ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აურზაური
ჟანრი: პოეზია
23 მარტი, 2010


* * *

სიმღერებს ვიმღერებ დაჭრილი გედის,

ჯერ კიდევ უხედნავ თეთრ კვიცებს გავხედნი...

მაინც სიყვარულში გარდავიცვლები...

და მერე...

მერეც სიყვარულში აღვდგები...

მანამდე...

მანამდე ზღაპარში ვიცხოვრებ,

სიზმარა სიზმარს მაჩუქებს ბედნიერს...

მზეჭაბუკს სიყარულს არ დავეშურები...

დამაცათ, განანებთ ზოგიერთს..

სიმღერებს ვიმღერებ დაჭრილი გედის,

უხედნავ თეთრ კვიცებს გავხედნი რაშებად...

მაინც სიყვარულში გარდავიცვლები...

ზოგ-ზოგებს განანებთ გაჩენას კაცებად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს