩემი მუზები ფრთოსანი, დაგიჩოქებენ მუხლებზე,ქალი ხარ გვირგვინოსანი, გამოვატანე ძვირფასი ია,ვარდი და სოსანი, მე კი შორიდან გიცქერი ერთი უცნობი მგოსანი. გიცქერი,შენზე მოვძებნე ლეგენდები და მითები, თითქოსდა სულზე შემახე შენი ლამაზი თითები, თითქოსდა ზეცაში მოჩანს შენი ლამაზი თვალები, როცა ქუჩაში მიდიხარ შურით გიცქერენ ქალები...
დათუ-ნიას უყვარს ნია, ნიას უყვარს დათუ-ნია, იკრძალება ამ გოგონას სულში ხელის ფათურია!
55555
4. ვა,რაღაცნაირია და მომწონს,გამამხიარულა.5..მშვიდობის დღე ყველას!წავედი:) ვა,რაღაცნაირია და მომწონს,გამამხიარულა.5..მშვიდობის დღე ყველას!წავედი:)
2. საქმე იმაშია რომ ეს ქალი სამწუხაროდ არ არსებობს,არადა მეგონა რომ არსებობდა:))))) (ხუმრობა არაა,მართლა არ არსებობს და არც უარსებია (თურმე) ) საქმე იმაშია რომ ეს ქალი სამწუხაროდ არ არსებობს,არადა მეგონა რომ არსებობდა:))))) (ხუმრობა არაა,მართლა არ არსებობს და არც უარსებია (თურმე) )
1. დათუ-ნიას უყვარს ნია, ნიას უყვარს დათუ-ნია, იკრძალება ამ გოგონას სულში ხელის ფათურია!
ამაზე ვიხალისე კარგია :))
პირველი კარგი იყო თუმცა იყო მომენტები როცა რარაც რაღაც ზედმეტი იყო და რითმს არღვევდა :) წარმატებები. 5 დათუ-ნიას უყვარს ნია, ნიას უყვარს დათუ-ნია, იკრძალება ამ გოგონას სულში ხელის ფათურია!
ამაზე ვიხალისე კარგია :))
პირველი კარგი იყო თუმცა იყო მომენტები როცა რარაც რაღაც ზედმეტი იყო და რითმს არღვევდა :) წარმატებები. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|