ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: პოეზია
3 მარტი, 2010


დ ე დ ა ...

დედა მიყვარს სიცოცხლეზე მეტად!
ეს სიტყვები ადრეც უნდა მეთქვა,
იგი გახლავთ ჩემთვის გულის ფეთქვა;
სიყვარულის სათავეა დედა!

როცა ზოგჯერ ულევ სითბოს ელი,
ან,როდესაც მოფერება გინდა
იმ სიმშვიდეს,როგორც ყოვლადწმინდა,
ისე მოგფენს დედის თბილი ხელი...

მშობელია ჩემი შემოქმედი
მისით ვცოცხლობ,მისით მიდგას სული!
დედის ღვაწლი არის ერთობ რთული,
როგორ გიძღვნა მადლი ჩემო დედი?!

შენი ფიქრი მე მეხება მუდამ
მიფრთხილდები სულ,გაჩენის დღიდან,
ჩემი მოვლა არასოდეს გღლიდა.
დედის გულსაც გაფრთხილება უნდა...

ბედნიერი ვარ,რომ მყავხარ გვერდით,
მსურს ყოველთვის გაგახარო ქცევით
შენზე წინ კი აღარ გავიქცევი!
მე მარადის ვიამაყებ დედით...
                                                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები