მოგესალმები მკითხველო,
... და მაინც რა არის ადამიანი, რომ ასეთი თვითდაჯერებულია თავის ნაწარმოებში, რომ მას მკითხველი ეყოლება, მაგრამ ახლა ეგ არ არის მთავარი განხილვის საგანი...შიში მაქვს, რომ ვიღაც გაიცინებს და არასერიოზული თვალით გადახედავს ჩემს პირველ ნაწარმოებს,გაიცინებს და მწარე კრიტიკას დაახლის... არ ვითხოვ ლმობიერებას, მგონი არც არაფერია გასაკრიტიკებელი. რატომ უჩნდება ადამიანს სურვილი, რომ თავისი სათქმელი გადმოსცეს სახალხოდ? მე სხვა მიზანი მაქვს. მინდა ავსხნა ეს ფაქტი, მაგრამ არ ვიცი როგორ დავიწყო.ვერავინ მეტყვის ჯერ დაალაგე და მერე დაწერეო, აი, ზუსტად ასე მირჩევნია ვწერო, პირდაპირ, როგორც ტვინი მაწვდის სათქმელს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მომენტებში საკუთარ თავზე მიჩნდება წარმოდგენა, რომ ძალიან ბავშვური ვარ, არადა 22 წლის გახლავართ და მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ და მოაზროვნე პიროვნებად მთვლიან, ამ ბავშვურობას ვერ დავაღწიე.იქნებ იმიტომ ვწერ, რომ თვითრწმენა გავიძლიერო, რომ პატარა აღარ ვარ, დახვეწილად ვმსჯელობ და ყველაფერი რიგზეა? პრინციპში, მართალია და ერთ-ერთი ახსნათაგანი ეს არის რატომაც ვწერ.მეორე ის, რომ ვთავისუფლდები სათქმელისგან, სიტყვებისგან რომელიც მინდა მოვყვე და ხშირად ვისაც ველაპარაკები გვერდით იყურება, არ აინტერესებს რაზე ვლაპარაკობ.ძალიან მაწუხებს რომ ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ, პირადად მე, მაცოფებს რომ საუბრის დროს თვალებში არ მიყურებენ და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა მკაცრად, ირონიურლი სახით მითქვამს, თვალებში მიყურე - თქო! :) რა საინტერესოა ადამიანი იმ მომენტში იცოდეთ ნეტავ :) ერთადერთი რაც მაინტერესებს ისაა, რომ გამაგებია რაც ფიქრობს ამ დროს ჩემზე,ალბათ ათას საზიზღრობას... ბევრს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ მინდა რომ მყავდეს მკითხველი და მივიღო კრიტიკაც და მოწონებაც.მე ვამყარებ კავშირს ადამიანთან და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს...მე კაცობრიობას ვემსახურები, მე ვემსახურები სამშობლოს, მე მიყვარს ადამიანი და მინდა ადამიანს ვუყვარდე, თუ არ ვეყვარები, ერთს მაინც ვითხოვ - უბრალოდ, მისმინოს და შემამჩნიოს... გაინტერესებს რას ნიშნავს წყლის საქანელი? ეს მე ვარ, ალბათ ბევრი თქვენგანიც, მაგრამ ძირითადად სახელებით გცნობთ...ჩემი მეგობარი გოგო იმან გააცოფა, რატომ უნდა იყოს ადამიანი ცხოველი და წყლის ბინადარიო? მე ვამაყობ რომ ვარ წყლის საქანელი - მერწყული და მიყვარს ჩემი მკითხველი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. "არ ვითხოვ ლმობიერებას, მგონი არც არაფერია გასაკრიტიკებელი" - აი, ამ ფრაზაში საშინლად არ გეთანხმები. რადგან რაღაც მაინც უკვე შექმენი, ესე იგი გასაკრიტიკებელიც არის უკვე, აი, ლმობიერების სათხოვნელად საქმე კი ნააამდვილად არ გაქვს ; )
p.s. იმედია მიცანი "არ ვითხოვ ლმობიერებას, მგონი არც არაფერია გასაკრიტიკებელი" - აი, ამ ფრაზაში საშინლად არ გეთანხმები. რადგან რაღაც მაინც უკვე შექმენი, ესე იგი გასაკრიტიკებელიც არის უკვე, აი, ლმობიერების სათხოვნელად საქმე კი ნააამდვილად არ გაქვს ; )
p.s. იმედია მიცანი
12. ბზობას გილოცავთ!
5 ბზობას გილოცავთ!
5
11. პირველ რიგში ბზობას გილოცავ...
... და მაინც რა არის ადამიანი, რომ ასეთი თვითდაჯერებულია თავის ნაწარმოებში, რომ მას მკითხველი ეყოლება.
ადამიანი გამოუცნობი არსებაა. ძნელია გამოიცნო ადამიანის ბუნება. :) პირველ რიგში ბზობას გილოცავ...
... და მაინც რა არის ადამიანი, რომ ასეთი თვითდაჯერებულია თავის ნაწარმოებში, რომ მას მკითხველი ეყოლება.
ადამიანი გამოუცნობი არსებაა. ძნელია გამოიცნო ადამიანის ბუნება. :)
10. ანა.ანა. - უსეგენათალე :*
აგათა - მომეწონა შენი ორიგინალური პასუხი :)
მედეა მოლოდინი - უნდა ვწერო, არ მინდა წერო! :))
დრო მოვიდა - საქანელა მომეწონააა :))))
ქეთ - ნუ, მზერაზე უნდა დაგეთანხმო :)
ველური - გაიხარე მერწყუულ! :)
მზეჩემი - :)
მაკოსია. - რაღაც იქნება! :)
მ.ე - გმადლობ რჩევისთვის, გავითვალისწინებ! :)
ანა.ანა. - უსეგენათალე :*
აგათა - მომეწონა შენი ორიგინალური პასუხი :)
მედეა მოლოდინი - უნდა ვწერო, არ მინდა წერო! :))
დრო მოვიდა - საქანელა მომეწონააა :))))
ქეთ - ნუ, მზერაზე უნდა დაგეთანხმო :)
ველური - გაიხარე მერწყუულ! :)
მზეჩემი - :)
მაკოსია. - რაღაც იქნება! :)
მ.ე - გმადლობ რჩევისთვის, გავითვალისწინებ! :)
9. ხო, კარგად გადმოგვცემ სათქმელს :)
ნუ ჟარი ჯობდა "სხვა" შეგერჩია, მაგრამ არაუშავს :)
კეთილი იყოს შენი ნაწერი აქ :) ხო, კარგად გადმოგვცემ სათქმელს :)
ნუ ჟარი ჯობდა "სხვა" შეგერჩია, მაგრამ არაუშავს :)
კეთილი იყოს შენი ნაწერი აქ :)
8. შენი მეორე გვანახე აბააა (ტმი) შენი მეორე გვანახე აბააა (ტმი)
7. მართლაც რომა ასეა... კარგი ხარ კარგო! მართლაც რომა ასეა... კარგი ხარ კარგო!
6. ანუ მერწყული ვარ მეც და, კარგად გადმოსცემ მინდა გითხრა :)
5! ანუ მერწყული ვარ მეც და, კარგად გადმოსცემ მინდა გითხრა :)
5!
5. მეც არ მიყვარს, როცა თვალებში არ მიყურებენ საუბრის დროს :) მაგრამ რაშია იცი საქმე? იქნებ, მათ არ შეუძლიათ უბრალოდ გიყურონ თვალებში, რადგან "წყლის საქანელებს" ძალზედ გამჭოლი მზერა აქვთ, თითქოს სულში გწვდებიან..
და გადავუხვიე ახლა თემას :) მე გკითხულობ!
მეც არ მიყვარს, როცა თვალებში არ მიყურებენ საუბრის დროს :) მაგრამ რაშია იცი საქმე? იქნებ, მათ არ შეუძლიათ უბრალოდ გიყურონ თვალებში, რადგან "წყლის საქანელებს" ძალზედ გამჭოლი მზერა აქვთ, თითქოს სულში გწვდებიან..
და გადავუხვიე ახლა თემას :) მე გკითხულობ!
4. წარმატებას გისურვებ.კარგია რომ გაგვეცანი საქანელავ!:) წარმატებას გისურვებ.კარგია რომ გაგვეცანი საქანელავ!:)
3. ძალიან მაწუხებს რომ ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ, პირადად მე მაცოფებს რომ საუბრის დროს თვალებში არ მიყურებენ
წერე! ძალიან მაწუხებს რომ ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ, პირადად მე მაცოფებს რომ საუბრის დროს თვალებში არ მიყურებენ
წერე!
2. არ მიყვარს უაზროდ დაბოღმილი ხალხი, რომელიც ვითომ კრიტიკულ კომენტარს ტოვებს.. ეს გაფრთხილება იყო თუ?! ;;) არ ვარ დაბოღმილი! არც ჩემი კომენტარი კრეატიულობს მაინც და მაინც! არ გისურვებ წარმატებას უჩემოდაც მიაღწევ! არ მიყვარს უაზროდ დაბოღმილი ხალხი, რომელიც ვითომ კრიტიკულ კომენტარს ტოვებს.. ეს გაფრთხილება იყო თუ?! ;;) არ ვარ დაბოღმილი! არც ჩემი კომენტარი კრეატიულობს მაინც და მაინც! არ გისურვებ წარმატებას უჩემოდაც მიაღწევ!
1. მეც მიყავრხარ :* არ მიყვარს უაზროდ დაბოღმილი ხალხი, რომელიც ვითომ კრიტიკულ კომენტარს ტოვებს... არადა მხოლოდ ჯიბრით აკეთებს ამას. მე არ მაქვს პრეტენზია ემს ნაწერებზე, რომ უნიკალურია და თავი დამიკარით და ა.შ მაგრამ მიხარია როდესაც ერთი თბილი წინადადება მაინც მხვდება.. ეს მაძლევს სტიმულს რომ უკეთესი რამ დავწერო.... წარმატებები :*:*:* მეც მიყავრხარ :* არ მიყვარს უაზროდ დაბოღმილი ხალხი, რომელიც ვითომ კრიტიკულ კომენტარს ტოვებს... არადა მხოლოდ ჯიბრით აკეთებს ამას. მე არ მაქვს პრეტენზია ემს ნაწერებზე, რომ უნიკალურია და თავი დამიკარით და ა.შ მაგრამ მიხარია როდესაც ერთი თბილი წინადადება მაინც მხვდება.. ეს მაძლევს სტიმულს რომ უკეთესი რამ დავწერო.... წარმატებები :*:*:*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|