ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კიტი
ჟანრი: პოეზია
12 აპრილი, 2010


უმისამართოდ! ...

უმისამართოდ! ...
უსახელო ბარათებს ვუშვებ, უმისამართოდ...
სევდისფერი ძველი ფურცლები,
ქარმა წაიღო, გაიტაცა უმისამართოდ! ...
გრძნობა გაფრინდა,
რწმენა გაქრა  უმისამართოდ...
უმისამართოდ და უმიზნოდ გახარჯული დრო
წარსულად იქცა...
მტკივნეულ და არაფრისმთქმელ,
უაზრო და არაფრით სავსე,
მუქ ფერებში გადაწყვეტილ მძიმე წარსულად! ...
მე კი ისევე ძველებურად,
კვლავ და კვლავ ვგზავნი
მუქ ფურცლებზე დაწერილ სევდიან ბარათებს
უმისამართოდ! ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები