ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2010


ამ ლექსს ნურსად ნუ მოსძებნი...

ამ ლექსს ნურსად ნუ მოსძებნი,იგი არსად არ იქნება,
ჩემი,შენთვის დაწერილი,მე არ მინდა მისი ქება,
მხოლოდ მინდა გაქოს ჩემმან კალამმან და საწერელმან,
რომ დაგინახე,შეგხედე,გულმა იწყო შენი ქება,
გაგაღმერთო,განგადიდო,შენი ქების მომეც ნება,
თუ არ მომცემ,თავს მოვიკლავ,ვგონებ არც მან მოგცეს შვება.

მე შენს აჩრდილს გამოვყვები,შევხედავ და სხვა არისო,
შენი უძირო თვალები ოკეანე,ზღვა არისო,
ეგ შენი წერწეტა წელი,ვერა ვფიქრობ,რა არისო,
მძივად ასხმული კბილები მარგალიტისა არისო.

შენი ქარვისფერი თმები,ვით გაშლილი გირლანდები,
იმ სარაფანის შრიალი,რომელშიც გადის ლანდები,
ეგ ლალისფერი ტუჩები,გაბუტულები,ურჩები,
შენი ცისფერი თვალები,სამყაროს შენადარები,
ეგ შენი მკერდი უბიწო,ჯერაც ხელშეუკარები,
ეგ შენი ტანი ლამაზი,სიყვარულს უზიარები.

შენ ისეთი ლამაზი ხარ,ფერიათა შესადარი,
შენგვარი მშვენიერება დედამიწაზე სად არის?!
შენა ხარ ედემის ჩიტი,ხმით ბულბულისა სადარი,
რამ შეგქმნა ასე ლამაზი,ანგელოზების სადარი.

გიყურებ გაკვირვებული,ნეტავ ეს ტურფა ვინ არის,
მხრებზე დაყრილი დალალი,ლამაზი და საჩინარი,
შენ ხარ სიტურფით რჩეული,უცხო პირბაგე მჩინარი,
სადღაც სივრცეში არსებობ თან ცხადი,თან უჩინარი.

შენ შველივით ლამაზი ხარ,ჩამოქნილი ვით ავაზა,
შენი მსგავსი არსად არის,რაღა თქმა უნდა ამასა,
შენმა მოსვლამ ჩემი სულის სამყარო გაალამაზა,
წარმოსახვა და ფიქრები გაგიშალე ფიანდაზად.

ამიტომაც შენ ხარ ჩემი ხან მუზა,ხან ჩაფიქრება,
ამიტომაც შთაგონება არასოდეს ჩამიქრება,
ამ ლექსსაც გთხოვ ნუ მოსძებნი,იგი არსად არ იქნება,
გინდ მოსძებნო,ვერ იპოვი,მხოლოდ შენი არის ქება.

                                                დმ.1997წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს