ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
22 მარტი, 2010


ლილე

მარტი. სუსხიანი ღამეა,
სვანი გოგო ჩუმად იმღერს "ლილე"-ს.
ღამეს ცამდე გადასწვდება არაყი
მეტი რაღა, რაღა გვინდა ბიჭებს,

რომ დილამდე მივიტანოთ სულები,
რომ დილამდე ვიხსენებდეთ ლექსებს...
სამი ტყვია დაასვესო ხელაშვილს
ზედ გულმკერდზე... ბოლშე-მენშევიკებს

"ბოლშე-მენშედ" მოვუკითხეთ დედები,
ვიფხანთ გულებს, ხელებს, ენებს... ფილტვებს
ისევ ავსებს სვანი გოგოს სიმღერა
"ლილე", "ლილე"...
სხვა ვერ აგვარიდებს -

ჩვენი კოშკის დანგრევას
ჩვენი კაცის ღალატს...

მარტი. სუსხიანი ღამეა,
სუნთქვა, სუნთქვა უჭირს ქალაქს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები